"ჩემს წამებაში ბოკერია და ადეიშვილი მონაწილეობდნენ"

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი აცხადებს, რომ პატიმრობის დროს მის წამებაში გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი და გოგა გრიგალაშვილი მონაწილეობდნენ.

"ოთახში ბნელოდა, თვალი მქონდა ახვეული, მაგრამ კარგად გავარჩიე, თუ ვინ მონაწილეობდა ჩემს წამებაში.

ესენი იყვნენ: გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი, გოგა გრიგალაშვილი და სხვები".

მისივე თქმით, ხელისუფლება არჩევნების შემდეგ "საშინელი ციფრების" გამოქვეყნებას გეგმავს და არ არის გამორიცხული, იერიში მიიტანონ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასა და თავად ივანიშვილზე.

მოლაშვილის ცნობით, ამ ინფორმაციის წყარო უცხოელი საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირია.