მსახიობი ამბობს, რომ ბოკერიას ცოლთან კამათის შემდეგ გაიტაცეს

მსახიობი ამბობს, რომ ბოკერიას ცოლთან კამათის შემდეგ გაიტაცეს

უშიშროების საბჭოს მდივნის ცოლსა და რუსათველის თეატრის ახალგაზრდა მსახიობს შორის “ფეისბუქში” დაწყებული ლანძღვის შემდეგ ბესო ზანგური იარაღის მუქარით კუს ტბაზე გაიტაცეს, ფიზიკური შეურახყოფა მიაყენეს და გააფრთხილეს - ძალიან ბევრს ხმაურობო. ეს ინფორმაცია თავდაპირველად ინტერნეტ გამოცემა”ოპინიონმა” თავად მსახიობზე დაყრდნობით გაავრცელა.

“ეს ინცინდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მე და უშიშროების საბჭოს მდივნის მეუღლე თამარ ჩეროგოლეიშვილი ერთმანეთს ”ფეისბუქში” წავეკამათეთ,” - ამბობს ზანგური. “ - ჩვენი უთანხმოება მისი მხრიდან რობერტ სტურუას სახელის უდიერად მოხსენიების გამო დაიწყო.  ქალბატონმა ჩერგოლეიშვილმა ბატონი რობერტი საკმაოდ უცენზურო ლექსიკით მოიხსენია, რაზეც შენიშვნა მივეცი. რამოდენიმე ხანში ჩემს ტელეფონზე მუქარის ზარი განხორციელდა.

“ბუნებრივია, ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ ჩემი გატაცება თამარ ჩერგოლეიშვილის დაკვეთით მოხდა, თუმცა, იმაშიც დამეთანხმებით, მსგავსი დამთხვევები ხშირად არ ხდება.”თავად თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც გიგა ბოკერიას მეუღლეა და ამავე დროს ჟურნალ “ტაბულას” რედაქტორი, ზანგურის მიერ გავრცელებულ ცნობას ტყუილს უწოდებს და აცხადებს, რომ სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ზანგურის თქმით, ის კუს ტბაზე იყო აყვანილი, ”ფეისბუქში” რობერტ სტურუას კედელზე პოსტავდა.

ბესო ზანგური “ოპინიონისათვის” მიცემული კომენტარისაგან განსხვავებით “რეზონანსთან” საუბარში აცხადებს, რომ მის გატაცებას ჩერგოლეიშვილს არ უკავშირებს.

ბესო ზანგური: “თამარ ჩერგოლეიშვილს არ ვუკავშირებ ამას. არ მგონია, რომ ასეთ მარტივ სეგმენტს, როგორიც ჩერგოლეიშვილია, ასეთი გადაწყვეტილება მიეღო. ეს, ალბათ, ცოტა უფრო ადრიდან, ჩემ პოლიტიკური განცხადებების გამოა დაწყებული. მე ხშირად განმიცხადებია, რომ არ მომწონს ეს ხელისუფლება და ისეთი საქართველო, სადაც არ არსებლობს სამართლიანი სასამართლო, სადაც ადამიანებს კლავენ ტყეში, ისე, როგორც სანდრო გირგვლიანი მოკლეს და სხვათა შორის ქალის ლაყბობის გამო წაიყვანეს და მოკლეს. ვამბობ, რომ ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არ მომწონს და ამას ყოველთვის ვაფიქსირებ. მოვიდნენ და მითხრეს, ნუ ხმაურობო.”

ზანგური მისი გატაცება-დამუქრების ფაქტს ასე იხსენებს: ”ჩერგოლეიშვილთან მიმოწერის შემდეგ ტელეფონით დამირეკეს და მაგინეს. გუშინ, სამშაბათს კი სახლში მისვლისას, დაახლოებით 3 საათზე ორი პიროვნება დამესხა თავს, რომელთაგან ერთმა პისტოლტის მიბჯენით მითხრა, რომ ოპელის მარკის წითელი ფერის მანქანაში ჩავმჯდარიყავი. ისიც მითხრა, სროლა რომ გვდომებოდა, არც დაგიძახებდით, ისე გავაკეთებდით ამასო. მანქანაში რომ დავჯექი, იქ კიდევ ორი ადამიანი იჯდა. ვკითხე, რის გამო და სად მიგყევართ-მეთქი და პასუხდ მივიღე - ძალიან ხმაურობო და თუ მეორეჯერ ასე ვიხმაურებდი, უკან სახლში აღარ დავბრუნდებოდი. ისე უცებ მოხდა, თან ძალიან დავიბენი, რომ მანქანის სერია და ნომერი ვერ დავიმახსოვრე.”

