შავი ზღვის სანაპიროზე ავტომაგისტრალის მშენებლობასა და ნაციონალურ პარკებში ნადირობის უფლების გაცემასთან დაკავშირებული გეგმები იმის შიშს აჩენს, რომ თბილისის იმწუთიერ ეკონომიკურ ეფექტზე გათვლილ კურსს ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრის განადგურება შეიძლება მოჰყვეს.
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ აგვისტოში დაანონსებული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტის განხორციელება შავი ზღვის სანაპიროზე, ანაკლიის ახალი საკურორტო ზონის შექმნის ფარგლებში იგეგმება. ამ პროექტის მთავარი მფარველის, მიხეილ სააკაშვილის პროგნოზით, ანაკლიის კურორტი „შავი ზღის სანაპიროს შარმ-ელ-შეიჰი“ გახდება. შარმ-ელ-შეიჰი – ეგვიპტის პოპულარული კურორტია წითელ ზღვაზე.
სახელმწიფოს მეთაურის მტკიცებით, გზატკეცილი ტურისტებს აჭარის დედაქალაქ ბათუმიდან ანაკლიამდე 50 წუთში ჩასვლის შესაძლებლობას მისცემს და სავალ მანძილს თითქმის ერთი საათით შეამცირებს. მაგრამ უფრო მოკლე მარშრუტი ეროვნილი პარკის „კოლხეთის“ „უნიკალური“ ჭაობის ტერიტორიაზე გაივლის, ამბობს ეკოლოგიური ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი.
მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ფლორისა და ფაუნის განსაკუთრებულად დაცული სახეობების ნაკრძალია, 28940 ჰექტარის მოცულობის ნაციონალური პარკის 54%-ს შეადგენს. პარკი გადაჭიმულია შავი ზღვის სანაპიროდან ტყიან მიდამოებამდე ქვეყნის დასავლეთში. ჭაობის ადგილები ამიერკავკასიის ტერიტორიაზე ფრინველთა მიგრაციის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ოფიციალური ინფორმაცია აღნიშნული ტერიტორიის ათვისებასთან დაკავშირებულ მთავრობის გეგმებზე არ არსებობს, მაგრამ ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, მთავრობა აპირებს „“კოლხეთის“ ნაკრძალის ნაწილის გადაქცევას ეგრედწოდებულ მრავალმიზნობრივი სარგებლობის ზონად“. მიწების ამ კატეგორიაში მოქცევა მომავალში მასზე საავტომობილო მაგისტრალის გაყვანას შესაძლებელს ხდის.
ველური ბუნების მსოფლიო ფონდის კავკასიური ოფისის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თამაზ გამყრელიძემ ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებულ გეგმებზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა მანამ, სანამ ამ საკითხზე უფრო მეტი რამ არ გახდება ცნობილი, თუმცა დასძინა, რომ გზის მშენებლობის ნებისმიერი გეგმა „ამ უმნიშვნელოვანეს ტერიტორიაზე“ ძალიან დიდი ყურადღებით უნდა იქნას გააზრებული.
„საჭიროა უკიდურესი სიფრთხილის გამოვლენა, განსაკუთრებით ფრინველთა პოპულაციის მოწყვლადობის ფონზე“, – აღნიშნავს ეკოლოგი. მსგავსი ტიპის ნებისმიერი მშენებლობა ძალიან ფრთხილ მიდგომას მოითხოვს“, – ამბობს იგი.
გარემოს დაცვის სამინისტრომ აღნიშნულ პროექტსა და მიმდიბარე ზონაზე მის შესაძლო გავლენასთან დაკავშირებულ EurasiaNet.org-ის შეკითხვებს არ უპასუხა, თუმცა პარკის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაობის განხორციელების მიზნით მისთვის სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებული ინიციატივა სეტქმებრში პარლამენტში განხილვისთვის შეიტანეს.
აღნიშნული გზა ერთ-ერთია იმ მრავალი წინადადებიდან, რომლებსაც, ეკოლოგების აზრით, შეუძლია გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ტყეებს, ნაციონალურ პარკებს და საქართველოს ველურ ბუნებას.
დღევანდელ დღეს, საპარლამენტო კომიტეტებში მთელი რიგი ისეთი კანონპორექტების განხილვა მიმიდინარეობს, რომლებიც გარემოს დაცვას და ნადირობის უფლებას ეხება. კანონპროექტებით დაშვებულია დაცულ ზონებში ნადირობის უფლება, ხოლო გარემოს დაცვის სამინისტრომ დაცული სახეობის ცხოველთა სიას უნდა გადახედოს. სავარაუდოდ, ამ პროცესის წარმართვის მეთოდებს სამინისტროსთან არსებული ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სპეციალური სააგენტო შეარჩევს.
დეპუტატებმა უარი თქვეს სავარაუდო შესწორებების შეფასებაზე, განაცხადეს რა, რომ ამ კანონპროექტების განხილვა ჯერ არ დასრულებულა. არსებული ინფორმაციით, ინიციატივა მმართველი პარტიისგან მოდის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა ზაალ გამცემლიძემ EurasiaNet.org-ს უთხრა, რომ შეიძლება კანონპროექტები პარლამენტმა საყოველთაო კენჭისყრაზე არც გაიტანოს.
ველური ბუნების მსოფლიო ფონდის წარმომადგენლის თამაზ გამცემლიძის თქმით, აღნიშნული შესწორებების დღევანდელი სახით მიღება წაბლა დათვს და წითელ ირემს გაქრობის საშიშორებას უქმნის, ხოლო ზოგადად განადგურების საფრთის ქვეშ აღმოჩნდება ცხოველთა ასზე მეტი სახეობა. ის დარწმუნებულია, რომ ნადირობის უფლების გაცემა „აბსოლუტურად მიუღებელი“ და „ეკონომიკურად სიცოცხლისუუნაროა“.
„სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრძალებში იმდენად ცოტა ცხოველია, რომ მათზე ნადირობის შესაძლებლობის გაზრდა ბუნებრივი ეკოსისტემის მდგომარეობაზე უკიდურესად ნეგატიურად აისახება“, – ხაზგასმით აღნიშნავს იგი.
პარიზის კავკასიის ბუნების დაცვის ფონდის სპეციალისტთა აზრით, კავკასიური წითელი ირმის ქვესახეობა ერთ-ერთი ყველაზე გაქრობადი სახეობაა რეგიონში. ზოგიერთი შეფასებით, საქართველოში 250 წითელი ირემი დარჩა.
საავტომობილო გზისა და ტყეებში ნადირობასთან დაკავშირებული კანონპროექტები რვა თვეში გაჩნდა მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით ტყით სარგებლობისა და სხვა ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციის სფეროში ლიცენზირებაზე კონტროლი გარემოს დაცვის სამინისტროსგან პოლიტიკურად უფრო გავლენიან ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა.
დღევანდელ დღეს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – ინგლისურ ენაზე – ტყის ახალ კოდექსს ამუშავებს. არსებული მონაცემებით, კოდექსის მიზანი ლიცენზირების სფეროში სიტუაციის ლიბერალიზაციაა ანუ ლიცენზიანტებისთვის სატყეო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ბუნებრივი წიაღისეულის დამუშავების უფლების მიცემა.
სამინისტროს მკტკიცებით, საქმის ბიუროკრატიული გაჯანჯლების შეზღუდვა ხელს შეუწყობს ინვესტიციების სტიმულირებას, ეკოლოგებს კი მიაჩნიათ, რომ შესაძლო ცვლიელლები ორიენტირებულია შეზღუდული ფინანსური მოგების მიღებაზე ნაციონალური სიმდიდრის, ტყეებისთვის ზიანის მიყენების ხარჯზე. ტყე საქართველოს ტერიტორიის თითქმის 40%-ს ფარავს. „როდესაც ტყეს იჯარით გასცემ, არენდატორს მკაფიო წესები უნდა განუსაზღვრო იმის შესახებ, თუ რას უნდა მიადევნოს თვალი ტყეში, რისი გაკეთებაა ნებადართული და რისი – არა“, – ხაზგასმით აღნიშნავს ველური ბუნების მსოფლიო ფონდის წარმომადგენელი თამაზ გამყრელიძე.
„ჩვენ არ გვაქვს არც ნავთობი და არც გაზი. ჩვენ გვაქვს ტყეები და გვყავს ტურისტები“, – დასძენს იგი.
ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურისგან პუბლიკაციის გამოქვეყნების მომენტისთვის კომენტარის მიღება ვერ შევძელით.
საქართველოს ბუნებრივი რესურსები ქვეყნის ნაციონალური თვითმყოფადობის განუყოფელ შემადგენლად უნდა განიხილებოდეს და უცხოურ ინვესტიციებზე ნაკლებად არ უნდა ფასდებოდეს, მიაჩნია „მწვანე ინიციატივის“ წარმომადგენელ ირაკლი მაჭარაშვილს. „ნაციონალური პარკები და ბუნება მხლოდ ტურისტების და ფულის საკეთებლად არ არსებობს“, – აღნიშნავს იგი. „ჩვენ გვინდა დავამტკიცოთ, რომ არამხოლოდ უცხოელებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც ვვარსებობთ“.
920
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85