„ქართული აკადემიის“ მიმართვა საქართველოს სამეცნიერო და შემოქმედებითი წრეებისადმი

„ქართული აკადემიის“ მიმართვა საქართველოს სამეცნიერო და შემოქმედებითი წრეებისადმი

[presage.tv]

მიხეილ სააკაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა ფუნდამენტური უფლების დარღვევაა იმ ადამიანისა, რომელიც საქართველოში დაიბადა, გაიზარდა და რომელმაც სამშობლოსათვის გაკეთებული კეთილი საქმეებით აღბეჭდა თავისი სახელი ქვეყნის უახლეს ისტორიაში.

„ქართული აკადემია“ მოუწოდებს საქართველოს სამეცნიერო და შემოქმედებით წრეებს, მათს თითოეულ წარმომადგენელს, ყველას, ვისაც გაცნობიერებული აქვს ბიძინა ივანიშვილის ფასდაუდებელი ღვაწლი ქვეყნის წინაშე, ზემოაღნიშნულის შესახებ გამოხატონ საკუთარი მიუკერძოებელი პოზიცია. ვფიქრობთ, მსგავს ვითარებაში ეს არის საკუთარი ღირსების შემგნები საზოგადოებისა და მისი თითოეული წევრის ვალი და მორალური პასუხისმგებლობა.