მთელი დღის განმავლობაში, საპარლამენტო კომიტეტები 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.
პროექტის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე უკვე მოხდა, სადაც ბიუჯეტის პარამეტრებზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ებრალიძემ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, დაფინანსება ეზრდება – სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურდიული დახმარების სამინისტროს. კერძოდ, უწყების ფინანსები 45 მლნ ლარით იზრდება და საბოლოო ჯამში, 170 მლნ ლარი იქნება. ასევე ფინანსები ეზრდება იუსტიციის სამინისტროს და მისი თანხები 67 მლნ ლარით განისაზღვრება.
ებრალიძის ცნობით, საერთო სასამართლოების ბიუეჯტი 4 მლნ ლარით მცირდება და ის 32 მლნ ლარი იქნება.
რაც შეეხება შს სამინისტროს, მისი დაფინანსება უცვლელი იქნება და ის 585 ლარით განისაზღვრება.
შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტის განხილვის პროცესში უმცირესობა არ მონაწილეობს. მათ საპარლამენტო ცხოვრებაზე რამდენიმე დღით უარი განაცხადეს.