ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბაჩო ახალაია დაიგეშა

ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბაჩო ახალაია დაიგეშა

ბიზნესმენს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის მცდელობამ შოკირებული ხელისუფლება არაადეკვატურ და, შეიძლება ითქვას, კრიმინიალურ რელსებზე გადააწყო. ის, რაც აქამდე დაფარულად ხდებოდა, ახლა იმდენად თვალშისაცემია, რომ უკვე უტყუარი მტკიცებულებებით შეიძლება საუბარი ხელისუფლების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხზე. თუ გირგვლიანის მკვლელობის საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუჭირდა თავის დამცავი მექანიზმის ამოქმედება, თუ ბადრი პატარკაციშვილის და ზურაბ ჟვანიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალება, ასევე საეჭვო ვითარებაში ჩაიფარცხა, ამჯერად, საკითხი სხვაგვარად დგას.

ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აგორებული ტალღა ცხადყოფს რომ ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ გზით ხელისუფლებაში მოკალათებული მმართველი ძალა ხავსს ეჭიდება და ცაიტნოტში მყოფი იმ ნიღაბსაც არ გაუფრთხილდება თავად „მსოფლიოში საუკეთესო დემოკრტია“ რომ დაარქვა.

ვინ უნდა აწარმოოს ივანიშვილთან ღია და ფარული ბროლა, ვის დაეყრდნობა ამ ბრძოლაში სააკაშვილი, ვინ არის რეალური რეჟისორი იმ ყველაფრისა, რაც ხდება, ან ვინაა შემსრულებლი და მთავარი კითხვა - რატომ არ მოქმედებს ხელისუფლება კულუარებიდან, ისე როგორც სჩვევია, - პასუხი მარტივია - ხერლისუფლება დაბნეულია.

არჩევნები კარსაა მომდგარი, თუნდაც ერთწლიანი პერიოდი არ ნიშნავს, რომ ეს დრო ნაციონალების წისქვილზე დაასხამს წყალს. ერთი წელი იგივე წარმატებებით შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა ოპონენტმა, მითუმეტეს, ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც არჩევნებისთვის მთავარი რესურსი - ფული და სახელი სააკაშვილივით საპროცესო გარიგებებზე, ჯარიმებზე და კოლოსალურად გაზრდილ გადასახადებზე არა აქვს გათვლილი. ერთადერთი კოზირი, რაც სააკაშვილს იმავე დღეს ჰქონდა, როგორც კი ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლაზე განაცხადი გააკეთა, არის მოქალაქეობის თემა.

ბიზნესმენი ერთ დღეში არ მიიღებდა პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებას. იგი კონსულტაციებს იურისტებთანაც გაივლიდა. წესით, ივანიშვილს უნდა სცოდნოდა, რომ პოლიტიკაში მოსვლამდე მოქალაქეობის საკითხი უნდა გადაეჭრა. ამ შემთხვევაში, მას მეტი შანსი რჩებოდა პირდაპირ გადართულიყო წინასაარჩევნო რეჟიმში. მოქალაქეობის საკითხის მოუწესრიგებლობით ივანიშვილმა ხელისუფლებას კარი ღიად დაუტოვა, რაც სათანადოდ იქნა გამოყენებული, მაგრამ ბოლოს ვნახავთ ვისი - სააკაშვილის თუ ივანიშვილის მიერ.

თუმცა, დღეს რეალობა ისაა, რომ მოქალაქეობის თემა რომ არ ყოფილიყო დღის წესრიგში, ნაციონალები ივანიშვილს კარს შეუმტვრევდნენ და „ფულის გათეთრების“ აბსურდული ბრალდებისგან განსხვავებით, პირდაპირ, უაპელაციოდ, პოლიტიკური ნიშნით დევნით დაკვალიფიცირდებოდა. ახლა ივანიშვილის ორ ფრონტზე უწევს ბრძლა – მოქალაქეობის საკითხის გადაჭრა და როგორც იურისტები აცხადებენ, ყაჩაღური თავდასხმებისგან თავის დაცვა. და, თუ ტაქტიკა და სტრატეგია ახლა უნდა განისაზღვროს, მაშინ, გამოდის, რომ ეს ყველაფერი თავდაცვის ფორმატში გადადის. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ვერ ახდება. სწორედ ეს მომენტი გამოიყენეს კარგად ნაციონალებმა და ამიტომაა, რომ ექსპერტები სიტუაციის უფრო გამწვავებას ვარაუდობენ.