ცნობისათვის, თამარ ჩერგოლეიშვილსა და ბესო ზანგურს შორის ინტერნეტ ლანძღვა 10 დღის წინ დაიწყო. საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტოს “საქინფორმის” ინტერნეტ საიტზე 16 მაისს გამოქვეყნდა ინტერვიუ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ რობერტ სტურუასთან, სათაურით - “ხალხმა ვიცით სიმართლე, მაგრამ ხელისუფლება სირაქლემასავით ოსტატურად მალავს “სიცრუის ქვიშაშითავს!”

სტატიაში სტურუა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და სააკაშვილზე ამბობს, “სომეხია და რა ვქნათ...  ეს ხომ არარის დამალული”-ო.

ამის შემდეგ ამ ინტერვიუს განხილვა “ფეისბუქზე” მოეწყო, სადაც “ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლიშვილი რეჟისორს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და წერს: “ვინც ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ მეტყვის, რომ რობერტ სტურუა სრული სირი არ არის, აღარ დამირეკოს. სრული კი არა, დეგრადირებული სირია”... ”როცა პრესის თავისუფლება არ გვქონდა, ეს კაცი გენიოსი გვეგონა- ახლა ვისაც ჭკუა მოეკითხება, ყველამ იცის რომ პიტალო ყ...ა”.

სწორედ ამ უცენზურო სიტყვების გამო მოუვიდა ჩერგოლეიშვილთან კამათი ბესო ზანგურს.

“სტურუას სტატუსებს რომ თავი დავანებოთ, 72 წლის ადამიანს ასეთი სიტყვები არ უნდა უწოდო,” - ამბობს ზანგური. “ - მიუხედავად იმისა, რომ თავად არის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკოსის, ხელისუფლების ერთ-ერთი მმართველი ძალის, გიგა ბოკერიას ცოლი, თავადაც არის ჟურნალის რედაქტორი. ჟურნალისტიკაში, სალაპარაკო ენაში ძალიან ბევრი რესურსია, ისე რომ ადამიანის მიმართ სიტყვა- სირი არ მოიშველიო. მითხრა, სირია და არ მაინტრესებსო. შენც დიდი სირი ხარო. პასუხად მისივე სიტყვებით მივუგე - შენ მართლა სირო მეთქი. ამის შემდეგ ეს დიალოგი თავის კედელზე გამოფინა და ამას უარესი შეურაცხყოფები მოჰყვა ჩემი და ბატონი რობერტის მიმართ.

“თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც იქვე, “ფეისბუქში”ამბობს, რომ თეატრში არც ყოფილა, თავს უფლებას აძლევს, მსოფლიო ლეგენდად ქცეულ რეჟისორს “დეგრადირებული სირი” უწოდოს. მასთან ამ მიმოწერის შემდეგ ისიც განვაცხადე, იმედი მაქვს, შეიცვალა მთავრობა და ამ განცხადების გაკეთების შემდეგ გლდანის საკანში ჩამომხრჩვალს ან ტყეში ნაწამებს არ მიპოვნით მეთქი. ეს სიტყვები დავწერე იმიტომ, რომ ქალბატონს ვუწოდე სიტყვა “სირი”და თან, წინ წავიმძღვარე სანდრო გირგვლიანის ამბავიც, სადაც ზუსტად ასევე, როცა ქალს მიაყენეს შეურაცხყოფა, ადამიანი ტყეში წაიყვანეს და მოკლეს.

“თუმცა, სადაც ასე, შუადღისას, მხვდებიან და მემუქრებიან, მათ არაფერში ვატყობ, რომ შეიცვალნენ.”

ჩერგოლეიშვილი პასუხად ამბობს, რომ საკუთარ “ფეისბუქის”კედელზე ვის როგორ მოვიხსენიებ, ეს მისი პირადი საქმეა. რაც შეეხება ზანგურის გატაცების ფაქტს, “სრული აბსურდია ის, რომ ჩემს გარემოცვაში ვიღაცას აზრად მოუვიდა ვინმე ბესო ზანგურთან ანგარისწორება. ეს გამოიცხულია. თანაც, ეს ადამიანი იტყუება კიდეც.”

