სამართალდამცავებმა ე.წ. ქურდული სამყაროს ოთხი წევრი დააკავეს

სამართალდამცავებმა ე.წ. ქურდული სამყაროს ოთხი წევრი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ე.წ. ქურდული სამყაროს ოთხი წევრი დააკავეს.

ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული არიან წარსულში მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირები: 1973 წელს დაბადებული მიხეილ ხ, 1984 წელს დაბადებული გიორგი კ, 1988 წელს დაბადებული გიორგი გ, და 1988 წელს დაბადებული გიორგი თ.

"ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ოთხივე ბრალდებული აღიარებს "ქურდული სამყაროს" წევრობას. ისინი მოქალაქეებისგან ე.წ. ქურდულ გარჩევებზე, დაშინებისა და მუქარის გზით, გარკვეულ თანხებს ითხოვდნენ. სამართალდამცელებმა ბრალდებულები თბილისში ჩატარებული სპეციალური ოეპრატიული ღონისძიების შედეგად დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა) მიმდინარეობს, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.