ხელისუფლება იმდენად ჩქარობს, რომ სავარაუდოდ, პიკი ძალიან მალე იქნება. სხვა შემთხვევაში, სააკაშვილი ეტაპობრივად და, რაც მთავარია, კურუარულად გაშლიდა ფრონტს. ბოლოს და ბოლოს, თავად კოდუა თუ არა სხვა „კოდუა“ შეასრულებდა მისიას და არც მარინა გაბუნიას (ყოფილი მოსამართლე, რომელიც მიუგზავნეს გელბახიანს) ნაკლებობას განიცდიან.

ბიძინა ივანიშვილის გაკეთებული პირველი განცხადების შემდეგ, სადაც იგი „ჩემო ვანოს“-აც მიმართავდა, პრესა წერდა იმ შეხვედრის შესახებ, რომელიც სააკაშვილის კაბინეტში შედგა და სადაც დაისახა „სამომავლო გეგემა“. იმ დღეს გადაწყდა – ვინც ჩვენთან არ არის უნდა მოკვდეს და ეს ეხებოდა არა მხოლოდ ივანიშვილს.

ვანო მერაბიშვილი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა და იმის ნიშნად, რომ ისევ მიშასთანაა რუსთავში ჩავიდა. ტელევიზიებთან „კეკლუცი“ არ ნიშნავს იმას, რომ მას ბოლომდე ენდობიან. ამიტომ მერაბიშვილი იძულებულია მკვეთრი ნაბიჯები გადადგას. კოდუა ახალაიამ ჩაანაცვლა. ყველაზე საინტერესო დეტალი: ამ ბრძოლაში ჩაერთო არა დათა ახალაია, რომლის სამსახურსაც პირდაპირ ევალება შიდა უსაფრთხოება, არამედ მისი ძმა, თავდაცვის მინისრტი ბაჩო ახალაია.

დათა ახალაიას საქმიდან ჩამოცილება, როგორც ამბობენ ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება და ამდენად, მას არ ენდობიან. სხვა ძალა, ვისზედაც იმედს დაამყარებდა ვანო მერაბიშვილი მას არ ყავს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თავად ნაციონალურ „პირად შემადგენლობაში“ რამდენიმე დაჯგუფება არსებობს. ვანო მერაბიშვილი ზურაბ ადეიშვილის კადრებს ვერ დაეყრდნობა და თქმა იმისა, რომ ხელისუფლება მონოლითურია მსგავს ვითარებებში მარტივად რომ ვთქვათ, ღიმილის მომგვრელია.

სქემა ასეთია – ვანო იჭერს, ზურას სხვა გზა არა აქვს, ზურა იჭერს, ვანოს არა აქვს სხვა გზა. მაგრამ ყველამ კარგად იცის ერთი აქსიომა - უკანდახეული ერთი ნაბიჯიც კი ნაციონალების გარდაუვალ პოლიტიკურ სიკვდილს ნიშნავს. ბაჩო ახალაია პოლიტიკოსი არაა, იგი დავალებების კარგი შემსრულებელია, სწორედ ისეთი ვისაც შეიძლება დაეყრდნო.

ბრძოლა რომ იქნებოდა და იქნებოდა გადამწყვეტი, ეს ივანიშვილმა კარგად იცის, მაგრამ ჯერჯერობით, მკვეთრი ნაბიჯები არჩანს. ივანიშვილს ხელისუფლება პოლიტიკურად გაკოტრებული კი დახვდა, მაგრამ მიშას „დამრტყმელი ძალის“ უქონლობას ნამდვილად ვერ დავწამებთ. სააკაშვილი უკვე კარგა ხანია სპეცრაზმის ენაზე ელაპარაკება გარემოვაჭრეებსაც კი და ივანიშვილის წინააღმდეგ ყველა ძალას რომ გამოიყენებდა ეს ბიზნესმენსაც უნდა სცოდნოდათ და მის მრჩევლებსაც.

