არჩილ გეგეშიძე ბარაკ ობამას დღეს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს

არჩილ გეგეშიძე ბარაკ ობამას დღეს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს

საქართველოს ახალი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას რწმუნებათა სიგელებს გადასცემს. ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკანიანმა განაცხადა.


მისი თქმით, საჭირო პროცედურების ჩატარება ოპერატიულად და სწრაფად მოხდა და ამისათვის მან მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს.

აღსანიშნავია რომ დღეიდან გეგეშიძე ოფიციალურად შეუდგება ელჩის მოვალეობის შესრულებას.

როგორც დავით ზალკანიანმა განაცხადა, არჩილ გეგეშიძე გამოცდილი დიპლომატია, მას კარგად იცნობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ის ერთ-ერთი წარმატებული ელჩი იქნება.