„ტერმინ „ოპოზიციის“ გამოყენებაც კი არაკორექტულია, რადგან საქმე გვაქვს აკერმანის პოლიტიკურ ნაშიერებთან“

„ტერმინ „ოპოზიციის“ გამოყენებაც კი არაკორექტულია, რადგან საქმე გვაქვს აკერმანის პოლიტიკურ ნაშიერებთან“

მოვლენების ეპიცენტრი ამჯერად კახა კალაძის საარჩევნო შტაბია. დატრენინგებულმა აქტივისტებმა მელიქიშვილის გამზირზე, სადაცქართული ოცნებისთბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბია, რკინის ჯებირები დააშალეს და პარალელურად სკანდირებენ: „რუსებო, რუსებო!“ ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა შტაბის შიგნიდანქართული ოცნებისმხარდამჭერები შეამჩნიეს და მოუწოდებდნენ გარეთ გამოსვლისკენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

შეგახსენებთ, მელიქიშვილის გამზირზე, 8 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ფიზიკური დაპირისპირებისას, აქციის ათზე მეტმა მონაწილემ მიიღო, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები. გამოძიება 126- მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გარდა აღნიშნულისა, „ქართული ოცნებისწარმომადგენლების განცხადების საფუძველზე, გამოძიება დამატებით, კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.

ვითარება რთულია. რადიკალები მიზანმიმართულად შედიან დაპირისპირებაში, რადგან მათი მიზანიც პროცესების რადიკალიზაციაა. 8 სექტემბერს, რადიკალებმა შეძლეს და პროვოკაციაზე წამოიკიდესქართული ოცნებისმხარდამჭერები, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო შტაბზენაცი“ „ტიტუშკებისთავდასხმები არჩევნებში გარე ჩარევის აშკარა მაგალითია, ხოლომოძალადე მედიაახალი ფენომენია: „მათ შორის, ბრიუსელის მიერ დაფინანსებულინეტგაზეთი“, რომელიც არა მარტო ძალადობის პროპაგანდას უზრუნველყოფს, არამედ თავადვე აორგანიზებს ძალადობრივ თავდასხმასქართული ოცნებისსაარჩევნო შტაბზე. მიკერძოებული, პარტიული, ყვითელი, ყველანაირი მედია გვინახავს, მაგრამმოძალადე მედიაის ახალი ფენომენია, რომელიც რუანდისათასი ბორცვის რადიოსმაგალითზე, უცხოელი დონორების შექმნილი პროდუქტია“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

მმართველ გუნდში ადასტურებენ, რომ ხელოვნური დაძაბულობისა და აჟიოტაჟის შექმნა სურთ ოპოზიციის აქტივისტებს, გარედან დაფინანსებულტიტუშკებსდააკაცუკებს“. ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია და ამ ფაქტის საწინააღმდეგოდ, შესაძლებელია ძალების გაერთიანება: „მათ შორის, გამოვიდნენ ევროპული ქვეყნის ელჩები და თქვან, რომ არ მიესალმებიან, რომელი მხარეც გინდა, ის გააკრიტიკონ, მაგრამ სამართლიანები უნდა იყვნენ. სამართლიანობას თუ მივყვებით, ვფიქრობ, ეს შემოტევა დაგეგმილი, იდეა უცვლელია და ბევრი ახალგაზრდა, რომელიც ამაში მონაწილეობს, შეცდომაშია შეყვანილი. არის ჯგუფი, რომელიც ამას გეგმავს, ახორციელებს და იმ მიზნის მიღწევა სურს, რაც არაერთხელ გვითქვამს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

უფლებადამცველის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, როდესაც რადიკალური ოპოზიციის სასოწარკვეთილ, აგონიურ კონვულსიებს ვადევნებთ თვალს, ანაზდად გვახსენდება საჭადრაკო ტერმინი - „ცუგ-ცვანგი“, რაც იძულებითსა და იმავდროულად, წამგებიანი სვლის უალტერნატიობას გულისხმობს. მისი თქმით, საერთოდ, ამ კონტექსტში, ტერმინოპოზიციისგამოყენებაც კი არაკორექტულია, რადგან საქმე გვაქვს აკერმანის პოლიტიკურ ნაშიერებთან.

გნებავთ, მეტი ალეგორიულობისთვის, ჰიენებთან, რომელთა მთავარ საზრუნავსდაკარგული სამოთხისდაბრუნება და მასში კეთილმოწყობა წარმოადგენს! მით უფრო მოკლე და ცბიერია მათი საქმე, რამდენადაც თავადაც აცნობიერებენ, რომ საქართველოს 17 მაისის საზოგადოებასთან მორალურად დამარცხდნენ, როგორ გეი-ოპოზიცია, ვინც სული მიჰყიდეს მამონას და ხელი მოაწერეს გეი-მემორანდუმს ერთადერთი მიზნით, მიეღოთ მანდატი დასავლეთისგან და დაბრუნებულიყვნენ ხელისუფლებაში!

რაც მელიქიშვილზე ვიხილეთ, ვითარების ესკალაციისკენ გადადგმული მორიგი შაბაშია! გავიხსენოთნაცლიდერთაცნობილი სატელეფონო ჩანაწერები საკრალური მსხვერპლის აუცილებლობაზე, მიზნის მისაღწევად და რევოლუციის მოსახდენად. ეს მათი ხელწერაა! რაც შეეხება კითხვას, უნდა გაეხსნა თუ არა კალაძეს შტაბი მოვლენათა ეპიცენტრში, პასუხი მარტივია: შიში ვერ იხსნის სიკვდილსაო, წინასაარჩევნო ბატალიების ცენტრალური შტაბი პერიფერიაში მარტო იმიტომ რომ გაეტანათ, , მანდ, „აკაცუკებისთავდასხმის პრევენციას მოვახდინოთო, არ იქნებოდა ჰეროიკული საკუთარი ამომრჩევლის თვალში, ჰოდა, აგერ, ფასიც სახეზეა და ეს მხოლოდ დასაწყისია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ანალიტიკოსის, ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, რადიკალურინაცოპოზიციაადგილობრივი არჩევნების ჩაშლისთვის ემზადება და ეს უკვე გაცხადდა მკაფიოდ. მისი თქმით, რაც უკვე ვიხილეთ და მომდევნო დღეებშიც ვიხილავთ, უკვე სიტყვიდან საქმეზე გადასვლას, მათი რადიკალიტიტუშკებისთავდასხმებითქართული ოცნებისსაარჩევნო შტაბებზე.

კახი კალაძის საარჩევნო შტაბზე თავდასხმები უკვე გახდა მათი ერთგვარი სპორტი. გარდა იმისა, რომ ამით სურთ მომხრეებში მუხტი აწიონ, უნდათ, რომ არჩევნებზე დამკვირვებლებს, განსაკუთრებით უცხოელებს, შეუქმნან აღქმა, რომ წინასაარჩევნო გარემო არის ძალადობრივი და .. მოკლედ, ვუყურებთ არაერთხელ ნანახ კინოს. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, ასეთ ვითარებაში მოსთხოვო ხელისუფლების მომხრეებს თავშეკავება და თმენა. უნდა ითქვას, რომ დეკემბრიდან მოყოლებული, ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი შესაშური თმენის უნარს ავლენს რუსთაველზე, თუ სხვაგან მოთარეშე რადიკალი ჯოგების მიმართ.

მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ისინი ამაზე ბრაზდებიან, რომ ხალხი ვერააგდესიმაზე, რასაც რეალურად იმსახურებენ. თუმცა, მოგეხსენებათ, მოთმინების ფიალა უძირო არ არის. ამდენი ხანი თბილისელებს ცხოვრების ნორმალური რიტმი აქვთ დარღვეული, ამ ერთი მუჭა ჯოგის მიერ. თანაც, ამაკაცუკებს“, ეტყობა, არ ესმით, რომ ეს საქართველოა, ეს თბილისია და თბილისში კი ასე არ იქცევიან! ჩემი მოკრძალებული აზრით, კრიტიკულად აუცილებელია, რომ არჩევნებამდე შევინარჩუნოთ სიმშვიდე, რამდენადაც გამოგვივა. არჩევნების შემდეგ კი ყველა დამნაშავე რადიკალს და მათ სპონსორებს უმკაცრესად უნდა მოეკითხოთ“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

Gami პაატა ზაქარეიშვილი: " ოცნებამ ქუთაისში მერის კანდიდატად უსახო ტიპი წამოაყენაო; ამიტომ მე დიდი შანსი მაქვსო!" რომელი ჯობია "უსახო" თუ ბლუ?
4 საათის უკან