„კაცმა არ იცის, ვის, როდის და როგორ უმტყუნებს ნებისყოფა“ - ოპოზიცია არჩევნებამდე სიტუაციის დაძაბვას ცდილობს

„კაცმა არ იცის, ვის, როდის და როგორ უმტყუნებს ნებისყოფა“ - ოპოზიცია არჩევნებამდე სიტუაციის დაძაბვას ცდილობს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, ქვეყანაში პოლიტიკური ვნებათაღელვა იზრდება, რასაც წინასაარჩევნო პროვოკაციები და დაპირისპირებები ახლავს თან. ამის ნათელი მაგალითი კი ბოლო პერიოდში, მმართველი გუნდის  კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მელიქიშვილის გამზირზე მომხდარი ინციდენტებია, სადაც ხელისუფლების მხარდამჭერებსა და ოპოზიციის მომხრეებს შორის არა ერთი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, ეს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი სცენარის ნაწილია, რომლის მიზანიც წინასაარჩევნოდ სიტუაციის გამწვავება და ხელისუფლების პროვოკაციაზე წამოგებაა.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ ქართულ საზოგადოებას არ უნდა ახასიათებდეს პიროვნული დაპირისპირების ის დონე, რაც „ოლეთა სექტას“ სჩვევია. მისი თქმით, პროცესში ახალგაზრდა გოგონების მონაწილეობა, რომლებიც ბილწსიტყვაობენ, „განსაკუთრებული სტრატეგიული ამოცანა და სცენარის ნაწილია“. ვოლსკი ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი კარგად არის დაგეგმილი, რომლის მიზანიც ხელისუფლების მხარდამჭერების წყობიდან გამოყვანაა.

„ვინმე თუ მოძალადეა, ხართ თქვენ, თქვენი გუნდი, „ოლეთა“ ჯგუფი და სექტა, ტერორისტული აქციების მომწყობი - ფიზიკური იქნება ეს, თუ მორალურ-ფსიქოლოგიური, დიდი განსხვავება არ აქვს“, - აცხადებს ვოლსკი და აღნიშნავს, რომ ეს არის ფსიქოლოგიური ტერორიზმი. ის საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, სამართლიანი შეფასება მისცეს ამ მოვლენებს.

მმართველი გუნდის ხედვას იზიარებს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილიც. მისი განცხადებით, როდესაც ოპოზიცია პოლიტიკურად გაკოტრებულია, მათი ერთადერთი საშუალება ზედაპირზე ტივტივისთვის პროვოკაციის მოწყობაა. მისი თქმით, პოლიციის კორდონისა და ჯებირების მტვრევა, ასევე ადამიანებისთვის სახლებში შევარდნა და გინება აუცილებლად გამოიწვევს უკუკავშირს, რადგან ხელისუფლების მხარდამჭერებსაც ამოეწურებათ მოთმინების ფიალა.

თბილისის მერი, კახა კალაძე კი პირდაპირ აცხადებს, რომ ეს ძალადობრივი დაჯგუფებები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დაფინანსებით, „გარედან იკვებებიან“. მისი თქმით, ოპოზიციის რეიტინგი ნულია და ისინი ამ ხრიკებით ცდილობენ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაპირისპირებაში ჩაითრიონ: „ხალხი ხედავს, რას წარმოადგენენ. გუშინდელი მაგალითიც ამას მოწმობს, რომ არიან მოძალადეები“, - განაცხადა კალაძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი 4 ოქტომბერს მათ განაჩენს გამოუტანს.

ოპოზიციის ლიდერები, თავის მხრივ, მომხდარ ინციდენტში მმართველ გუნდს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ეს არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი და ორგანიზებული პროვოკაცია. ციხეში მყოფი, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს:     

„ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მიზანიც საზოგადოების დაშინებაა. „ქართული ოცნება“ ცდილობს, სიტუაცია ისე წარმოაჩინოს, თითქოს ოპოზიცია ძალადობრივ ქმედებებს მიმართავს, სინამდვილეში, თავად არიან მოძალადეები“, - წერს ის.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე კი მომხდარს „სრულიად მიუღებელ ფაქტად“ აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს არის ხელისუფლების უძლურებისა და პანიკის გამოხატულება. მისი თქმით, მმართველი გუნდი ხედავს, რომ მარცხდება და ამიტომ მიმართავს ამგვარ პროვოკაციებს.

ხელისუფლებაში მყოფი პარტია და ოპოზიცია ერთმანეთს ადანაშაულებენ პროვოკაციების მოწყობაში და წინასაარჩევნო გარემოს დაძაბვაში. მმართველი გუნდის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ 4 ოქტომბრამდე, ოპოზიცია კიდევ უფრო მეტად შეეცდება სიტუაციის გამწვავებას, რათა ხელი შეუშალოს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას. ამ ეტაპზე, ძნელია პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ერთი რამ ცხადია, წინასაარჩევნო პერიოდი კვლავ დაძაბულად გაგრძელდება.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი, თამარ ჩიბურდანიძე For.ge-სთან ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ, ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვას და  დაპირისპირების ფონზე წარმართვას.