თამარ ჩერგოლეიშვილი: “ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ბესო ზანგური ჩემს გარემოცვაში საერთოდ არავის არ აინტერესებს. მე წავიკითხე ის აბსურდი და თავად შეგიძლიათ გადაამოწმოთ ის, რომ გუშინ, 24 მაისს, 3 საათიდან 7 საათამდე, იმ დროს, როცა თითქოს მოტაცებული ჰყავდათ და ხელკეტებს ურტყამდნენ კუს ტბის ტერიტორიაზე, “ფეისბუქში” დალევაზე უთანხმდებოდა ბატონ რობერტს. 4 საათსა და 21 წუთზე აქვს გაკეთებული კომენტარი. ვერ წამოვიდგენ, რომ ადამიანი მოტაცებული ჰყავდათ და იმის საშუალებას აძლევდნენ იქიდან ეპოსტა ბატონი რობერტისათვის... ასე, რომ ტყუილი ეს და შეგიძლია თავად გადაამოწმოთ რობერტ სტურუას ”ფეისბუქის” კედელზე, ან “მაესტროს” შეგიძლიათ დაუკავშირდეთ. თამარ რუხაძემ საკუთარი თვლით ნახა ეს პოსტი და ძალიან გაკვირვებული იყო.

“საინტერესოა ისიც, ამბობს ხელკეტებით მსუბუქ დარტყმებს მაყენებდნენო. თუ მაგრად ურტყამდნენ, უნდა ემჩნეოდეს, ხო? ამიტომაც მსუბუქად მირტყამდნენო - იმდენი ჭკუა ეყო, ასე განეცხადებინა, მაგრამ იმდენად არა, რომ რობერტ სტურუას კედელზე არ ეპოსტა 4 საათსა და 21 წუთზე.

”: ანუ, თქვენ არა მარტო იმას გამორიცხავთ, რომ თქვენთან პოლემიკას შეიძლება უკავშირდებოდეს ზანგურის კუს ტბაზე აყვანის ფაქტი, არმედ იმას, რომ საერთოდ სიმართლეა ეს ინციდენტი?

თ.ჩ: არა, რა თქმა უნდა. მე აბსოლუტურად წინაამდეგი ვარ, რომ საკუთარი თავის გარდა, ვინმე გამოვიყენო ანგარიშსწორებისთვის. მე ამას ყველანაირად ვებრძვი, მე-18 საუკუნე ხომ არ არის, რომ ადამიანებს სდიო. მე ვაცნობიერებ იმას, რომ საჯარო პირი ვარ, შეიძლება ვინმემ შეურაცხყოფა მომაყენოს, მაქვს თმენის ვალდებულება და ძალიან ადვილად ვყლაპავ ამას. შესაბამისად, გამორიცხულია ჩემი სახელით მომხდარიყო ეს. გარდა ამისა, როცა მისი საჯარო კომენტარი ჩემს კედელზე გამოვაქვეყნე, მან ტელეფონის ნომერიც მომწერა. მე კი, ბოლო ორი ციფრი მოვაკელი ნომერს, ისე დავწერე - ვიფიქრე, ვიღაცას თავში აზრად რომ მოუვიდეს, დაურეკოს და გალანძღოს თქო, ამისგან დავიცავი.

”: თუკი თვლით რომ საჯარო პირი ხართ, მსგავსი შეურაცხმყოფველი ეპითეტებით სათქმელის გამოხატვა მისაღებია?

თ.ჩ: ჩემს “ფეისბუქის” კედელზე ვის როგორ მოვიხსენიებ ეს ჩემი პირადი საქმეა. მე საჯარო კომენტარი გავაკეთე და ვთქვი ჩემი სათქმელი, ისე როგორც საჯარო პირმა. ჩემს ჟურნალში, რომელიც სერიოზული ჟურნალია, ხომ არავის უნახავს მსგავსი რამ?! რაც შეეხება “ფეისბუქის” კედელს, სხვა ადამიანებზეც დამიწერია რაღაც, რაც საჯაროდ არ გამომიყენებინა. ჩემი კედელია, ჩემი მეგობრებისათვის წარიმართა საუბარი, რატომ მიშა სააკაშვილს ან გიორგი არველაძეს როცა მოისხსენიებენ ეგრე, ან თუნდაც ჩემს ქმარს, მაშინ რატომ არ ტყდება ასეთი ამბავი?! რობერტ სტურუაც საჯარო პირია და შეიძლება ვიღაცამ უცენზუროდ მოიხსენიოს. მას თმენის ვალდებულება აქვს და ეს მან და მისმა თაყვანისმცემლებმა აიტანონ.

”: თქვენ რობერტ სტურუა არ მოგწონთ იმიტომ, რომ ის თქვენ პოლიტიკურ შეხედულებებს არ იზიარებს...

თ.ჩ: არაფერ შუაში არ არის მისი პოლიტიკური შეხედულებები. მე პატივს ვცემ ყველას პოლიტიკურ შეხედულებებს და არანაირადარ ვცემ პატივს ქსენოფობებს. შეგიძლიათ გადაშალოთ ჩვენი ჟურნალი და იქ ნახავთ ირაკლი ალასანიას თუ სხვა ოპოზიციონერთა ინტერვიუებს. ჩვენთან არ არის ყვითელი ინტერვიუები, ისეთი, როგორიც “რეზონანსსა” და “კვირის პალიტრაში” შემიმჩნევია. ჩვენთან არსად სტანდარტი დარღვეული არ არის.

”: როცა ამბობთ, რომ ქსენოფობიურ გამოსვლებს არმიესალმებით, რამოდენიმე ხნის წინ პრეზიდენტმა განაცხადა რა ველურებივით ვიქცევით, ზანგები ხომ არ ვართო...

თ.ჩ: ამასთან დაკავშირებით სტატია გვქონდა, სადაც დავგმეთ პრეზიდენტის გამონათქვამი. ვთვლი, რომ პრეზიდენტს ძალიან უხეში შეცდომა მოუვიდა, როდესაც ეს თქვა.

”: მაგრამ თქვენ მაშინ პრეზიდენტისთვისსირიარ გიწოდებიათ?

თ.ჩ: არც ვუწოდებდი, იმიტომ, რომ ეს ქსენოფობია არ არის. მას ეს სიტყვები წამოცდა... და კიდევ, თქვენ რა იცით ”ფეისბუქის” კედელზე ვის რა ვუწოდე?

”: გისვამთ შეკითხვას - უწოდეთ პრეზიდენტსსირი”?

თ.ჩ: ჩვენ ამას სტატია მივუძღვენით. უკვე გიპასუხეთ, ვთვლი, რომ შეეშალა. ძალიან ცუდი შეცდომა მოუვიდა, ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ანალიზის უნარი ხომ არ უნდა დავკარგოთ, როდესაც ადამიანს აძაგებ იმიტომ, რომ სომეხია და ამბობ, რომ აბა სხვას რა უნდა ველოდოთ იმისგან, ქართვლებს როგორ მოგვექცევა, ის ხომ სომეხია და ეს ხომ დამალული არ არის. ეს არის სხვა კონტექსტი. რაც შეეხება იმას, ზანგი ხომ არ ვართ, ეს არის უბრალოდ დამკვიდრებული, ძალიან უაზრო, ცუდი ტერმინი, რომელიც პრეზიდენტმა არ უნდა გამოიყენოს. ეს პრეზიდენტის ქსენოფობობაზე არანაირად არ მიუთითებს. სხვათა შორის, ამის შემდეგ პრეზიდენტმა განმარტებაც გამოაქვეყნა, რის გამოც ძალიან კმაყოფილი ვარ. მან თქვა, რომ ის არ გულისხმობდა კანის ფერს, არამედ გამოიყენა ფრაზა, რომელიც სამწუხაროდ დამკვიდრებლია ჩვენს ლექსიკონში.

”: რობერტ სტურუამაც გამოაქვეყნა პასუხი და ბოდიშიც კიმოიხადა.

თ.ჩ: ბატონმა რობერტმა ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც დიდი ამბავი ატყდა, მაგრამ ის კვლავინდებურად აგრძელებს იმას, რომ სომეხი პრეზიდენტი მას არ ენდომებოდა. სარკოზი არის უნგრელი დაგინახავთ ფრანგი, რომელიც მას აკრიტიკებდეს, იმიტომ რომუნგრელია?”