[რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი]
1,648.000 კვ.კილომეტრზე გადაჭიმული ქვეყანა სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, 70 მილიონამდე მცხოვრებით, სპარსეთის ყურეში არსებული ნავთობის 24 საბადოდან 8 გიგანტის მფლობელი, ხოლო მსოფლიოში ბუნებრივი აირის მარაგებით მეორე ადგილზე მყოფი სახელმწიფო - ირანი თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ზედაპირზე თითქმით ყოველთვის ტივტივებს.
ოფიციალური თეირანის საგარეო პოლიტიკის ლოზუნგს - არც აღმოსავლეთი და არც დასავლეთი შეერთებული შტატების ნომერ პირველ მტრად გამოცხადებასაც თუ დავუმატებთ კიდევ უფრო საინტერესო გახდება ამ ქვეყნის სტრატეგიული და გეოპოლიტიკური ინტერესების კველევა ზოგადად კავკასიაში და კონკრეტულად საქართველოში.
ორივე ქვეყნის მიმართულებით რამდენიმე მაღალი რანგის დიპლომატებისა და სახელმწიფო მოხელის სტუმრობას მალევე მოჰყვა რეალური შედეგები. საქართველო ირანს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. მას შემდეგ ანალიტიკოსების აზრი ორი ქვეყნის ურთიერთობების პერსპექტივებზე ორად გაიყო და ცხარე კამათი დღემდე გრძელდება.
თურქეთის, ირანისა და რუსეთის სამკუთხედის შუაგულში მდებარე კავკასია ხშირად იყო სამხედრო და პოლიტიკური დაპირისპირების არენა. ისტორიის გარკვეულ ეტაპზე სამკუთხედის მთავარმა გმირებმა რეგიონის ზოგჯერ მთლიანი, ან ნაწილობრივი ინკორპორაცია მოახერხეს. რამაც ექსპერტთა აზრით უკვე მომავალში თავისი დაღი დაასვა კავკასიის რეგიონის უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებისა და ამ სამკუთხედის წევრების პოლიტიკურ ურთიერთობებს.
ამ კუთხით ვფიქრობთ მნიშვნელოვანია საქართველოს ურთიერთობები ირანთან რომელიც ბოლო პერიოდში ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც როგორც უკვე ვახსენეთ ორ სახელმწიფოს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებით დაიწყო.
საქმე ისაა, რომ პოლიტიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სახელმწიფო იწყებს, რომლებიც ერთმანეთისგან გარდა გეოგრაფიული მასშტატებისა პოლიტიკური სისტემითა და ღირებულებებითაც კი რადიკალურად განსხვავდებიან. ევროატლანტიკური ინტეგრაციის სურვილით გაჯერებული საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის პირობებში ბუნებრივად ჩნდება კითხვა რა არის ის მაქსიმუმი რომელიც ქართულმა მხარემ შესაძლებელია შეერთებული შტატებისა და მისი ევროპელი მოკავშირეების მიერ გარიყული ირანისგან მიიღოს ან პირიქით?
მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც თუ როდის დაიწყო ქართულ-ირანული ურთიერთობების გაღრმავება. ქართული მხარისთვის ეს პერიოდი ალბათ შემთხვევით არ ემთხვევა 2008 წლის აგვისტოს შემდგომ პერიოდს. ხოლო ირანისთვის რუსეთთან დაძაბულ ურთიერთობებს, როდესაც ირანის წინააღმდეგ ამოქმედებულ ახალ სანქციებს რუსეთის მხარდაჭერაც დაემატა. და როგორც ჰილარი კლინტონი აცხადებდა ეს იყო ყველაზე მკაცრი სანქციები რაც კი ირანს ოდესმე უნახავს.
გარდა ამისა ამ პერიოდში რუსულ-ირანული ურთიერთობები კიდევ უფრო გააფუჭა რუსეთის მიერ ირანისთვის „ეს-300“-ის არ გადაცემის ფაქტმა მაშინ როდესაც გავრცელებული ინფორმაციით ირანულ მხარეს აღნიშნულ საზენიტო სარაკეტო კომპლექსში შესაბამისი თანხაც გადახდილი აქვს.