მოქალაქეობის გაუქმების შემდეგ, ჰაერში დენთის სუნი დატრიალდა. „ქართუ ბანკის“ ინკასაციის მანქანაზე თავდასხმა ყაჩაღობის კლასიკური მაგალითი იყო და მსგავსი შემთხვევა ბევრი არ ახსოვს ისტორიას. „ნოემბრის რევოლუციის“ მესვეურები „დიდი ოქტომბრის რევოლუციის“ გაკვალულ გზაზე მიდიან და იბრძვიან. უბრალოდ ტექნიკის ამბავია - სტალინი „ფაეტონებს“ ესხმოდა თავს, სააკაშვილი ინკასაციის მანქანებს. რა გამოვიდა ახლა? ბიძინა ივანიშვილი იმ ფულს, რომელიც „ამოიღეს“ ვერასდროს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს რომ სააკაშვილი ივანიშვილს მისსავე ფულით დაუწყებს ბრძოლას. პარალელურად „ქართუ ბანკში“ ეროვნული ბანკი შედის. ხელისუფლება, მართალია, ოფიციალურად, ფულის გათეთრებაზე საუბრობს, მაგრამ არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინკასაციის მანქანას თავს თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმი დაესხა და ისიც იციან, რომ შემთხვევის ადგილზე ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელი მეგის ქარდავა, როგორც მას ეძახიან „ციკლოპა“ იყო.

გასულ წელს ახალაიების მამას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორს როლანდ ახალაიას პატრიარქმა საეკლესიო უმაღლესი ჯილდო გადასცა. სამების ეკლესიის აშენებაზე მეტი მადლი რა უნდა იყოს, მაგრამ ახლა საკითხი ასე დგას – სამების ეკლესიის ამშენებელს უკეთეს შემთხვევაში, მარჯვენა უნდა მოკვეთონ.

ბაჩო ახალაია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ „მეფე“ კმაყოფილი ყავდეს. ივანიშვილის დაცვის განიარაღების, ბანკის ინკასაციის მანქანაზე თავდასხმის შემდეგ, რჩება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.

საიდან და საით მიდიან ახალაიები?!

ბაჩო ახალაიას დასაყრდენი ძალა სამეგრელოა. თავის დროზე, როცა როლანდ ახალაიას სამეგრელო, დათა ახალაიას კუდ-ი და ბაჩო ახალაიას კი იუსტიცია ჩააბარეს, ინტერესთა კონფლიქტზე მხოლოდ ერთი კვირა ილაპარაკა ოპოზიციამ. თუ ნინო ბურჯანაძე შეიძლება ყოფილიყო პარლამენტის თავმჯდომარე და მისი ქმარი გენპროკურორის პირველი მოადგილე, ახალაიები რატომ უნდა ყოფილიყვნენ გამონაკლისები, მითუმეტეს, რომ ბაჩანა-ბაჩო ახალაია სააკაშვილის თვალწინ გაიზარდა, ხოლო მამამისი როლანდ ახალაია ის ერთადერთი პროკურორი იყო, რომელმაც რეფორმების გარიჟრაჟზე სააკაშვილს დაუჭირა მხარი და პროკურატურის კორუპმირებულობაზე ალაპარაკდა. თქმა იმისა, რომ შევარდნაძის ეპოქაში პროკურატურა „სუფდად მუშაობდა“ სირცხვილია, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს და ვის ვის და როლანდ ახალაიას ნაკლებად ეთქმოდა სიტყვა. სამეგრელოში ბევრი ლაპარაკობდა ახალაიას კორუმპირებულობაზე. ის კი არადა „50 ლარიან“-საც ეძახდნენ. ისიც ცნობილია, რომ ახალაიამ რეფორმატორ სააკაშვილის მხარდაჭერით მაშინ საკუთარი სკამი გადაარჩინა და ისიც ცნობილია, რომ მიშამ იხსნა თანამდებობიდან გათავისუფლებისაგან. მიუხედავად ამისა ეფექტი დიდი იყო და როცა ახალაიას კაბინეტის კარი აუჭედეს, ძალიან ბევრს შეეცოდა კიდეც. დღეს ბევრი ჟურნალისტი ახალაიას აკრიტიკებს და მაშინ ამ ბევრთაგან ყველა მას მხარს უჭერდა. მართალია, ახალაიამ ვერ შეძლო და საკაშვილს ვერ გაარღვევინა იმჟამინდელი გენპროკურორის მოადგილის მიერ პროკურატურისთვის შემორტყმული ალყა, მაგრამ ეფექტი მაინც დიდი იყო. 2000-01 წლებში სააკაშვილის გარემოცვას შეუერთდა ჯერ კიდევ სტუდენტი ბაჩო ახალაია. ეს ის პერიოდია როცა სააკაშვილი ცდილობა შევარდნაძის იძულებას თანამდებობიდან გადაეყენებინა მაშინდელი შს მინისტრი კახა თარგამაძე და გენპროკურორი გია მეფარიშვილი. თარგამაძეს სახელი გაფუჭებული ჰქონდა და ამდენად, ის პრობლემას არ წარმოადგენდა. მართალია წინა წლებში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, სააკაშვილი და ჟვანია მას მადლობებს უხდიდნენ დახმარებისთვის, მაგრამ ეს უკვე წარსული იყო და ახლა რეფორმა ახალ „მსხვერპლს“ მოითხოვდა. ორი ადამიანის გადადგომის შემდეგ, სააკაშვილს ყველაზე დიდი აგრესია მეფარიშვილის მიმართ დარჩა. ბოლოს და ბოლოს, მეფარიშვილი სააკაშვილის თანაგუნდელი იყო და სასამართლო რეფორმის გარიჟრაჟზე მიშას მხარდაჭერის გამოსახატავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდანაც გადადგა. იმისათვის, რომ მეფარიშვილი საბოლოოდ გაენადგურებინა, სააკაშვილმა ჯერ კიდევ სტუდენტი ბაჩანა ახალაია დაიხმარა. გენპროკურორის პოსტიდან გადამდგარი მეფარიშვილი ლექციებს თსუ-ში კითხულობდა. ახალაია მისი სტუდენტი იყო. ერთხელაც მეფარიშვილთან მივიდა ერთ-ერთი სტუდენტი და მაგიდაზე 30 ლარი დაუდო: მითხრეს მეფარიშვილს ლექცია აურიეო... ის, ვინც სტუდენტებს ფულს უხდიდა ბაჩო ახალაია იყო. იმ დღეს მეფარიშვილის მაგიდაზე ათზე მეტმა სტუდენტმა დადო 30-30 ლარი... ლექცია არავინ არია, ახალაიას ფული უკან დაუბრუნეს. ეს იყო ბაჩოს პირველი „სპეცოპერაცია“, რომელიც ჩავარდა...