„ოპოზიცია კარგად დაგეგმილი სცენარით მოქმედებს. ახლა მათი მიზანია, რომ 4 ოქტომბრამდე, სიტუაცია რაც შეიძლება დაძაბული და ტოქსიკური იყოს. მათ ამით ორი რამის მიღება სურთ: პირველ რიგში, დასავლეთის თვალში წარმოჩინდეს სიტუაცია ისე, თითქოს ხელისუფლება ოპოზიციაზე და მათ მხარდამჭერებზე ძალადობს, რომ წინასაარჩევნო გარემო არ არის მშვიდი და ქვეყანაში დაპირისპირებაა. ასევე, ისინი თავიანთ პატრონებს დასავლეთში აჩვენებენ, რომ მოქმედებენ, არ სხედან უქმად და იმ დაფინანსებას იმსახურებენ, რასაც იღებენ.

მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით, ოპოზიციურ ამომრჩეველსა და მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ცოცხლები არიან. ამ პატარ-პატარა პროვოკაციებით ცდილობენ, პოლიტიკურად აქტიურები დარჩნენ, რადგან მათი მდგომარეობა უმძიმესია, შიდა დაპირისპირების ფონზე, საკუთარ მხარდამჭერებსაც კი აღარ სჯერათ მათი. თუმცა, ეს მართლაც ძალიან სახიფათო მდგომარეობაა. კაცმა არ იცის, ვის, როდის და როგორ უმტყუნებს ნებისყოფა. ამიტომ, ჩნდება კითხვა, როდემდე შეუძლია ხელისუფლებას მათი მოთმენა“, - ამბობს ანალიტიკოსი.

მისი თქმით, ოპოზიციას სპეციალურად გამოჰყავს წყობიდან კახა კალაძის შტაბის თანამშრომლები და სწორედ ამის გამო, ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან.

„შეუძლებელია, ამდენი რამის მოთმენა და მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ვეღარ უძლებენ ამ შეურაცხყოფას. რა თქმა უნდა, არავის მოეწონება ძალადობა, მაგრამ ესენიც ადამიანები არიან, რომლებიც ამდენ შეურაცხყოფას ვეღარ უძლებენ. სწორედ ამაზეა მათი გათვლა. რა თქმა უნდა, ასეთი პროვოკაციები გაგრძელდება. შესაძლოა, ამან კიდევ უფრო მძიმე სახე მიიღოს და ძალიან არ მინდა, რომ სიტუაცია გართულდეს. მე იმედი მაქვს და ძალიან კარგად ვიცი ხელისუფლების გონიერება, რომ მაქსიმალურად  სიტუაციის გაკონტროლებას შეძლებენ. სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიცია ღრმა დეპრესიასა და კრიზისშია, ისევე, როგორც მათი მეპატრონე ევროპელები. ვხედავთ, რაც ხდება საფრანგეთში - ხელისუფლება და მთავრობა გადადგა. ასევე, გერმანიის პრემიერმა შოლცმა განაცხადა, რომ სასწრაფოდ, ამერიკის გარდა, სხვა პარტნიორი უნდა მოძებნონ, რადგან ის ვეღარ იქნება ისეთივე სანდო დასაყრდენი, როგორც ადრე იყო. ამიტომ, ამ კრიზისში, ჩვენი ოპოზიცია ცდილობს, რაღაც არეულობა და ქაოსი შექმნას ქვეყანაში, რაც რეალურად არ გამოუვათ“, - ამბობს ჩიბურდანიძე. 

 

Gami ბადრა ჯაფარიძეზე -- უძლურება და პანიკა ამ სირს ჰქონდა აღბეჭდილი სახეზე და თვალებში ციხიდან გამოსვლისას, ყოველი სიტყვის წარმოთქმაზე სახე ტიკებით ემანჭებოდა. ქვეშაფსია.
2 საათის უკან
დოი ნერვები ვის როდის უმტყუნებს არავინ იცის.მე,რიგითმა გამვლელმა,რომელსაც შემეზღუდა ტრანსპორტით გადაადგილება და იძულებით მომიწია ფეხით გავლა ამ ფაშისტების მართული აქციის ახლოს,თავი ძლივს შევიკავე რომ არ მივეჭერი - რასაც უყურებდი და ვისმენდი ამ ვიგინდარებისგან,ძნელი მოსათმენია,მითუმეტის კაცისთვის.ისევ ქვეყნისთვის,თავი უნდა შევიკავოთ და არავინ აყვეს ამ შემოგდებილილ პროვოკაციას მაგრამ,როდემდე?!
2 საათის უკან