შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისთვის ერთი პირი დააკავა

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისთვის ერთი პირი დააკავა

გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-9 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული ზვიად ნ. იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს.

დაკავებულის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა „ტტ"-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, „პარაბელუმ"-ის ტიპის პისტოლეტი და 15 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.