შეზღუდული სუვერენიტეტიდან რეალურ დამოუკიდებლობამდე

შეზღუდული სუვერენიტეტიდან რეალურ დამოუკიდებლობამდე

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ აღიარა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ვფიქრობთ, იგი ყველაფერს აკეთებს რათა მთლიანად აკონტროლოს იქ მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები. ცხინვალის რეგიონი ექსპერტებისთვის, ჟურნალისტებისთვის, ანალიტიკოსებისთვის და ზოგადად აღნიშნული თემით დაინტერესებული ადამიანებისთვის კვლავ რჩება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო უწყებების ჩინოვნიკებისთვის ფულის გათეთრების და ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მითვისების წყაროდ.

ამის შესახებ თავად რუსულ მედიაშიც არაერთხელ დაიწერა და ამ თემაზე შეკითხვები რუს მაღალჩინოსნებსაც დაუსვამთ. მაგალითისთვის, 2008-2010 წლებში ცხინვალის რეგიონის აღდგენითი სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხის საერთო რაოდენობამ 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ე.წ. სამხრეთ-ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია დაახლოებით 280 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც მიმდინარე წელს აფხაზეთისთვის ანალოგიური პროგრამით გამოყოფილ თანხებს ორჯერ აჭარბებს. მაშინ როდესაც აფხაზეთი ტერიტორიულად და მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისით ცხინვალის რეგიობს ბევრად აღემატება. უხეში გათვლებით 2008 წლიდან დღემდე დღევანდელი ცხინვალის ერთ სულ მოსახლეს რუსეთის ფედერაციიდან გამოყოფილი თანხების რაოდენობის გათვალისწინებით 20-30 ათას დოლარამდე უნდა მიეღო. თუმცა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების საფუძველზე დგინდება რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ე.წ. სამხრეთ-ოსეთში დარჩენილი მოსახლეობის სოციალ-ეკნომიკური მდგომარეობა არ შეცვლილა და უფრო მეტიც უმეტეს სფეროებში კიდევ უფრო გაუარესდა.

ფიქრობთ არსებული ვითარების ეს ზედაპირული ანალიზიც კი ცხადყოფს რომ ადგილი აქვს თანხების არამიზანმიმართულ ხარჯვას, რაც ადგილობრივი ოსი და რუსი მაღალჩინოსნებისთვის მათთვის სასიკეთოდ კონტროლირებადი ქაოსია.რაც შეეხება აფხაზეთს. როგორც ზემოთ ვახსენეთ ცხინვალისთვის გამოყოფილი თანხების რაოდენობამ მიმდინარე წელს აფხაზეთისთვის ანალოგიური პროგრამით გამოყოფილ თანხებს ორჯერ აჭარბებს. აფხაზეთში ბოლო პერიოდის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზისას რჩება შთაბეჭდილება რომ რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყოფილი თანხები ამ რეგიონის განვითარების პროგრამის ფარგლებში წარმოადგენს მხოლოდ თვალის ახვევას ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

რუსეთი ცდილობს აფხაზეთი ჰყავდეს ფინანსურ ინექციაზე დამოკიდებული და მოსიყიდოს ელიტები რაც თავისთავად შემაფერხებელია ეკონომიკისთვის.

სავარაუდოდ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მეორდება ჩრდილოკავკასიური სცენარი, რუდესაც რუსეთი კვებავს მხოლოდ გფავლენიან ელიტებს, რომელთა ჯიბეებშიც ნაწილდება გამოყოფილი თანხები, ხოლო მოსახლეობისთვის რეალურად არაფერი კეთდება.რჩება შთაბეჭდილება რომ რუსეთი არასოდეს დაუშვებს იმას რომ აფხაზეთი განვითარდეს, რადგან ეკონომიკური განვითარება იქნება რუსეთისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების წინაპირობა და კრემლისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტორი. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული რომ აფხაზეთის კურორტები შეგნებულად არ ვითარდება მაღალ დონეზე და რჩება რუსეთის საშუალო შემოსავლების მქონე მოსახლეობის დასასვენებელ ზონად, რომლებსაც არ აქვთ საშუალება დაისვენონ უცხოეთში და ასევე სოჭის ზონაში, რომლის გადაქცევას რუსეთის ხელისუფლება მსოფლიო დონის ზღვისპირა კურორტად ცდილობს. ასეთ ვითარებაში ლოგიკურად ჩნდება კითხვა რამდენად შედის რუსეთის ინტერესებში სხვა ქვეყნის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებების მოპოვება? რადგან ასეთ შემთხვევაში დიდია ალბათობა იმისა რომ შემცირდება რუსეთზე მათი დამოკიდებულების ხარისხი და ეს შესაძლებელია გახდეს რუსეთში სეპარატისტული ტენდენციების გაღვივების ხელშემწყობი ფაქტორი.

ამდენად არ უნდა გამოვრიცხოთ რომ რუსეთს აწყობდეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სეპარატიზმის წარუმატებელი მაგალითები. ამის პარალელურად, რუსეთი აგრძელებს მუშაობას რათა ნომინალური/ფორმალური ხასიათი მიეცეს ადგილზე არსებულ მარიონეტული რეჟიმების სტრუქტურებს, ხოლო თავად რუსეთის მართვის და კონტროლის ბერკეტები კი მაქსიმალურად გაზარდოს. ამის მაგალითებია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროების შესუსტება, რუსი სამხრედროების წამყვან თანამდებობზე დანიშვნა. რეალურად კი სეპარატისტული ანკლავების მხრიდან თავდაცვის უწყებები აღლუმზე საჩვენებელი ფორმალური სტრუქტურების სახეს იძენს.

განმარტება:

„ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს მრავალ თემაზე, ხოლო წინამდებარე მასალა წარმოადგენს მცდელობას, მოვახდინოთ აღნიშნული თემების პოპულარიზაცია, რათა მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება და ხელი შევუწყოთ ფართო მასებში დისკუსის წახალისებას თემებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია და უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამდენად, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მხარდაჭერით მომზადებული ეს ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტები არ წარმოადგენენ ინსტიტუტის საბოლოო პროდუქტს. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს.“