მეორე სპეცოპერაცია ახალაიამ სოზარ სუბარს მოუწყო, როდესაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ახლადდანიშნულმა სახალხო დამცველის ოფისიდან მთელი იურიდიული სამსახური წაიყვანა ისე, რომ მისი მეგობარი სუბარი არც კი გააფრთხილა. ფაქტის წინაშე დამდგარი სუბარს მუშაობა ერთ თვე ჩაუვარდა. ეს ის პერიოდი იყო როცა სახალხო დამცველის პირველი მოხსენება იწერებოდა, რომელსაც პრაქტიკულად იურიდიული სამსახური წერდა.

შემდეგი სპეცოპერაცია ახალაიამ მეხუთე საპყრობილეში ჩაატარა და ზურგსუკან სისხლით მოთხვრილი კედლები, იატაკი და გვამები დატოვა. ამას მოყვა შაუაღამისას სხვადასხვა ციხეში შევარდნა, ავტომატების კაკანი და ასობით ნაცემ-ნაწამები პატიმრები. დაშინების და შანტაჟის პოლიტიკა „ამ პატარა ბიჭმა“ თავდაცვაში მისვლისთანავე დაიწყო და დღეს ყველამ იცის, რომ მათ კაბინეტებში მოსასმენი აპარატურაა დამონტაჟებული. თბილისში რესტორანი არ დარჩა, სადაც მთვრალმა ახალაიამ დებოში არ ატეხა და ავტომატი არ ააკაკანა.  

ერთი კვირის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალაიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნაროტი გოროზია სცემა იმის გამო, რომ მას თანამდებობის დატოვება არ უნდოდა. რამდენიმე დღეში გოროზიას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩააბარეს.

როგორ იშორებს ახალაია არასასურველ ხალხს?

