ბათუმელი სულხანი, ზურაბ ადეიშვილი და რემბრანდტის 3-მილიონიანი ნახატის საიდუმლო

ბათუმელი სულხანი, ზურაბ ადეიშვილი და რემბრანდტის 3-მილიონიანი ნახატის საიდუმლო

რატომ არ უნდა პატიმარს ვადაზე ადრე გათავისუფლება

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ სამოქალაქო ომიც გადაიტანა და მთელი დოვლათი, პრაქტიკულად, მშრალ ხიდზე გაიყიდა, ხალხს დღემდე მაინც შემორჩა ისეთი ნივთები, რომლებიც მსოფლიო მნიშვნელობისაა და მილიონები ღირს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არიან ადამიანები, რომლებსაც შინ მილიონებად შეფასებული ნახატებიც უდევთ, მაგრამ ამის შესახებ არაფერი იციან. სამაგიეროდ, მათი ფასი იმ ექსპერტებმა უწყიან, ვისთანაც გაჭირვებულ ადამიანებს ეს ნახატები მიაქვთ და, საბოლოოდ, სხვადასხვა გზით (ძირითადად, რუსეთის გავლით), ევროპაში ხვდება. ყველაზე კარგად კონტრაბანდული გზით გატანილი ნახატები ინგლისში იყიდება, თუმცა ტრანსპორტირება დიდ რისკთანაა დაკავშირებული.

ბათუმელი სულხან ნ. ობლობაში გაიზარდა და, როცა სკოლა დაამთავრა, ბიძა-მისმა გადაწყვიტა, ძმისშვილისთვის ძველი ნაკეთობების შეფასება ესწავლებინა. ამიტომ, რუსეთში გაგზავნა და რამდენიმე წელიწადში, სულხანი ნამდვილ ექსპერ-ტად დაბრუნდა - თვალის ერთი შევლებით ხვდებოდა, რა ნივთი რა ღირებულე-ბის იყო. სულხანი ,,დოვლათს' მაღალმთიან სოფლებში ეძებდა და მაღალმთიან აჭარაში ვერცხლის ნაკეთობებსა თუ ფაიფურის ვაზებში ას ან ორას დოლარს იხდიდა, შემდეგ კი, ბიძამისის მაღაზიაში ათასებად ჰყიდდა. საქმე იმდენად სარ-ფიანი იყო, აჭარის მაშინდელი მმართველი, ასლან აბაშიძეც კი დაინტერესდა და ანტიკვარიატის მაღაზიას პირადად მიაკითხა. ერთი ვაზა მოუვიდა თვალში, ფასი იკითხა და როცა უთხრეს, 30 ათასი დოლარი ღირსო, ეძვირა. ბიძას გაეღიმა, არ არის ძვირი, ასლან ბატონო, სამი ცალი უკვე გავყიდეთო. სულხანმა ბიძას მწყრა-ლად შეხედა. მეორე დღეს მაღაზიაში ფინანსური შევიდა, ყველაფერი აღწერა და... საღამოს ბიძა ინფარქტით გარდაიცვალა. დარჩა სულხანი მარტო, საქმე კი გადაიბარა, მაგრამ მუშაობა აღარ შეიძლებოდა - აჭარის მთავრობამ ბუღალტერი ჩაუსვა და მოგების თითქმის 90 პროცენტი მიჰქონდა.
ორ თვეში, სულხანმა მაღაზია დაკეტა და თბილისში წამოვიდა, ანალოგიური მაღაზია მრგვალ ბაღთან გახსნა, დილით, მშრალ ხიდზე შეირბენდა, ნივთებს თვალს გადაავლებდა, რაღაცას დაიწუნებდა, რაღაცას მოიწონებდა და რამდენიმე თვეში იმავე მრგვალ ბაღთან ოთხოთახიანი ბინაც იყიდა. პოლიციას ეს შეუმჩნე-ველი არ დარჩენია - სულხანს შემოწმება ახლადმოსულმა ხელისუფლებამ დაუწ-ყო და ისიც მშვიდად ისტუმრებდა, თუმცა ყველაფერი ერთ დღეს აირია.

სულხანი მაღაზიის დაკეტვას აპირებდა, როცა უცნობი ქალბატონი მივიდა, ნა-ხატის დაგირავება მინდაო. ტილოდან სათუთად ამოაძვრინა ნახატი და სულხანს სუნთქვა შეეკრა - რემბრანდტმა შეანათა. ჯერ თვალებს არ დაუჯერა, მერე შეა-მოწმა, მერე კიდევ ერთხელ გადაამოწმა, ინტერნეტში ნახა, მიხვდა, საქმე დაკარ-გულ ნახატთან ჰქონდა და რაც შეიძლებოდა, მშვიდად იკითხა: ,,რამდენი გნებავთ, ქალბატონო?!'
,,არ ვიცი, შვილო, ფული მჭირდება და რამდენს მომცემ? ეს ნახატი ევროპიდან ჩამოიტანეს. მგონი, ცუდი არ უნდა იყოს და იმის ნახევარი მომეცი, რაც ღირს, მერე გადავიხდი, რელიქვიასავითაა ჩვენთვის', - უთხრა ქალმა.

