გოგიტა გაბაიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დაცვის თანამშრომლებს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

გოგიტა გაბაიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დაცვის თანამშრომლებს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

ადვოკატი გოგიტა გაბაიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დაცვის თანამშრომლებს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. როგორც გაბაიძე ამტკიცებს, ის საგამოძიებო უწყებაში საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის, დედაქალაქის მერ გიგი უგულავას საქმეზე მივიდა, თუმცა "ფეხსაცმელების გახდა მოსთხოვეს".

"მომთხოვეს დამეტოვებინა მობილური ტელეფონი – დავტოვე, შემდეგ მომთხოვეს მომეხსნა საათი, ბეჭედი, ამის მერე კი - ფეხსაცმელების გახდაც ითხოვეს. მე ვუთხარი, რომ თუ გინდათ სულ გავიხდი და შიშველი გავივლი-თქო, მაგრამ მაინტერესებს, საიდან მოვიდა ეს კრიმინალთა ჯგუფი? თავი ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი, რას ნიშნავს ეს პროცედურები, როცა არსებობს დეტექტორი?", - აცხადებს გაბაიძე.

მისივე განმარტებით, ის აღნიშნული ფაქტის გამოძიების მოთხოვნით ხვალ ფინანსთა სამინისტროს და პროკურატურას მიმართავს.

"შეურაცხყოფის ბრალდება აქვს ჩემს დაცვის ქვეშ მყოფების უმეტესობას, იგივე გიგი კალანდაძეს. სხვას კი არაფერს ედავებიან?", - აღნიშნა ადვოკატმა და იქვე დასძინა, რომ ყველა იმ პირის დასჯას მოითხოვს, რომლებმაც მას შეურაცხყოფა მიაყენეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.