სააკაშვილის, კახა ბენდუქიძის, დავით საყვარელიძის და გიორგი ვაშაძის უკრაინული აფიორა გაიშიფრა!

სააკაშვილის, კახა ბენდუქიძის, დავით საყვარელიძის და გიორგი ვაშაძის უკრაინული აფიორა გაიშიფრა!

ახალი ინფორმაცია უკრაინიდან: ამ დღეებში მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი აფიორა გაიშიფრა. ალბათ, გახსოვთ, როგორი აჟიოტაჟი ატეხა ჩვენმა ვადაგასულმა პრეზიდენტმა - არიქა, უკრაინაში რუსეთი დავამარცხე, ახლა ამ ქვეყანას რეფორმები სჭირდება, კახა ბენდუქიძეს ჩამოვიყვან, გიორგი ვაშაძეს ჩამოვიყვან, დავით საყვარელიძეს ჩამოვიყვან, თუ საჭირო იქნება, ჩემი მთავრობის ყველა ყოფილ წევრს ჩამოვიყვან და უკრაინელებს გამოცდილებას გავუზიარებთო. მიშას ოინები ამჯერადაც გამოაშკარავდა - მისთვის უკრაინის ახალი ხელისუფლებიდან არავის უთხოვია, შენი ტაკიმასხარები ჩამოიყვანე, გამოცდილება გაგვიზიარე და თან იუსტიციის სახლები აგვიშენეო. ეს იყო მხოლოდ მისი ინიციატივა, მისი ერთგვარი პიარი, ოღონდ ისეთ დაბალ დონეზე, გაგიკვირდებათ. მოკლედ, მიხეილ სააკაშვილმა, თავისი ჭკუით, ერთი პერიოდი გამოიჭირა დნეპროპეტროვსკის გუბერნატორი, ბიზნესმენი და "პრივატბანკის" დამფუძნებელი, იგორ კოლომოისკი, რომელიც თავის დროზე გამოვიდა ინიციატივით, რუსეთის საზღვარზე უკრაინელებმა ერთი განიერი კედელი ავაშენოთ, სწორედ ისეთი, როგორიც საბჭოთა კავშირმა გერმანიაში ააშენა და ეგრევე გვეშველება, კედლის სიგრძე 1920 კილომეტრი იქნება და მშენებლობა, სულ რაღაც, 100 მილიონი ევრო დაჯდებაო. სხვათა შორის, კოლომოისკის მოადგილემ გენადი კორბანმა კედლის მშენებლობის პროექტი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკვე წარუდგინა. პროექტის მიხედვით, 6 თვის ვადაში, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე უნდა აშენდეს ლითონის ღობე, ზემდგრადი ფოლადისგან. ზემოდან მავთულხლართები იქნება და დენი გატარდება. როგორც ამბობენ, პროექტი საქველმოქმედო ფონდებიდან დაფინანსდება. ჰა, როგორ მოგწონთ "საქველმოქმედო კედელი" 21-ე საუკუნეში? ჰოდა, რაკი სააკაშვილმა იფიქრა, კოლომოისკი ჩემზე მაგარი გიჟიაო, ერთ-ერთ უკრაინელ ჩინოვნიკს ტვინი გაუბურღა, შემახვედრე, მინდა, ჩემი იდეების შესახებ ვესაუბროო. ამ პიროვნებამ ჩაუწყო და სააკაშვილი კოლომოისკის შეხვდა. მიშამ ბევრი ლაი-ლაის შემდეგ უთხრა, კედლის იდეა კარგია, მაგრამ მაგას დასავლეთი არ გაგაკეთებინებს, თან უკრაინაში ამდენი რუსი ცხოვრობს, რკინა-ბეტონს თავზე დაგამხობენ, მე უკეთეს რაღაცას შემოგთავაზებ - ჩემს ბიჭებს ჩამოვიყვან, დნეპროპეტროვსკში იუსტიციის სახლს აგიშენებ, ჩვენებურ მეთოდებს დავნერგავ და ხალხის კისრიდან ფულს უპრობლემოდ ამოიღებო. კოლომოისკის სააკაშვილი არ მოეწონა, ცოტა ამრეზით შეხედა, მაგრამ მაინც დიპლომატია გამოიჩინა და უპასუხა: მაგის გაკეთება შეიძლება, ვნახოთო. სააკაშვილმა ეს პასუხი თანხმობად ჩათვალა, შეხტა, შემოტრიალდა და მეორე დღესვე გიორგი ვაშაძე და დავით საყვარელიძე დნეპროპეტროვსკში გამოიძახა. როგორც სანდო წყარო ამბობს, სააკაშვილის "დელეგაციის" წევრები დილიდან საღამომდე ისხდნენ მისაღებში, მაგრამ კოლომოისკიმ ისინი არ მიიღო. აი, სულ ეს იყო ამათი გამოცდილების გაზიარება. ერთი პერიოდი მეზღაპრე მიშამ კახა ბენდუქიძეც ჩაიყვანა კიევში, ვითომ ახალი პრეზიდენტის, პოროშენკოს მრჩევლად უნდა გაემწესებინა, მაგრამ არც ამ შემთხვევაში გამოუვიდა რამე, ერთი კვირა იჯდა სასტუმროში მძიმეწონოსანი ბენდუქიძე და ბოლოს ბუზღუნით დაახვია უკრაინიდან. მიხეილ სააკაშვილი რომ ჩვენი თანამედროვეობის უდიდესი მეზღაპრეა, ეს კარგად ვიცით, მაგრამ მას თითქმის მსოფლიოს ყველა ქალაქში ჰყავს პატარ-პატარა "მოზღაპრულო" ელემენტები. მაგალითად, საფრანგეთის ქალაქ ბერჟერაკის მერიის მრჩეველ-კონსულტანტი ნუგზარ სულაშვილი აზერბაიჯანში მომხდარ ინციდენტს ასე აღწერს (სტილი დაცულია):

"საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ, ფანჯიკიძის დავალებით დარეკა ბაქოში, საქართველოს საელჩოში და მიაწოდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ შსს-სგან მიიღეს უტყუარი შეტყობინება, რომელიც ეხებოდა "ნაციონალების" მიერ საქართველოში დიდძალი თანხის შემოტანას. ელჩს მისცეს დავალება, რომ სასწრაფოდ მიეღოთ ზომები, რათა ბაქოს აეროპორტში მომხდარიყო მათი ფაქტზე აყვანა.

(დეპუტატის, დიპლომატიური პასპორტის, ანუ სტატუსის მქონე პიროვნების ჩხრეკა ჩვენი საელჩოს წინასწარი თანხმობის გარეშე რომ არ მოხდებოდა, მე მგონი, ყველა ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანს ესმის). ელჩი დაუკავშირდა შესაბამის სამსახურებს და ასეთი სიტყვებით მიმართა - ჩვენ გვაქვს გადამოწმებული ინფორმაცია, რომ საქართველოს ორ მოქალაქეს, რომელთაც გააჩნიათ დიპ.პასპორტი, საბაჟოს გვერდის ავლით საქართველოში გადააქვთ სოლიდური თანხა და შესაძლებელია, იყოს იარაღიც. ამის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს ხელისუფლება და მათი დაპატიმრება ამ დანაშაულზე ჩვენი მხრიდან არ გახდება დიპლომატიური სკანდალის საბაბი, პირიქით, გაგვიხარდება და გვერდში დაგიდგებით-ო. გამშვებ პუნქტზე მართლაც მოხდა ჯაფარიძის და ნადირაშვილის შეყოვნება საქმის გარკვევის მიზნით... ხოლო მაშინ, როდესაც საბაჟო სამსახურმა ვერაფერი აღმოაჩინა, ამის შესახებ აცნობეს აზერ-ბის საგარეო საქმეთა მინისტრს და შსს-ს ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც აზრ-ნის საგარეო საქმეთა მინისტრი დაუკავშირდა საქართველოს ელჩს და უსაყვედურა. რამდენიმე საათში თავად ფანჯიკიძემაც დაურეკა ბატონ ელჩს და დაემუქრა - ახლა მოიფიქრე რამე და როგორც გინდა ისე გამოასწორე ეს საქმე, თორე სამსახურს დაკარგავ-ო. ელჩიც გაბრაზებულა - თქვენ რაღაც სისულელეში თავი გამაყოფიეთ და კიდევ ჩემთან გაქვთ პრეტენზია-ო? ერთი სიტყვით, ხაჩიძისა და ჯაფარიძის ხუმრობას დიდი აურზაური მოჰყვა ხელისუფლებაში და ახლაც თავებს იმტვრევენ, როგორ გააპრავონ ეს დაგოიმება".

ესე იგი, მაია ფანჯიკიძეს ელჩისთვის უთქვამს: ახლა მოიფიქრე რამე და როგორც გინდა, ისე გამოასწორე ეს საქმე, თორე სამსახურს დაკარგავო. ჰოდა, გაბრაზებულა ელჩი - უკაცრავად, თქვენ ხომ არ აჟუილებთ, რაღაც სისულელეში თავი "გამაყოფიეთ" და კიდევ ჩემთან გაქვთ პრეტენზიაო? თუ ჩამოვედი საქართველოში, მერე ნახავთ, სად "გაგაყოფიებთ" თავსაო! ჰო, ელჩმა მაია ფანჯიკიძესთან საუბარში დაამატა, გოგა ხაჩიძემ და ზურაბ ჯაფარიძემ უცნაური ხუმრობები იციან, ყველაფერი კი არ უნდა დაიჯეროთო?!

საერთოდ, მიშას და მის მოწაფეებს მოკლევადიანი ზღაპრები აქვთ, ერთი-ორი კვირა, მაქსიმუმ, ერთი თვე და მერე ყველაფერი იშიფრება. ერთხელ ქალბატონი ნინო ჰყვება ასეთ რაღაცას:

"თბილისის აეროპორტში ვართ, მიშამ წითელი ლენტი გაჭრა და დაიწყო ტრაბახი, ჩვენი აეროპორტი ყველაზე მაგარია მთელ მსოფლიოში, მიუნხენისა და პარიზის აეროპორტები არაფერია ამასთან შედარებითო. ღონისძიების დამთავრების შემდეგ მიშას ვეუბნები, რა საჭიროა ასეთი დემაგოგია, შენს გარდა უცხოეთში სხვებიც დადიან და მშვენივრად ხედავენ, მიუნხენსა და პარიზში როგორი აეროპორტებია. მიშას პასუხი: "უცხოეთში საქართველოს მოსახლეობის 20 პროცენტი დადის, დანარჩენ 80 პროცენტს ხომ სჯერა ჩემი ზღაპრები?"

სხვათა შორის, არის მიშას ნათქვამში სიმართლის მარცვლები - ვენახიდან გამოსული შაქრო პაპა რომ მოისმენს, სააკაშვილი უკრაინელებს გამოცდილებას უზიარებსო, კი გაიცინებს გულიანად, მაგრამ დაიჯერებს. თან იჭვნეულად გაიფიქრებს, იქნებ მართლა ჭკვიანია, ეს მუდრეგი და ჩვენ ვერ ვიყენებთ? ამ დროს, არც ჭკვიანია, არც მისი "გამოცდილება" სჭირდება ვინმეს და საერთოდ, თავი მოაბეზრა მთელ დუნიას!