მილიონიანი გარიგება ლობისტებთან - FARA-მ „ნაცმოძრაობის

მილიონიანი გარიგება ლობისტებთან - FARA-მ „ნაცმოძრაობის" და ამერიკული იურიდიული კომპანიის კონტრაქტი გაასაჯაროვა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში ფარას" (Foreign Agents Registration Act) ფარგლებში რეგისტრირებული დოკუმენტის მიხედვით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ლობისტურ კომპანია Nelson Mullins Riley & Scarborough LLP- 360 000 დოლარი გადაუხადა.

შეთანხმება 2025 წლის 7 ივლისს გაფორმდა და კომპანიის მოვალეობად განისაზღვრა:

პარტიის დიპლომატიური საქმიანობის მხარდაჭერა აშშ-ში, ურთიერთობების გაღრმავება ამერიკულ მხარესთან და დახმარება საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წინა არჩევნები დარღვევებით და გაუმჭვირვალობით გამოირჩეოდა, რის გამოც ფირმამ ვალდებულება აიღო, განახორციელოს სტრატეგია დემოკრატიისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით.

მოგაწვდით კონსულტაციასა და დახმარებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დიპლომატიური საქმიანობის მხარდასაჭერად ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის, პარტიასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის განვითარებას.

დამატებით, ჩვენ დავუჭერთ მხარს თქვენს ძალისხმევას საქართველოს რესპუბლიკაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად.

ქვემოთ მოცემულია შესაბამისი დეტალები მიღებული თანხისა ან ღირებულების შესახებ:

მიღების თარიღი: 07.03.2025

ვისგან: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"

დანიშნულება: ავანსი (Retainer)

თანხა/ღირებულება: 360,000 აშშ დოლარი", - წერია დოკუმენტში

მარბიელი მეცოცხეებმა სავალდებულო დეკლარაციაში არ უნდა მიუთიონ ამ თანხის წარმომავლობისა და ხარჯვის (ლობისტისთვის გადახდის) შესახებ? აბა იმ პარტიულ დეკლარაციაში რა იწერება?
1 საათის უკან