რატომ არჩევდა ვანო მერაბიშვილი იულია ლატინინასთან ერთად ბადრი პატარკაციშვილისთვის „იმედის“ ჩამორთმევის საქმეს

რატომ არჩევდა ვანო მერაბიშვილი იულია ლატინინასთან ერთად ბადრი პატარკაციშვილისთვის „იმედის“ ჩამორთმევის საქმეს

იულია ლატინინა იმ რუსი ჟურნალისტებისა და რუსეთის მოქალაქეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც მოსწონთ ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ტემპებიც, მიმართულებაც და ხელისუფლებაც. შესაბამისად, ვიფიქრეთ, რომ ჩვენი მკითხველისთვისაც საინტერესო იქნებოდა, მისი თვალით დანახული ქართული რეალობა. ჩვენი რუბრიკის სტუმარი ჩემი რუსი კოლეგა იულია ლატინინაა.

იულიაბანალური კითხვით დავიწყოთროგორია ქართულ-რუსული ურთიერთობების პერსპექტივა?

– სანამ პუტინი მოსკოვშია და სააკაშვილი – თბილისში, არანაირი.

დიდხანს იქნებიან?

– პუტინი ისტორიულად განჭვრეტად მომავალში მუდმივად იქნება, სააკაშვილი – მომავალ არჩევნებამდე.

რატომ არ უყვარს პუტინს სააკაშვილი?

– პუტინის „ნეპრიაზნს“ სააკაშვილის მიმართ ორი ასპექტი აქვს: ჯერ ერთი, პუტინს არ უყვარს ადამიანები, რომლებსაც ცუდს უკეთებს.

მაგრამ მას მანამდეც არ უყვარდა სააკაშვილივიდრე ცუდს გაუკეთებდა?

– პუტინს ადამიანები არ უყვარს, იმიტომ რომ არ უყვარს. როგორ არ უკეთებდა ცუდს? გაგახსენებთ მილსადენების აფეთქების ამბავს, პორნოფილმს სააკაშვილზე, მაგრამ არის მეორე რამეც: არ უყვარს იმიტომ, რომ ეს ორი ადამიანი ძალაუფლებას სხვადასხვა მიზნით იყენებს. პუტინის დროს „მენტები“ ადამიანებს ქუჩაში ხვრეტდნენ. სააკაშვილის დროს „მენტები“ გახდნენ სანიმუშო პოლიციელები.

საზოგადოების ნაწილი სწორედ იმ პრეტენზიას უყენებს პრეზიდენტსრომ რეფორმირებული პოლიცია ქუჩაში ხვრეტდა ადამიანებს?

– ეს იყო ორ-ნახევარი შემთხვევა, რომლებიც რუსული საზომით არ ითვლება.

რუსულით შეიძლებამაგრამ ჩვენ სულ სამ-ნახევარი ვართ დაროგორც თქვენ უწოდებთ, „ორ-ნახევარი ადამიანის“ დახვრეტა ჩვენი საზომით ბევრია.

– საზომი შეიძლება სხვადასხვაა, მაგრამ ერთი საქმეა, რომ ადამიანი გვარად რობაქიძე დახვრიტეს და ჩაუდეს იარაღი, ეს შეიძლებოდა მომხდარიყო ამერიკაშიც, რადგან ნაძირალა „კოპები“ ყველგან არიან. მეორე საქმეა ის, რომ, რუს მაიორზე, რომელმაც სუპერმარკეტში დახვრიტა მოქალაქეები, მისი უფროსი ამბობს, მას ცუდი არაფერი არ გაუკეთებიაო. ჩვენ ისეთ სხვადასხვა ცივილიზაციის წერტილებში ვიმყოფებით, რომ სხვადასხვანაირად აღვიქვამთ პოლიციელების მიერ ადამიანების დახვრეტას. პუტინს არ შეუძლია იმის პატიება, რაც სააკაშვილმა საქართველოსგან გააკეთა.

ეს არის ერთადერთი მიზეზი თუ სხვა მომენტებიც აღიზიანებს პუტინს?

– მეორეა პრივატიზაცია. პუტინსა და სააკაშვილს სახელმწიფოებრიობაზე განსხვავებული წარმოდგენა აქვთ, იმდენად, რომ ამან რუსულ-ქართულ ომამდე მიგვიყვანა.

