თომას ჰამარბერგი - საჭიროა მოსახლეობასთან მუშაობა იმის ასახსნელად, თუ რა სხვაობაა საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს შორის

თომას ჰამარბერგი - საჭიროა მოსახლეობასთან მუშაობა იმის ასახსნელად, თუ რა სხვაობაა საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს შორის

საჭიროა მოსახლეობასთან მუშაობა იმის ასახსნელად, თუ რა სხვაობაა საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს შორის, -ასეთ დასკვნას აკეთებს საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი თომას ჰამერბერგი იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რეგიონებში, ადგილობრივი მმართველობების დონეზე წარიმართა.

როგორც ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მისი აზრით, ადგილებზე ბევრი ვერ ხვდება, რომ ხელმძღვანელობა ეროვნულ, საპარლამენტო დონეზე არის სხვა, ადგილზე - სხვა და ისინი ერთდროულად არ იცვლებიან.

"ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს, რათა მოსახლეობას აუხსნას, თუ რა სხვაობაა ამ ორ პროცესს შორის", - აცხადებს თომას ჰამერბერგი.