სამწუხაროდ ჩვენ ვიცით, რომ „ოდირი“ არის ისეთი რეჟიმების გავლენის ქვეშ, რომლებიც არ არიან დაინტერესებულები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვძებნოთ გამოძიების ისეთი საშუალება, რომელიც თავისუფალი იქნება ამ რეჟიმების გავლენისგან და რაც მოიტანს სამართლიან შედეგებს და თუ დადასტურდება, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, შემდეგ შედეგებზე უნდა ვიფიქროთ, - განაცხადა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა.
მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაასაჯაროოს დეტალები და მოხდეს ამ დეტალების გაცნობა.
„ჩვენ გვაქვს ყველა სახის მტკიცებულება, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ახლა საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გავეცნოთ დეტალებს. ვაიძულოთ საქართველოს ხელისუფლება, რომ გაასაჯაროოს დეტალები. მანამდე კი სრულიად შეუძლებელია, რომ ჩვენ ამ არჩევნების შედეგები ვაღიაროთ.
ახლა ინდივიდუალური სანქციები არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ვერ დავსჯით ყველას საქართველოში, ვინც მონაწილეობა მიიღო გაყალბებაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დავასანქციროთ რამდენიმე პიროვნება, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ გაყალბებებზე“, - განაცხადა მირიამ ლექსმანმა.