განმიმარტეთ?

– ჩემთვის საქართველო და რუსეთი იყო ორი ერთნაირი სასტარტო პირობების მქონე ქვეყანა. ჩვენ ერთმანეთს ვგავართ მენტალიტეტითაც და საბჭოთა კავშირში საქართველო კორუფციის სინონიმად აღიქმებოდა. შეიძლება, აზერბაიჯანში უფრო მეტი კორუფცია იყო, მაგრამ სინონიმი მაინც საქართველო გახლდათ. ქართველი „ცეხავიკები“, მართალია, ეროვნებით, ძირითადად, ებრაელები და სომხები, იყვნენ ყველაზე „ცეხავიკები“ და ამის მიუხედავადაც, აღმოჩნდა, რომ საქართველოსგან შეიძლება, გააკეთო კავკასიის ისრაელი. დღეს რუსეთი და საქართველო არიან ცივილიზაციის სხვადასხვა მხარეს. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რადგან გამოდის, რომ რუსული მილიციის გადაკეთებაც არის შესაძლებელი ხუთ წელიწადში.

მაგრამ სახელმწიფო არ არის მხოლოდ პოლიციასაქართველოში ხელისუფლების შტოები არ არის დაბალანსებულისასამართლო არ არის თავისუფალიმედია არ არის თავისუფალი?

– დღეს საქართველოს ისეთივე რეკლამა აქვს რუსეთში, როგორც ამერიკას ჰქონდა საბჭოთა დროს გასული საუკუნის 70-იან წლებში. საბჭოთა კავშირში იცოდნენ, რომ კაპიტალისტურ ქვეყნებში ჩაგრავდნენ ზანგებს, ხალხი იტანჯებოდა, ამიტომაც ელოდნენ, რომ დღეს-ხვალ დაამხობდნენ საზიზღარ კაპიტალისტებს და ვერ ხვდებოდნენ, რატომ არ ხდებოდა ეს. დღეს კი რისგან ყალიბდება რუსეთში საქართველოზე წარმოდგენა? დღეს რუსეთში საქართველოს პორტრეტი იქმნება ქართული ოპოზიციის მიერ, რომელიც მთლად შერაცხადი არ არის. ჩემთვის სამწუხაროა, რომ ამ პორტრეტს ეთანხმება რუსული ოპოზიციაც, რადგან რუსული ინტელიგენცია მეგობრობს ქართულ ინტელიგენციასთან, ქართულმა ინტელიგენციამ კი ვარდების რევოლუციის დროს ისეთივე დარტყმა მიიღო, როგორც ფრანგულმა ინტელიგენციამ საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის დროს. სააკაშვილი, რა თქმა უნდა, არანორმალურია, რადგან ვერც ერთი ნორმალური პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა ასეთ დონეზე გაეკეთებინა რეფორმა, ამდენი უკმაყოფილო ხალხი გაეჩინა, ისინი ხომ არ არიან კმაყოფილი იმით, რომ საქართველო აღარ არის ტრადიციული საქართველო.

თუ თქვენ „ტრადიციულ საქართველოში“ საბჭოთა საქართველოს გულისხმობთმინდა გითხრათრომ საბჭოთა საქართველო არ არის საქართველოს ეტალონი და არაფერი აქვს საერთო ქართულ მენტალიტეტთანრუსეთმა ხელოვნურად შექმნა საბჭოთა საქართველოს დროინდელი მენტალიტეტი?

– შესაძლოა, არ არის ეტალონი, მაგრამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ეს ეტალონია.

საზოგადოების ნაწილს იმიტომ აქვს პრეტენზიებირომ უფრო ღრმა და საფუძვლიანი რეფორმები სჭირდებათმეტად დემოკრატიულირომ კორუფცია არ იყოს არანაირ დონეზე და არა მხოლოდ დაბალზე?

– საზოგადოება ვერ იქნება იდეალური. „ვერხუშკაში“ კორუფცია არის ამერიკაშიც კი, მაგრამ ეს თემა შორს წაგვიყვანს. რაც თქვენ თქვით, ეს ნორმალური პრეტენზიაა. ხელისუფლებას პრეტენზია უნდა წაუყენო, მაგრამ იდეალურს კი არ უნდა შეადარო, არამედ სხვა საზოგადოებებს. ჩემი აზრით, ყველა არჩევნები, რომლებიც ჩატარდა ვარდების რევოლუციის შემდეგ, იყო სამართლიანი. აი, სასამართლო კი ნამდვილად სააკაშვილის სუსტი წერტილია. მედიის გამო მეც ხშირად ვაკრიტიკებდი და ერთხელ გაცოფებულმა ვანო მერაბიშვილმა, როდესაც ჩვენ ბადრის საქმეს ვარჩევდით, მითხრა, სხვა გზა არ გვქონდაო.

სხვა გზაანუ ტელეკომპანია უნდა წაგვერთმიაო?

– მე არ ვამბობ, რომ ეს კარგია, მაგრამ ვიყოთ რეალისტები. ადამიანი, რომლის ქონებაც საქართველოს ბიუჯეტს უტოლდებოდა, შემდეგნაირად თამაშობდა: საქართველო ისე მოეწყობა, როგორც მე მინდაო. თქვენ კარგად იცით, რომ მისი მედიით გადაცემული რეპორტაჟები განსხვავდებოდა იმ სტანდარტებისგან, რომლებითაც მედია უნდა მუშაობდეს.

მაგრამ ეს მაინც ბალანსი იყომაშინთუ „იმედი“ ერთ კარში თამაშობდა, „რუსთავი 2“ – მეორეში და მაყურებელმა იცოდარომ სიმართლე შუაში იყოახლა ეს არ არის?

– გეთანხმებით. მე ასე ჩამოვაყალიბებდი აზრს: ბადრიმ ომი გამოუცხადა სააკაშვილს, ომში კი არის გამარჯვებული და დამარცხებული, ბადრიმ კი წააგო.

სააკაშვილმა კი პუტინთან წააგო ომი?

– ვერ ვიტყოდი, რომ პუტინმა მოიგო, მაგრამ მორალური კმაყოფილება მიიღო.

არ მოიგომიწები წაგვართვამოსახლეობა გამოგვიყარაეთნოწმენდა ჩაატარა?!

– საქართველომ, უდავოდ, წააგო ეს ომი და ნებისმიერ ომს, უპირველესად, აგებენ საკუთარი შეცდომების გამო. 7 აგვისტოს სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც გადაარჩინა საქართველო, მას ან არაფერი არ უნდა გაეკეთებინა, რაც იმას ნიშანვს, რომ ოსი პარტიზანები მეორე დღესვე დაიკავებდნენ გორს ისე, რომ დასავლეთი ვერც კი მოასწრებდა ჩარევას, რადგან, როგორც წესი, დასავლეთი დიდხანს იქოქება; ან პასუხი უნდა გაეცა. სააკაშვილმა ორი ცუდი გადაწყვეტილებიდან აირჩია ნაკლებად ცუდი.

მე დიდი სამხედრო სტრატეგი არ ვარმაგრამთუ სეპარატისტები გორს დაიკავებდნენჯერ ერთითავდაცვა თავდასხმაზე ადვილია დამეორეჩვენ აღარ დაგვადანაშაულებდნენრომ მძინარე ცხინვალი დავბომბეთ და თავს დავესხით?

– ძალიან რთულია გორის დაცვა, რომელიც განლაგებულია ვაკეზე, სადაც იკვეთება ყველა გზა. იმ მომენტში, როდესაც სააკაშვილმა შემხვედრი დარტყმის მიყენების გადაწყვეტილება მიიღო, რაიმე კარგი გადაწყვეტილება არ არსებობდა. თუმცა, ვფიქრობ, სერიოზული შეცდომები იყო დაშვებული ომის დაწყებამდე. მე ახლა ისეთ რამეს ვიტყვი, რაც ქართველებს არ მოეწონებათ: არ მგონია, აფხაზეთი ოდესმე დაუბრუნდეს საქართველოს, რადგან ეს არ არის „იუჟნაია ოსეტია“, ანუ არ არის ბანდიტების ხროვა, ეს არის რაღაც, რომელსაც უნდა, გახდეს რაღაც. მე ვერ ვხედავ ვერაფერს, რაც შეიძლება, ქართველებმა აფხაზებს შესთავაზონ.

თქვენი აზრითარც დევნილებს დააბრუნებენვთქვათსაქართველომ შესთავაზა აფხაზებსდააბრუნეთ დევნილები და გცნობთო.

– ცინიკურად რომ ვთქვა, ეს არარეალურია, ეს იგივეა, გერმანელებმა რომ თქვან, დააბრუნეთ კალინინგრადში 15 მილიონი გერმანელი, იმიტომ რომ კალინინგრადი ჩვენი ტერიტორიააო. არავინ დავობს, რომ კალინინგრადი გერმანული ტერიტორიაა, არავინ დავობს, რომ 15 მილიონი გერმანელი იქიდან იმიტომ გაიქცა, რომ ეხსნა საკუთარი სიცოცხლე. საქმე ისაა, რომ საქართველოს არაფრის შეთავაზება არ შეუძლია აფხაზებისთვის. იმის თქმა, რომ დევნილები დააბრუნეთ და გაღიარებთო, დემაგოგიაა. აფხაზეთს ვერ დავადანაშაულებთ იმის გამო, რომ აფხაზეთმა მოიგო ეს ომი.

ამბობთრომ საქართველო წარმოუდგენლად შეიცვალა მიხეილ სააკაშვილის რეფორმებით და ამან ისე გააგიჟა პუტინირომ ომი დაიწყოოსაქართველოს შეუძლია შესთავაზოს აფხაზებს აიეს რეფორმებიარა?

– მაგრამ ეს კავკასიაა, სადაც ყველას ახსოვს, ვინ სად ცხოვრობდა საუკუნეების წინათ. არანაირი მიმართებით, რუსეთის არარსებობის შემთხვევაშიც კი, აფხაზეთს არ უნდა საქართველოსთან. როდესაც ბათუმში ვიყავი და ვუყურებდი ამ სოკოებივით ამოზრდილ სასტუმროებს, ვიხსენებდი აფხაზეთს, რომელიც, რბილად რომ ვთქვა, არის საბჭოთა ნეხვი. სოხუმი და ბათუმი არის იმის ილუსტრაცია, თუ როგორ უნდა დააგეგმარო და არ უნდა დააგეგმარო კურორტი, მაგრამ, ამის მიუხედავადაც, საქართველო აფხაზეთს ვეღარ მიიღებს, ისევე, როგორც გერმანია – კალინინგრადს. მესმის, სააკაშვილისთვის ძალიან რთულია, უთხრას თავის ხალხს, რომ არ იქნება აფხაზეთი და დიდი ალბათობით, არც „იუჟნაია ოსეტიაო“. საქმე რომ ტრადიციულ სახელმწიფო მოღვაწეს ეხებოდეს, მე მას ამ პრეტენზიას არ წავუყენებდი, მაგრამ, რადგან ჩვენ ვლაპარაკობთ გენიალურ პოლიტიკოსზე...

მიხეილ სააკაშვილს გულისხმობთ გენიალურში?

– დიახ, მან არნახული რეფორმები ჩაატარა თავის ქვეყანაში.

მე არ ვამბობრომ ეს კონფლიქტები სააკაშვილის პრეზიდენტობისას დაიწყომაგრამ მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის დასაწყისში შეიცვალა საქართველოს რუკა და იქ უკვე სამი სახელმწიფოაგენიალურია პოლიტიკოსირომელიც თავის შემდეგ ასეთ რუკას ტოვებს?

– მეც ამას ვამბობ, ისეთი მასშტაბის ადამიანს, როგორიც სააკაშვილია, არ ჰქონდა ასეთი შეცდომის დაშვების უფლება. მოსკოვის სურვილია, ჩაუქაქოს საქართველოს, როდესაც დედამიწის ერთ მეცხრედს აქვს ასეთი სურვილი, ეს არ არის ადვილი.

რა თქმა უნდაოღონდ არ უნდა გაახელო ამ დაქაქებაში?

– მაგრამ ეს უკვე მოხდა. ქართველი ხალხი მზადაა, უარი თქვას აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიაზე“, თუ სააკაშვილი დამნაშავეა იმაში, რომ არ შეიერთა ისინი?!  არის თუ არა დამნაშავე სააკაშვილი, ამას ისტორია განსჯის. მე გენიალური ისეთი პოლიტიკოსი მგონია, რომელიც იღებს თანამედროვეთათვის არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ, რომლებიც გრძელვადიანად არის სწორი და გამოადგება ქვეყანას 50-100 წლის შემდეგ. გენიალურობა არის არა სკამის შენარჩუნების, არამედ ქვეყნის შენარჩუნების, მისი გადიდებისა და განმტკიცების უნარი. ვცდები?

– სააკაშვილმა გააკეთა ორი რამ: სწორი პოლიცია და თავისუფალი ეკონომიკა, მაგრამ მან ვერ გაბედა, ეთქვა ქართველი ხალხისთვის, რომ ვერ შეინარჩუნებდა აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიას“. სააკაშვილი არ ზომავს თავის წარმატებას იმით, რამდენ ხანს იჯდება პრეზიდენტის სკამზე და არ მგონია, თავს ბედნიერად გრძნობდეს.

პუტინ-მედვედევის მოდელი იმუშავებს ჩვენთანპრეზიდენტი უგულავაპრემიერ-მინისტრი – სააკაშვილი?

– ვერ იმუშავბს, რადგან სააკაშვილი თავის ხელისუფლებას სხვა რამეებისთვის იყენებს. ის შეგნებულად აწყობს თავის ხელისუფლებას იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატიაა. საქართველოს მთავარი პრობლემა ის არის, რომ თქვენი მოსახლეობა ძალიან ღარიბია. ასეთ დროს კი დემოკრატია არ არის მართვის ძალიან კარგი ფორმა.

ბუნებრივიადემოკრატია და სიღარიბე ერთმანეთს ვერ უგებენ.

– როდესაც ამერიკაში „დემოკრატებს“ „რესპუბლიკელები“ ცვლიან ან, პირიქით, იცვლება, მაგალითად, ჯანდაცვის დაზღვევის სისტემა და მეტი არაფერი. ქართული დემოკრატიის ძირითადი პრობლემა კი ის არის, რომ, თუ საქართველოს ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვა, საქართველოს კურსი შეიცვლება.

მაგრამიულიამიხეილ სააკაშვილი ხომ ვერ იქნება მუდმივად?

– აი, მიზეზი იმისა, რატომ ვერ იქნება დემოკრატია საქართველოში.

ანუ მიხეილ სააკაშვილი ერთადერთი დემოკრატია საქართველოში?

– ღარიბ ქვეყანაში ლიბერალიზმი ეკონომიკაში ვერ უთავსდება ლიბერალიზმს პოლიტიკაში. ჩვენ ვიცით, რა განსხვავებაა პუტინსა და სააკაშვილს შორის. სააკაშვილი რომ ბოლომდე არაპოპულარული იყოს, ის აღარ იქნებოდა პრეზიდენტად.

რას გვთავაზობთთუ მიხეილ სააკაშვილის გარდასხვა ალტერნატივა არ გვაქვსრომ დემოკრატია შევინარჩუნოთ?

– მე არ ვიცი, რა იქნება 2013 წლის შემდეგ, შეიძლება, ვინმე ახალგაზრდა ქართველი ლიდერი იზრდება. მივიდეთ 2013 წლამდე.

რომელიმე ქართველ ოპოზიციონერში ვერ ხედავთ გენიალურობის რაღაც ნაპერწკალს მაინც?

– ბევრჯერ შევხვედრივარ ქართველ ოპოზიციონერებს. როგორ ხდება, რომ ადამიანი გადადის ოპოზიციაში და მაშინვე ხდება იდიოტი?! (იცინის) არის ერთი არაჩვეულებრივი ისტორია სერ რობერტზე, მას ერთხელ მისწერეს: სერ რობერტ, აღმოვაჩინე ერთი კანონზომიერება, ყველა მეფე სახელად ჰენრი პარასკევობით გარდაიცვალა, მაქვს კითხვა: ხომ არ არის პარასკევი საბედისწერო დღე იმ ინგლისელი მეფეებისთვის, რომლებსაც ჰენრი ჰქვიათო. სერ რობერტმა უპასუხა, ჯერჯერობით ეს დასტურდება, მაგრამ გირჩევთ დაკვირვების გაგრძელებასო. თქვენს ოპოზიციასაც იგივე სჭირს, რაც ჰენრისა და პარასკევს.

ანუ სააკაშვილიც რომ გადავიდეს ოპოზიციაშიიდიოტი გახდება?

– ეს საინტერესო კითხვაა. ჯერჯერობით დაკვირვება სწორედ ამას აჩვენებს და იმედი მაქვს, რომ ეს დამთავრდება.

