აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეარხ ABC-ის ჯიმი კიმელის საღამოს შოუს ეთერიდან მოხსნა მიულოცა.
„დიდებული ამბები ამერიკისთვის: საეჭვო რეიტინგების მქონე ჯიმი კიმელის შოუ გაუქმებულია. ვულოცავ ABC-ის იმას, რომ მან, როგორც იქნა, სიმამაცე გამოავლინა და გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. კიმელის ნიჭი არის ნული, ხოლო რეიტინგი კოლბერტზე უარესი, თუ ასეთი რამ შესაძლებელია საერთოდ“, - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.
თეთრი სახლის ლიდერმა ტელეარხ NBC-საც მოუწოდა იგივე გააკეთოს, რაც ABC-მ. მან მოუწოდა NBC-ის გააუქმოს ამერიკელი კომიკოსების სეტ მეიერისა და ჯიმი ფელონის შოუები.
ცნობისთვის, ორშაბათს მონოლოგის დროს ჯიმი კიმელმა თქვა: „გასულ შაბათ-კვირას ახალ უმდაბლეს დონეს მივაღწიეთ - MAGA ჯგუფი სასოწარკვეთილად ცდილობდა ამ ბიჭისთვის, რომელმაც ჩარლი კირკი მოკლა, მიეცა ისეთი სახე, თითქოს ის არ ეკუთვნოდა მათ, და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ პოლიტიკური ქულები მოეპოვებინათ ამით“. ამის გამო მისი შოუ განუსაზღვრელი ვადით შეაჩერეს.