სანქციები მართლაც მკაცრი გამოდგა და ის განსაკუთრებით საბანკო ანგარიშებს შეეხო. წინა სანქციებისგან კიდევ უფრო მეტი შეზღუდვები მნიშვნელოვანი დარტყმა იყო ირანის ეკონომიკისთვის. ამერიკული გამოცემა ვოლ სტრით ჟურნალი 2010 წელს მიღებული სანქციების შედეგებზე ირანელი ბიზნესმენებისა და რიგითი მშრომელების ინტერვიუებზე დაყრდნობით საკმაოდ საინტერესო სტატიებს აქვეყნებდა, სადაც რესპოდენტების განწყობა იდენტური იყო (იხილეთ ვიდეო)
ასეთ ვითარებაში არ არის გამორიცხული ირანის ინტერესი საქართველოს მიმართ სწორედ ეკონომიკური ურთიერთობების ჭრილში იქნას დანახული. ერთობლივი ეკონომიკური პროექტებით სავარაუდოდ შესაძლებელია ირანი ცდილობდეს გაექცეს დაწესებულ სანქციებს. აღნიშნული ბარიერის გადალახვის სანაცვლოდ კი ირანს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური სამადლობელის გადახდა შეუძლია.
აწ უკვე გარდაცვლილი დე-ფაქტო აფხაზეთის ლიდერის, სერგეი ბაღაფშის ამ განცხადებას წინ ქართული მხარისთვის საკმაოდ არასასიამოვნო ფაქტი უძღოდა, რომლის მთავარი გმირი ირანის პრეზიდენტი აჰმადინეჯადი იყო. რომლის თანახმად, აფხაზი და ოსი ხალხები ნატოსა და დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის პროვოკაციის მსხვერპლი გახდნენ. აჰმადინეჟადი შეცადა გაეროს წევრების დარწმუნებას, რომ საქართველო დასავლეთის სამხედრო შეთანხმების მსხვერპლი გახდა. მის განცხადებას თუ დავუჯერებდით, გამოდიოდა, რომ რუსეთს 2008 წლის აგვისტოს დრამატულ მოვლენებში არავითარი ბრალი არ მიუძღვოდა.
ქართულ-აფხაზური კონფლიქტით, უფრო სწორედ კი აფხაზეთით („სამხრეთირანმა აქტიური დაინტერესება ძირითადად 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ დაიწყო. როცა რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები დამოუკიდებლად აღიარა, რუსმა და სომეხმა ექსპერტ-პოლიტოლოგებმა გამოთქვეს თვალსაზრისი, რომ ირანი, როგორც რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი, ალბათ, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს მალე აღიარებდა. უნდა ითქვას, რომ ამ აზრს იმ დროს საერთაშორისო დიპლომატიის სხვა მკვლევარებიც იზიარებდნენ.
თუმცა აღნიშნული მოლოდინი ჯერ-ჯერობით არ მართლდება. უნდა ვივარაუდოთ რომ ქართული დიპლომატიის წვლილი ამ საკითხში თუ დიდი არა საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუმცა არ არის გამორიცხული ირანის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არ აღიარება უფრო მეტად ირანული პრაგმატული ინერესებით იყოს განპირობებული.
ფაქტია რომ შეერთებული შტატების საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას ხელი არ შეუშლა მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში, თუმცა ძნელად წარმოსადგენია ირანულ დიპლომატიას აღნიშნულ ურთიერთობებში არ ჰქონდეს ზღვარი და ლიმიტი. მაგალითისთვის, რა მოხდება მაშინ თუ დავუშვებთ რომ საქართველოს ტერიტორიაზე განთავსდება ანტისარაკეტო სისტემის სარადარო ნაწილები, ან შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა?
ხოლო თუ ჩვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი დაშვებები არარეალურია, მაშინ როგორ განვითარდება მოვლენები თუ დასავლელი მოკავშირეები ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დამტკიცებისას საქართველოს მხარდაჭერასაც მოითხოვენ? ან თუ საქართველო თვალსაწიერ მომავალში გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოკავშირე?
ამ კონტექსტში აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც რეგიონში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გამოჩენას ეხება. ასეთ სიტუაციაში ერთმანეთს ემთხვევა რუსულ-ირანული ურთიერთობები. შესაბამისად არ არის გამორიცხული პროცესის შესაჩერებლად რუსეთმაც და ირანმაც რიგი საკითხები რაც მათ შორის დაძაბულობას განაპირობებს გვერდზე გადადონ და შეთანხმებულად იმოქმედონ.
განმარტება:
„ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს მრავალ თემაზე, ხოლო წინამდებარე მასალა წარმოადგენს მცდელობას, მოვახდინოთ აღნიშნული თემების პოპულარიზაცია, რათა მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება და ხელი შევუწყოთ ფართო მასებში დისკუსის წახალისებას თემებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია და უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამდენად, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მხარდაჭერით მომზადებული ეს ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტები არ წარმოადგენენ ინსტიტუტის საბოლოო პროდუქტს. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს.“