შსს-მ თაღლითობისთვის ძებნილი დააკავა

შსს-მ თაღლითობისთვის ძებნილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სამტრედიის რაიონული სამმართველოსა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,  ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თაღლითობისთვის ძებნილი, 1970 წელს დაბადებული მაქსიმე ს. ჩოხატაურის რაიონის სოფელ შუაფარცხმაში დააკავეს. მაქსიმე ს. 2011 წლიდან სამტრედიის რაიონული პოლიციის მიერ 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით ჩადენილი დანაშაულისთვის იძებნებოდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მან გერმანიაში 30-მდე ავტომანქანის „ვინ-კოდები" გააყალბა და თანამზრახველების დახმარებით საქართველოში ჩამოიყვანა.

ქუთაისის რაიონულმა სასამართლომ მას იმავე წელს დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  ამ დროისთვის დაკავებული ქუთაისის მე-2 საპყრობილეშია გადაყვანილი.