შსს-მ 30-მდე ავტომანქანის

შსს-მ 30-მდე ავტომანქანის "ვინ-კოდების" გაყალბებაში ბრალდებული დააკავა

ქართველმა სამართალდამცველებმა გერმანიაში 30-მდე ავტომანქანის "ვინ-კოდების" გაყალბებაში ბრალდებული დააკავა. შსს- ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სამტრედიის რაიონული სამმართველოსა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თაღლითობისთვის ძებნილი, 1970 წელს დაბადებული მაქსიმე ს. ჩოხატაურის რაიონის სოფელ შუაფარცხმაში დააკავეს.

მაქსიმე ს. 2011 წლიდან სამტრედიის რაიონული პოლიციის მიერ 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით ჩადენილი დანაშაულისთვის იძებნებოდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მან გერმანიაში 30-მდე ავტომანქანის "ვინ-კოდები" გააყალბა და თანამზრახველების დახმარებით საქართველოში ჩამოიყვანა.

ქუთაისის რაიონულმა სასამართლომ მას იმავე წელს დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ დროისთვის დაკავებული ქუთაისის მე-2 საპყრობილეშია გადაყვანილი.