დღეს 15.00 სთ–ზე ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ 18 დიპლომატიური მისიის წარმომადგენელთან, დაახლოებით, საათნახევარს გაგრძელდა. შეხვედრაზე, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხებზე და "ქართუ ბანკის" ირგვლივ არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
ბიძინა ივანიშვილს შეხვედნენ აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი, ჩეხეთის ელჩი ივან იესტრჟაბი, თურქეთის, შვედეთის, უკრაინის, ნიდერლანდების, ევროკავშირის, ბრიტანეთის, პოლონეთის, გერმანიის, გაერო-ს, შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, ევროპის საბჭოს, უნგრეთისა და იაპონიის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები. შეხვედრაზე იმყოფებოდა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავაროც