რომელი პოლიტიკოსი სარგებლობს პოპულარობით ქართველ მეძავთა შორის?

რომელი პოლიტიკოსი სარგებლობს პოპულარობით ქართველ მეძავთა შორის?

აბა, გამოიცანით - ვინ სარგებლობს ყველაზე დიდი პოპულარობით ქართველ მეძავთა შორის პოლიტიკური ლიდერებიდან? რეიტინგული გამოკითხვა ნამდვილად არ ჩაგვიტარებია, მაგრამ არც ძალ-ღონე დაგვიშურებია იმისათვის, რათა უძველესი პროფესიის წარმომადგენელთა რაც შეიძლება ფართო კონტიგენტს გავსაუბრებოდით.

მართალი გითხრათ, არც გაგვჭირვებია - მეძავს ოღონდ პირად ცხოვრებაზე ნუ ჰკითხავ რამეს, თორემ შეუძლია გვადელუპური სულისშემძვრელი სერიალის შინაარსი თავიდან ბოლომდე მოგიყვეს და კიდევ, ძალიანაც შემცდარხართ, თუკი ფიქრობთ, რომ უძველესი საქმის პროფესიონალები პოლიტიკისაგან შორს დგანან. შეიძლება ჩახუტებულები ნამდვილად არ არიან, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი რომ მაღალი და „დაუღლელია“, შალვა ნათელაშვილი „ცქვიტი“ და „თვალებბრიალა“, ხოლო კონსტანტინე გამსახურდია - მამის „ანალოგიურია“ ამაში მათ ვერავინ შეედავება.

მართალია, მეძავეებში გასვლა დღის საათებში და ისიც დიქტოფონით ხელში, მაინცა და მაინც სასიამოვნო პროცედურა არ არის, თუმცა... თავად განსაჯეთ!

ჟანა (31 წლისა ვარო, მეუბნება, მაგრამ სულ ცოტა, 45-ის იქნება. დღის სამი საათია და „თერთმეტსართულიანებთან“ სიგარეტს ყიდულობს, ღერებით):

მარტო ერთი კითხვა მაქვსშეიძლება?

- 20 ლარი და გააჩნია.

უკაცრავად?!

- „ჟურნალისტკა“ არ ხარ?! რამდენს იღებო, არ მეკითხები?

არამაინტერესებდაარჩევნებში ხმა ვის მიეცით?

სიგარეტიანი ხელი ჰაერში უშეშდება:

- რაააა?!

არჩევნებში მონაწილეობა თუ მიიღეთ?

- არა.

რატომ?

- იმიტომ! რაიონში მაგის გამო ვერ ჩავიდოდი...

თბილისში რომ გაგევლოთ რეგისტრაციახმას თუ მისცემდით?!

- რა ვიცი... იმას, შავი როა... ლაშა ნათელაშვილს.

შალვა ნათელაშვილს?

- ხო, რაც ჰქვია. ყველაზე სიმპათიური და ეგეთი, ენერგიულია... გვერდულად რომ იღიმება, უხდება.

ხმას იმიტომ მისცემდითრომ გვერდულად იღიმება?

- აბა, კიდე რისთვის. ისე გადამიხადოს 100 დოლარი და ხმას კი არა, რასაც უნდა, იმას მივცემ! ეგ არ დაწერო, ეხლა...

ნორა (ამ სახელით გამეცნო, მაგრამ ნორა არ ჰქვია, იმიტომ რომ მანქანიდან დაუძახეს, აიდაო! მეძავს სრულებით არ ჰგავს):

არჩევნებში მონაწილეობა მიიღეთ?

- მივიღე. რა, არ უნდა მიმეღო?!

უბრალოდმაინტერესებდა ხმა ვის მიეცით?

(მომენტალურად კიბის საფეხურზე ჯდება): - საერთოდ სააკაშვილისთვის მინდოდა მიმეცა, მაგრამ... ლეიბორისტებს მივეცი.

რატომნათელაშვილი მოგწონთ?

- მომწონს არა! გარეგნულად სააკაშვილი მომწონდა, მერე ძალიან გასუქდა და გათეთრდა.

გაჭაღარავდა?

- ჰო. მაგრამ მაინც ეფექტურია, ცოცხალი პრეზიდენტია! ნათელაშვილს კი იმიტომ მივეცი ხმა, რომ... ამას იწერთ?

დიახ.

- ჩემი ამხანაგი ნათელაშვილის „ფანია“. მასთან თანხა მქონდა პოკერში წაგებული! ბევრი არა, პატარა... არჩევნებზე წასვლას საერთოდ არ ვაპირებდი. სააკაშვილიც ისე ვთქვი, თორემ სააკაშვილის გულისთვის ვერ ჩავდგებოდი იმ რიგში, მერე მისხურება რაღაცის და ათასი აბდაუბდა. ჩემმა დაქალმა კი ოთხი გოგო წაგვიყვანა და ხმა მიგვაცემინა ლეიბორისტებისათვის. სამაგიეროდ, მე წაგებული თანხა მაჩუქა, იმათ არ ვიცი...

ინდირა (ცნობილი მამაშაა. საქმიანობს საკუთარ, კარგად გარემონტებულ „ოფისში“. ეწევა სიგარეტებს, ძირითადად უცხოურაქციზიან „კარტიეს“. მისი ქალების ფასი 100 ლარიდან იწყება. ძალიან ფრთხილია, მაგრამ ამავე დროს კონტაქტური...):

- ხმა ვის მივეცი?! ჯერ მკითხე, მივიღე თუ არა საერთოდ არჩევნებში მონაწილეობა?

არჩევნებში მონაწილეობა არ მიგიღიათ?

- მივიღე. მაგრამ არ გეტყვი, ხმა ვის მივეცი.

კი მაგრამაქ რისთვის მომიყვანეთ?

- თუ გინდა გეტყვი, ვის არ მივეცი და არც მივცემ, სულ რომ ამოწყდეს აქაურობა!

მირჩევნიათთქვენი კანდიდატი დამისახელოთ.

- კარგი, მაშინ სამს გეტყვი და იქიდან ერთ-ერთია. მოკლედ, ის პარტია, პატიაშვილი რომ არის! „ერთობა“ ჰქვია, მგონი. ზვიადის ბიჭს, გამოცხადებული მამამისია - კბილების წყობაც კი მამისა აქვს, და კიდევ ჩვენს პრეზიდენტს.

რატომბევრი კლიენტი გყავთ მათ პარტიებში?

- კლიენტი მე ყველგან მყავს, პარტია რა შუაშია! გინდა გითხრა, რა გამიკვირდა? საარჩევნო უბანში ჩემი კლიენტები ცოლებთან ერთად რომ იყვნენ მოსულები... გუგულებივით. სახეზე ეგეთი ერთსულოვნება ეწერათ, ლოგინში რომ არ ჰქონიათ ასი წელი.

თქვენ რა იცით!

- მე თუ არ ვიცი... რესტორნებში არ დაჰყავთ. კინოში, თეატრში არ დადიან ერთად და ხმის მისაცემად დადიან წყვილ-წყვილად. ვიცი, რასაც ვიძახი - ქალიშვილი მყავს ოთხი წლის გათხოვილი.

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩარომ უძველესი პროფესიის წარმომადგენლები ლეიბორისტების ლიდერით არიან მოხიბლულები.

- სად სწავლობთ ამ გრძელ-გრძელ სიტყვებს - უძველესი პროფესია! ნათელაშვილზე იძახი? ჩურჩუტ გოგოებს მოსწონთ მხოლოდ, ახალგაზრდებს - თავში ხომ არაფერი უყრიათ. რა მოსაწონი მაგია. ვერ ხედავთ, ამდენი ლაპარაკისაგან ყბა რომ მოექცა?! მაგრამ, თოფაძეს ნამდვილად მირჩევნია. აი, ვინც არ მიყვარს, ეგ არის. პირადი ანტიპათია მაქვს.

ეგეთი რა დაგიშავათ?

- არაფერი. უბრალოდ, „ლიჩნი ნეპრიაზნი“ მაქვს!