პარლამენტი მიმდინარე კვირას ელჩობის ხუთ კანდიდატს დაამტკიცებს. პრეზიდენტის მიერ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტებზე წარდგენილ პირებს თანხმობას დეპუტატები უახლოეს სესიაზე გამოუცხადებენ.
ელჩებად წარდგენილნი არიან: ყაზახეთის რესპუბლიკაში - ზურაბ პატარიძე, თურქეთში - ირაკლი კოპლატაძე, აზერბაიჯანში - თეიმურაზ შარაშენიძე, ლიტვის რესპუბლიკაში - ხათუნა სალუქვაძე.
მათთან ერთად ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად წარდგენილია კონსტანტინე კორკელიას კანდიდატურა.