,,ორი ათასი შემიძლია მოგცე და ისიც იმიტომ, რომ ნახატი მართლა მომწონს', - უთხრა სულხანმა და ნახევარ საათში ქალი შინ მიდიოდა ორი ათასი დოლა-რით, სულხანი კი უკვე მერამდენედ აახლებდა ინტერნეტში გვერდს, სადაც გარ-კვევით ეწერა: ,,რემბრანდტის დაკარგული ნახატის ფასი, მინიმუმ, ორი მილიონი დოლარი'...
რამდენიმე თვის შემდეგ, ქალი ისევ გამოჩნდა, ტირილით უთხრა, საშუალება არ მაქვს და რასაც მომცემ, მომეცი, ეგ ნახატი შენი იყოსო. სულხანმა სამი ათა-სი დოლარი მიუთვალა, საბუთები გააფორმა, ნახატი სეიფში საგულდაგულოდ შე-ინახა და შინ წავიდა. ორი თვის შემდეგ, სულხანის მაღაზიაში ახალგაზრდა კაცი მივიდა, თან ის ქალი მიიყოლა და ნახატი მოიკითხა.
,,ეს ქალი მამიდაა ჩემი. ის ნახატი რელიქვია გახლავთ, ფულს დაგიბრუნებთ და ნახატი გვინდა წავიღოთ', - თქვა კაცმა.

სულხანმა ჟურნალი გადმოიღო და ჩანაწერი აჩვენა, რომლის მიხედვითაც ნახა-ტი რამდენიმე კვირის წინ, ვიღაც უცხოელმა 30 ათას დოლარად იყიდა.
,,იტყუები, შე ნაბიჭვარო', - უცებ იფეთქა კაცმა და სულხანს ხელი გაარტყა. მაღაზიაში რამდენიმე კაცი შემოვარდა, ყველაფერი გადააქოთა, სეიფიც გახსნა, მაგრამ ნახატი არსად იყო.
,,ხომ გითხარით, გაიყიდა-მეთქი. სარფიანად გავყიდე, მე რა ვიცოდი, თუ მოა-კითხავდი, ყველაფერი გავარკვიე ამ ქალთან', - ამბობდა სულხანი, მაგრამ...
,,რა 30 ათასი, შე ბოზო? რემბრანდტი იყო და ეს შენ ყველაზე კარგად იცი. მი-ლიონები ღირს, ამიტომ, ან მოიტან, ან არადა, ცოცხლად დაგწვავთ', - ღრიალებ-და მოსული.
მერე, ყველაფერი მალე დასრულდა: სულხანის ,,მერსედესი' გაჩხრიკეს, იქიდან სუბუტექსის 11 აბი ამოიღეს და დააკავეს. რვა თვის განმავლობაში, გლდანის ცი-ხეში ჰყავდათ სულხანი, რვა თვის განმავლობაში სცემდნენ და აწამებდნენ, მაგ-რამ ის ჯიუტად ერთსა და იმავეს იმეორებდა: რემბრანდტი ვიღაც უცხოელმა იყი-დაო. სასამართლომ სულხანს 15 წელი მიუსაჯა...
,,ეს კაცი რაღაც დამფრთხალი მეჩვენება. თან ოფიცრებიც ისე ექცევიან, რო-გორც ძონძს, მაგრამ არ არის ვიღაც. ბარათზე, კვირაში ერთხელ, ასი დოლარი უჯდება, არადა, არავინ ჰყავს', - უთხრა პატიმარ #0578-ს მეგობარმა, როცა სულხანი მათ საკანში შეიყვანეს.

,,ჯერ ერთი, დოლარი ვერ დაუჯდება - ბარათებზე ლარი გვერიცხება, ხოლო რაც შეეხება უცნაურობას, ამ ჯოჯოხეთში ყველა გავგიჟდებით მალე. შეეშვი, ერთი საწყალი კაცია', - უპასუხა #0578-მა.
,,მომისმინე, მე გეუბნები, რომ ასი დოლარი უჯდება ყოველ კვირა. ლარი რო-გორც თამაშობს თეთრებით, ისე თამაშობს ამის ასი დოლარიც. ქვითარი ხომ ამოაქვთ ხოლმე და იმ ქვითარში ზუსტად ის კურსია, რომელიც გაზეთებში წე-რია ანუ ვიღაც უცხოეთიდან ურიცხავს. რაც შეეხება საწყლობას, ოფიცრები ცე-მაში კლავენ, მაგრამ არაფერს ამბობს. საწყლები ასე არ იქცევიან', - არ დაე-თანხმა მეგობარი და საღამოს ორივე სულხანის ნარზე იჯდა.

,,შეგვიძლია, რამით დაგეხმაროთ? თუ ფიქრობ, რომ დახმარება შეგვიძლია, არ მოგერიდოს', - მშვიდად უთხრა #0578-მა.
,,არაფერი, მადლობა, მივხედავ ჩემს თავს... მე არაფერი ვიცი', - მიუგო სულ-ხანმა.
,,ჩვენ არც არაფერი გვიკითხავს და რა უნდა იცოდე ისეთი, რაც დაგვაინტერე-სებს?!' - მეორე პატიმარი ჩაერია საუბარში.
,,არაფერი, მართლა არაფერი, დედას გეფიცებით', - მუდარაზე გადავიდა სულ-ხანი.
ამ დროს საკნის კარი გაიღო და ოფიცერმა თვალი ჰკიდა, როგორ ესაუბრე-ბოდნენ #0578 და მისი მეგობარი სულხანს. მეორე დღეს საკნიდან პატიმარი #0578 მეგობართან ერთად გაიყვანეს.
,,თქვენც გაიგეთ ნახატის ამბავი? რაო, სად მაქვსო, მაგ ბოზმა?!' - ღვარძლია-ნად იკითხა გლდანის ციხის დირექტორმა ალექსანდრე მუხაძემ.
პატიმრებმა ერთმანეთს გადახედეს, მერე ისევ მუხაძეს და...

,,რა ნახატი?!' - ერთდროულად ჰკითხეს ,,ქილერას'.
,,ახლა თქვენ დაიწყეთ ტვინის ბურღვა. არ იცით, ხო, რა ნახატი? რაზე აკაჩა-ვებდით, აბა, გუშინ სულხანს?! იცოდეთ, არაფერი შეგეშალოთ, ეგ ნახატი პირა-დად ადეიშვილს აინტერესებს და ისე გაგაქრობთ, აზრზე ვერ მოხვალთ. გასაგე-ბია?!' - დაიმუქრა მუხაძე.
საკანში დაბრუნებულებს სულხანი დამფრთხალი თვალებით უყურებდა, თუმცა ხმა არცერთს გაუღია, ხოლო როცა ყველა დასაძინებლად დაწვა, მის ნართან ორი ლანდი მიცურდა და აჩურჩულდა.
,,არ ვიცი, მე ნახატი არ მაქვს', - ლამის ტიროდა სულხანი.

,,არ გეუბნებით, რომ გაქვს. რა ნახატზეა საუბარი, შეგიძლია თქვა?!' - ჰკითხა #0578-მა.
,,რაღაც რემბრანდტის ტილოო. მე არ ვიცი, რემბრანდტი იყო თუ სხვა რამ, ვი-ყიდე და გავყიდე და ახლა იმ უცხოელს ვერ პოულობენ. წამალი ჩამიდეს და 15 წელი მომცეს... ტყუილად ვიხდი სასჯელს', - არ ჩუმდებოდა სულხანი.
,,და რამდენია მაგ რემბრანდტის ღირებულება?!' - იკითხა პატიმარმა.
,,არ ვიცი, საიდან უნდა ვიცოდე, მე ხომ...' - სულხანს აღარ დასცალდა, #0578-ის მეგობარმა ყელთან ბრიტვა დაადო.
,,ამბობენ, ორი მილიონიდან იწყებაო', - სხაპასხუპით თქვა სულხანმა.
,,ხედავ, გცოდნია. ნახატი სად არის, სად?!' - პატიმარს ბრიტვა არ აუღია, ისე ჰკითხა.
,,არ ვიცი', - მტკიცედ თქვა სულხანმა და თვალები დახუჭა.
,,თუ იცის და არ ამბობს, არც სიკვდილის შიშით იტყვის, 15 წელზე წამოვიდა და ახლა ამისთვის სმერტია მაგის თქმა. თუ არ იცის, ტყუილად მოკლავ', - ჩუ-მად თქვა #0578-მა.

***
თავისუფლებაზე გამოსვლის შემდეგ, #0578-მა და მისმა მეგობარმა სულხანის ადვოკატი ნახეს, აუხსნეს, შენი კლიენტის გამოყვანა შეგვიძლია და შენი დახმა-რება გვჭირდებაო. ადვოკატმა ორი დღე ითხოვა, შემდეგ, ბიჭებს შეხვდა და გაო-ცებულმა უთხრა: ,,არ უნდა გამოსვლა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ უარს ამბობს, მოვიხდი და გამოვალო. არადა, შვიდი წელი დარჩა. ასე შეშინებული ეგ ჯერ არ მინახავს...'

ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და ადვოკატს უხმოდ დაშორდნენ.
სულხან ნ. სასჯელს დღემდე იხდის და ხუთ წელზე მეტი აქვს დარჩენილი. ად-ვოკატი პირდება, შემიძლია, გაგიყვანოო, თუმცა ის ისევ უარზეა და სასჯელის ბოლო დღეს ელის...

პატიმარი #0578