რუსეთის საგარეო უწყებამ

რუსეთის საგარეო უწყებამ "მაგნიტსკის სიის" საპასუხო "გუანტანამოს სია" გამოაქვეყნა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აშშ-ის მიერ გამოქვეყნებული ე.წ. "მაგნიტსკის სიის" საპასუხო რუსული – "გუანტანამოს სია" გამოაქვეყნა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის მიერ შედგენილი სია, ამერიკული სიის მსგავსად, 18 ადამიანისგან შედგება.

სიაში მოხვდნენ აშშ-ის ის მოქალაქეები, ვისაც ბრალი მიუძღვით "გუანტანამოს" ციხეში ადამიანთა წამებესა და საზღვარგარეთ მყოფი რუსეთის მოქალაქეების უფლებათა დარღვევაში. თვრამეტივე მათგანს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა.

"სამწუხაროდ, აშშ-ის მხარემ იხელმძღვანელა რა აბსურდული "მაგნიტსკის სახელობის კანონით", წარმოადგინა რუსეთის მოქალაქეების ნუსხა, რომელთაც დაუწესდათ სავიზო და ფინანსური სანქციები. აშშ-ის რუსოფობი კონგრესმენების ზეწოლით გადადგმული ამ ნაბიჯით მძიმე დარტყმა მიადგა ორი ქვეყნის ურთიერთობას", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებაში.