"ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს"

[ბანკები და ფინანსები. ნოდარ ჭიჭინაძე]


ინვესტიციები იზრდება, ტურისტების ნაკადი არნახულ მასშტაბებს აღწევს, ეკონომიკური ზრდა კი მაინც 3.9%-ია

გასული წლის ბოლოს ხელისუფლება 2011 წელს ეკონომიკურ ზრდას 7%-ის ფარგლებში პროგნოზირებდა. მართალია, ჯერ 2011 წელი არ დასრულებულა და წლის ბოლომდე კიდევ არის დრო დარჩენილი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მშპ-ს ზრდის არსებული ტემპებით 7%-იანი ზრდა იქნას მიღწეული. 


თავის დროზე ეკონომიკის 7%-იან ზრდას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიც ეჭვის თვალით უყურებდა. მათი შეფასებით ამ ციფრის დასახელება ძნელი იყო, რადგან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაურკვეველი იყო. ბანკი მიიჩნევდა და მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი გამოწვევა 2011 წელს უცხოური ინვესტიციები არის და დიდწილად სწორედ ამ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა. ამ მიმართულებით კი საკმაოდ ბუნდოვანი ვითარებაა.

2011 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციების მოცულობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.2%-ით გაიზარდა და 173 696 ათასი ლარი შეადგინა. მეორე კვარტლის მონაცემები ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ იგი წინა წლის მაჩვენებელს არ უნდა აღემატებოდეს. 

ალბათ, სწორედ აქედან გამომდინარეობს ის, რომ რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა. 

რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულმა ბანკმა (EBღD) ივლისში გამოსულ ანგარიშში `რეგიონალური ეკონომიკური პერსპექტივები EBღD-ის საოპერაციო ქვეყნებში~ 2011 წლისთვის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზს გადახედა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ივლისის პროგნოზით საქართველოს რეალური მშპ 2011 წელს 5%-ით გაიზრდება, ხოლო 2 თვით ადრე, მაისში ბანკის პროგნოზი 5,5%-ს შეადგენდა. 2 თვის განმავლობაში არ შეცვლილა ბანკის ანალიტიკოსთა მოსაზრება 2012 წელს მშპ-ის ზრდის პროგნოზთან დაკავშირებით და ეს მონაცემი უცვლელად 4,5%-ია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მიერ მაისში გაკეთებული პროგნოზით, 2011 წელს საქართველოს რეალური მშპ 5,5%-ით გაიზრდება. ანალოგიური პროგნოზი აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომელმაც ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ მშპ 2011 წელს 5,5%-ით გაიზრდება.
EBღD-ის პროგნოზით, კი ინფლაცია ქვეყანაში 2011 წელს 9,8%-ს მიაღწევს, ხოლო ხოლო სსფ-ის პროგნოზით, ეს მაჩვენებელი 8% იქნება. სსფ-ზე მეტად ოპტიმისტურია საქართველოს ეროვნული ბანკი, რომლის პროგნოზით ინფლაცია 2011 წელს 7,5-8% იქნება. მეტიც, სებ-ის ბოლო ანალიზით, მოსალოდნელია ინფლაციის პროგნოზირებულზე მეტად შემცირება, რის გამოც ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილების და დაკრედიტების წახალისების პოლიტიკა დაიწყო.

ევრობანკის ექსპერტების ანალიზით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან წელს 5,2% იქნება, ხოლო გასულ წელს ამ მაჩვენებელმა 4,3% შეადგინა.

`საქართველოს ეკონომიკა 2008 და 2009 წლების შემდეგ აღდგენას განაგრძობს. იმის გამო, რომ დონორების მიერ გამოყოფილი დახმარება იწურება, საქართველოს მთავრობა ცდილობს თავისი ძალისხმევა მიმართოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მისაზიდად, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. კეთილსაიმედო ბიზნეს-იმიჯის შესანარჩუნებლად, ინვესტორთა ნდობის გასაზრდელად, მათ ცოტა ხნის წინათ `ეკონომიკური თავისუფლების აქტი~ მიიღეს, რომელიც მთავრობას საბიუჯეტო დეფიციტის, საგარეო ვალის და გადასახადების ზრდისას კვოტებს უწესებს~, - ნათქვამია ევრობანკის ანგარიშში, რომელიც საქართველოს გარდა ყველა იმ ქვეყნის ეკონომიკას მიმოიხილავს, სადაც ბანკი თავის პროექტებს ახორციელებს.

`საქსტატის~ წინასწარი ინფორმაციით, II კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 3,9 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი I კვარტალში 5,9%-ს შეადგენდა.
ოფიციალური სტატისტიკით, ივნისში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 4% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა თვის მაჩვენებელს, თუმცა ნაკლებია აპრილზე - მაისში ეკონომიკური ზრდა 1,7%-ით განისაზღვრა, ხოლო აპრილში 6%-ით.

დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა ივნისში, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 15,6%-ით გაიზარდა და 3,052 მლრდ ლარი შეადგინა. ივნისში, წინა წლის მეექვსე თვესთან შედარებით 23,3%-ით არის გაზრდილი ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა და 4 681 ერთეულს შეადგენს.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობა იზრდება, ტურისტების შემოსვლა სულ უფრო ინტენსიური ხდება და წლის დასაწყისიდან მათმა რაოდენობამ 2 მილიონს მიაღწია და ა.შ. თუმცა რეალობა სულ სხვაა. ამ ყველაფრის ფონზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შემცირდა, სავარაუდოა, რომ წლის მეორე კვარტალში ეკონომიკის ზრდის ნელი ტემპი გამოწვეულია ინფლაციასთან ბრძოლის პროცესით. კერძოდ შენელდა ფულადი აგრეგატების ზრდის ტემპი, ანუ ეროვნული ბანკი ფულის მასის ზრდას, რითაც ეკონომიკურ ზრდას ახალისებდა, აფერხებს. საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ინფორმაციით, 2011 წლის პირველი ივლისისთვის ფართო ფულის (M3) მასის წლიურმა ზრდამ 22,5% შეადგინა (01/07/10 -40%). ფართო ფულის (მიმოქცევაში არსებული ეროვნულ ვალუტა და კომერციულ ბანკებში ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების საერთო თანხა) მოცულობამ პირველი ივლისისთვის 6,251 მლრდ ლარი შეადგინა (01/07/10- 5, 103 მლრდ ლარი). საანგარიშო პერიოდისთვის M2 -ის (ფართო ფული უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების გარეშე) მოცულობა 2, 474 მლრდ ლარია (01/07/10 -2,356 მლრდ ლარი). M1 (მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტა + ბენკებში მიმდინარე ანგარიშები ეროვნული ვალუტით) 2,233 მლრდ ლარით განისაზღვრა (01/07/10-2,049 მლრდ ლარი). საანგარიშო პერიოდისთვის სარეზერვო ფულის (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებული ფული) მოცულობამ 2,449 მლრდ ლარი შეადგინა (01/07/10-1,815 მლრდ ლარი).

მართალია ამ მოვლენების პარალელურად ეროვნულმა ბანკმა ფულის ხელმისაწვდომობა გაზარდა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ფული გააიაფა. რაც, პირველ რიგში, რეფინანსირების გადაკვეთისა და სავალდებულო რეზერვების შემცირებით გამოიხატა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ინფლაციასთან ბრძოლამ ეკონომიკური ზრდის ტემპებზე თავის ასახვა ჰპოვა.

მთავრობას რომ ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევდა და `ოქროს შუალედის~ დაცვა გახდებოდა აუცილებელი, ამის შესახებ ექსპერტები ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს აცხადებდნენ. საქმე იმაშია, რომ ფასების დონის ზრდამ იმხელა მასშტაბები მიიღო, რომ აუცილებელი გახდა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა. რაშიც იმგვარი ქმედებები იგულისხმება, რომლებიც ეკონომიკის დაკრედიტებას და, შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებდა.
ფაქტიც სახეზეა, ინფლაცია შემცირდა და ბოლო 8 თვის მანძილზე პირველად ჩამოსცდა ორნიშნა მაჩვენებელს. ივლისში წლიურმა ინფლაციამ 8,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო თვიურმა დეფლაციამ 1,6 პროცენტი. თუმცა, ეს ყველაფერი ეკონომიკური ზრდის შეფერხების ხარჯზე