რატომ გააქტიურდა პოლიტიკური მოძრაობა მოსკოვსა და თბილისს შორის?

– თქვენ არ გესმით, მოსკოვს არ აქვს რაღაც სტრატეგიული ხაზი საქართველოსთან მიმართებაში. სტრატეგია არის შემდეგი: დროდადრო კრემლში გამოჩნდება ესა თუ ის ადამიანი, რომელიც ამბობს, ბიჭებო, გეუბნებით, საქართველოში ყველა ჩემკენაა, მომეცით ფული და ხვალ სააკაშვილი აღარ იქნებაო. იმართება რაღაც მოლაპარაკებები და მას ფულს აძლევენ.

ასე უბრალოდ მეც მომცემს ფულს პუტინირომ მოვთხოვო?

– გარანტიას გაძლევთ. თუ მოძებნით საჭირო კაცს, თქვენც მოგცემენ. კრემლი თავის წვენში იხარშება. პირველი მოვიდა გიორგაძე, შემდეგ იყო ის სვანი, გვარი დამავიწყდა.

კვიციანი.

– ზუსტად. შემდეგ იყო ისტორია კვიციანზე. იყო ლევან პირველიც, ადამიანი, რომელიც პასუხს აგებდა იმაზე, რომ შევარდნაძის დროს არ იყო შუქი. შემდეგ მივიდა ებრალიძე. ადრე კრიმინალურ „სვოტკებში“ მისი გვარი იწერებოდა შემობრუნებული „ე“-თი, ახლა ჩვეულებრივით, რომ „იანდექსში“ გაჭირდეს მისი ძებნა. შემდეგ მივიდა პუტინი პრიმაკოვის დაბადების დღეზე და მას დაავალა საქართველოსთან ურთიერთობის მოწესრიგება. იქ ისხდნენ მთელი მოსკოველი ქართველები, რომლებიც ძველ დროში ცხოვრობენ და მათთვის პრიმაკოვი არის ადამიანი, რომელიც წყვეტს ყველაფერს. შემდეგ ჩნდება ნოღაიდელი.

მაგრამ ნოღაიდელამდე უშუალოდ პუტინს არავინ შეხვედრიასაიდან ასეთი „პატივი“?

– ეს თითქმის სპეცოპერაციაა და ჩვენ ვნახავთ, რომ მას ექნება ფული საარჩევნო კამპანიისთვის.

ნოღაიდელს თავისი ფულიც ბლომად აქვსისსაზღვრებირაც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ მივიღეთშეიძლებაშეიცვალოსანუ არის პერსპექტივარომ საქართველო კიდევ უფრო შემცირდებამმართველის გენიალურობის მიუხედავად თუ გამო?

– ვფიქრობ, ჯერ ერთი, პუტინის სტრატეგია ისეთივე იქნება, როგორიც უკრაინისადმი: საკმარისია, დააფინანსო პოლიტიკური „ოტმოროზკები“ და ის ივლის და დაქაქავს. გადატრიალების იდეა ლუბიანკაზე ჰაერში ტრიალებს და არ გამოვრიცხავ ომს 4-5 წლის შემდეგ, როდესაც ევროპას დაავიწყდება ეს პრობლემა.

მთლიანად თუ ისევ ნაწილ-ნაწილ დაგვგლეჯენრომ პუტინმა უფრო ისიამოვნოს პროცესის ხანგრძლივობით?

– რას ამბობენ, კიდევ, რომელია „იუჟნაია ოსეტიის“ მიწებიო? ბორჯომი-ბაკურიანიო, არა?

პირადად მე იმაზე ვნაღვლობრომელი უფრო ისტორიული ალანიააჩრდილოეთ ოსეთი თუ ჩვენი ცხინვალის რეგიონი დაბოლოს და ბოლოსროგორ გადაინაწილებენ ამ ქართულ მიწებს?

– რაღაცაზე შეთანხმდებიან. 4-5 წლის შემდეგ არ გამოვრიცხავ, როდესაც ევროპას მობეზრდება და დაავიწყდება ეს პრობლემა, ომი კიდევ იყოს. და მე არ ვიცი, რა უნდა გაკეთდეს. ისევე, როგორც არ ვიცი, როგორ უნდა ებრძოლოს ისრაელი „ჰამასს“, რომელსაც ირანი უჭერს მხარს?!