გაჩუმებული მტერი მათ არ სჭირდებათ. ისინი მტრებს სამუდამოდ ადუმებენ. ყველას არ კლავენ და ყველა გირგვლიანის ბედს არ იზიარებს, მაგრამ ბევრი სიკვდილის პირას მიყავთ. როგორც კი სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორი გახდა, როლანდ ახალაიამ პირველი ვინც დააკავა 70 წლის მოხუცი ადგილობრივი ბიზნესმენი იყო, ის კაცი დღესაც ციხეში ზის და ზის მხოლოდ იმიტომ, რომ ახალაიას და გია ბარამიძეს ასე უნდოდათ. რატომ აითვალწუნეს 70 წლის კაცი? აქ არ იყო ბიზნესწილებზე საუბარი (თუმცა მისი ბიზნესი, ბლოკის საამქრო დღეს ახალაიას კუთვნილებაა). უბრალოდ, ამ კაცმა იცოდა აფაქიძეების ამოხოცვის რეალური მიზეზი. გია ბარამიძემ თავი დაიზღვია, როლანდ ახალაიას კი მოხუცის დაკავება არ გაუჭირდა. მითუმეტეს, შორეულ წარსულში ახალაიას ამ კაცის ვალი ქონდა, რასაც დღემდე ითხოვს უკვე პატიმარი. მოკლედ, მოხუცი დააკავეს და ბრალად გადასახადების დაფარვა დასდეს. სასამართლოზე ბრალი არ დადასტურდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს ეს კაცი ციხეში არ ზის. მამა ახალაიას „ანგარიშზე ირიცხება“ არა ერთი მკვლელის მფარველობა და აღძრული საქმეების ჩაფარცხვა. მას სამეგრელოს მეფეს ეძახიან და ყველამ იცის რომ გოროზიასთან დაპირისპირება კონტრაბანდულ ბენზინს, სიგარეტებს და თხილს უკავშირდება. მათი ბიზნესინტერესები ამ ნაწილში გადაიკვეთა. გოროზიას ცემის შესახებ ეს პირველი ინფორმაცია არაა. გოროზია ახალაიას ხალხმა არა ერთხელ სცემა და ეს სამეგრელოში ყველამ იცის. ახალაიებისა და გოროზიას ინტერესები ანაკლიაშიც გადაიკვეთა. საბოლოო ჯამში სასტუმროების დიდი ნაწილი გოროზიამ ჩაიგდო ხელში, რესტორნები კი კოდუებმა და ახალაიებმა გაიყვეს. მამა იჭერს, უფროსი შვილიც იჭერს, პატარა კი ერთდროულად თავდაცვასაც განაგებს და სასჯელაღსრულების სისტემასაც. ყველა ციხეში მისი კადრი ან უფროსია, ან - მოადგილე. სამეგრელოში ყველა ბიზნესის წილშია. ბოლო დროს ლომის ლუკმა ხვდა წილად გეგენავას ბიზნესიდან. ახალაიას აქვს წილები იარაღის მაღაზიებში, წილები აქვს რამდენიმე „ავტოჰაუსში“. ერთი წლის წინ კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალაიას აქვს რამდენიმე ბორდელი. ეს ინფორმაცია რეალურ მეპატრონეს, ყოფილ პოლიციელს და ახალაიას ყოფილ პატიმარს, რომელსაც შემდეგ შვილი მოუნათლა, ირიბად ჰქონდა დადასტურებული. ეს არის მიზერი, რასაც ახალაიები განაგებენ. სხვა თემაა ახალაიების და კოდუების დაპირისპირება, რაზედაც არა ერთხელ დაიწრა პრესაში.

დღეს უკვე ახალაიას ახალი მისია აქვს – უნდა დაამუხრუჭებინოს ბიძინა ივანიშვილს. გეგმის განხორციელება უკვე არც თუ ისე წარუმატებლად დაწყებულია, მაგრამ როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ახალაია იმუქრება, რომ ივანიშვილს თავისსავე ხალხს ჩამოაგდებინებს. „ქართუ ბანკის“ ინკასაციის მანქანის გადაადგილების შესახებ მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა ინფორმაცია, გამცემებს და წამღებებს. უკვე არავინ დაობს, რომ მანქანის გადაადგილების და ფულის გატანის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკიდან გავიდა. სპეცრაზმის მობილიზება კი ახალაიამ თავად მოახდინა და „ბანდას“ სათავეში მეგის ქარდავა ჩაუყენა.