”გონიერებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით, მე ვიტყოდი, რომ ხალხი უფრო გონიერი, სტაბილური და გამჭრიახია, ვიდრე ხელისუფალი. უსაფუძვლოდ როდი ამბობენ, რომ ხალხის ხმა ღვთის ხმას ჰგავს. აშკარაა, რომ პოპულარული აზრი საოცრად ეფექტურია მის წინასწარმეტყველებებში, იმდენად, რამდენადაც მას შეუძლია განჭვრიტოს საკუთარი სიკეთე და ბოროტება რაღაც მეტაფიზიკური ძალით“. – მაკიაველი [დისკურსები, I.58]
უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების კლასი საქართველოში მძიმედ დამარცხდა. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების შედეგად უმრავლესობა მოიპოვა უაღრესად დაყოფილი ოპოზიციის წინააღმდეგ საარჩევნო ბრძოლაში შაბათს, 26 ოქტომბერს. „ქართული ოცნების“ მთავრობა დანის პირზე გადის, ერთი მხრივ ცდილობს შეინარჩუნოს პოზიტიური ურთიერთობები დასავლეთთან, თუმცა აცნობიერებს საქართველოს სახიფათო პოზიციას ზესახელმწიფოს გვერდით, რომელთანაც აქტიური სავაჭრო ურთიერთობები აქვთ. აღსანიშნავია, ისიც რომ საქართველოს რუსეთთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს. ქართული ოცნება ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად რუსეთის მარიონეტული ძალაა, თუმცა რეალურად ეს ასე არაა, მათ მიზანს წარმოადგენს დასავლეთის მიერ დაფინანსებულ უამრავ უცხოელ აგენტს, რომლებიც „სამოქალაქო საზოგადოების“ სარჩულით ოპერირებენ, არ მიეცეთ იმის საშუალება, რომ ქვეყანა შემდეგ უკრაინად გადააქციონ. ამ ფრაქციის ლიდერი საფრანგეთში დაბადებული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, რომელიც თანამდებობას ერთ თვეში დატოვებს, მაგრამ ახლა აქტიურად ამტკიცებს, რომ ეს არჩევნები მოიპარეს უპრეცედენტო გაყალბებით. პრეზიდენტი იმასაც დასძენს, რომ მას არ შეუძლია გაყალბების მტკიცებულებები წარმოადგინოს და არც შეეცდება ამის გაკეთებას. ეუთოს არჩევნების მონიტორინგის ჯგუფის ანგარიშშიც გარდა რამდენიმე პრობლემისა, რომელიც ნებისმიერ არჩევნებზე ხდება, არანაირი საბუთი არ არის წარმოდგენილი, რომელიც გაყალბებაზე მიუთითებს. დასავლეთში მთავარ უკმაყოფილებას რეალურად ქართველი ხალხის პოლიტიკური შეხედულებები იწვევს და არა რაიმე სხვა. არასამთავრობო ორგანიზაციების კლასი და საერთაშორისო მედია ამტკიცებენ, რომ ქართული ოცნების განცხადებები იმის შესახებ, რომ ქვეყანა სამიზნეა საერთაშორისო ომის მომხრეების, რომელთაც სურთ ქვეყნის გამოყენება რუსეთისთვის ზიანის მიყენების მიზნით, არის „შეთქმულების თეორია“, მაგრამ ეს აშკარა რეალობაა. ქართველებმა ხმა მისცეს საკუთარი ქვეყნის უკრაინიზაციის წინააღმდეგ, მაგრამ დაუშვებენ კი ამას „დემოკრატიული“ ძალები?
მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო სახელმწიფო დეპარტამენტის და დასავლური ფინანსური ინტერესების საყვარელი სათამაშო იყო, რომელსაც მრავალი თვალსაზრისით იყენებდნენ უცხოური მანიპულაციების ლაბორატორიად. მაგალითები იმისა, თუ რა ზიანი მიაყენა ამან ქართველებს, განუსაზღვრელია, თუმცა ყველაზე საყურადღებო ის არის, რომ საქართველო ადრეული „ფერადი რევოლუციის“ ქვეყანაა, რის შედეგადაც კოლუმბიის საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლის კურსდამთავრებული, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. ის ბუშის ადმინისტრაციის ახლო მოკავშირე იყო, რომელმაც 2008 წელს რუსეთთან კატასტროფული ომის პროვოცირება მოახდინა და რუსეთის მიერ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია. ეს არსებითად უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომელმაც მრავალი თვალსაზრისით ახალი ცივი ომის დაწყებას ჩაუყარა საფუძველი დასავლეთსა და რუსეთს შორის. უცხოური ჩარევის კიდევ უფრო განსაცვიფრებელი ქმედებების შედეგად სააკაშვილის მთავრობამ მიაღწია შეთანხმებას საფრანგეთის მთავრობასთან, რომლის შემდეგაც საფრანგეთის ელჩს საქართველოში, სალომე ზურაბიშვილს, ნება მიეცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად გადასულიყო, ეს უკანასკნელი ახლა საქართველოს პრეზიდენტია. ზურაბიშვილი თავდაპირველად ქართული ოცნების მიერ იყო მხარდაჭერილი, მაგრამ შემდეგ მათ მოწინააღმდეგეთა ბანაკში გადავიდა და საბოლოოდ ქვეყანაში უცხოური ჩარევის წამყვანი მომხრე გახდა. არსებითად შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ შექმნეს უსარგებლო, ზედმეტად განათლებული ქალებისა და მამაკაცების უზარმაზარი მაფია, რომლებსაც სძულთ რუსეთი და არაფერი აინტერესებთ, გარდა ევროატლანტიკურ სამყაროში ინტეგრაციისა, ან, შესაძლოა, უბრალოდ ანაზღაურებისა, რომლებსაც ისინი იღებენ ევროს პოპულარიზაციისთვის.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართული ოცნება ნომინალურად მაინც რჩებოდა ევროკავშირში გაწევრიანების ერთგული. თუმცა, ევროპამ შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების მცდელობა დაძაბული ურთიერთობების ფონზე, რაც ძირითადად ორი მიზეზით არის გამოწვეული. პირველი არის რუსეთ-უკრაინის ომი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ არანაირად არ დაიჭირა რუსეთის მხარე და დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა, ისინი ასევე ცდილობდნენ მშვიდობიანი ურთიერთობების შენარჩუნებას ყველაზე ძლიერ მეზობელთან და უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან. საპირისპიროდ, უკრაინელი ფანატიკოსები ახლაც მიჰყვებიან ბუშის დოქტრინას: „თუ ჩვენთან არ ხარ, ჩვენ მტერი ხარ“. გარდა ამისა, ნაწილობრივ მათი წინააღმდეგობის საპასუხოდ მშვიდობის შენარჩუნებაზე, საქართველო ცდილობდა ქვეყანა არასამთავრობო ორგანიზაციების მზარდი გავლენის ფონზე ემართა. „ქართულმა ოცნებამ“ მრავალი ბარიერის და დაბრკოლების მიუხედავად, მაინც მოახერხა „უცხოური აგენტების“ კანონის გატარება, რომელიც მოითხოვს ძირითად ფინანსურ გამჭვირვალობას უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებში. ირონიულია, რომ კანონს, რომელსაც ბევრი „რუსულს“ უწოდებს, ნათლად წარმოაჩინა, თუ რამხელა გავლენა აქვს დასავლეთს საქართველოში.
ეს ინფორმაცია საკმარისია იმისთვის, რათა მიმდინარე არჩევნებზე სასაუბროდ გადავიდეთ:
არჩევნების წინარე პერიოდი დაძაბული იყო, ჩვეული “ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნების” რიტორიკით. მიუხედავად ამისა, ქართველთა მხოლოდ 59%-მა მისცა ხმა, საიდანაც „ქართულმა ოცნებამ“ 54% მიიღო, დანარჩენი კი ოთხ პარტიას შორის გადანაწილდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ახალი საარჩევნო სისტემა არ იძლევა კოალიციურ სიებს, პარტიებმა შექმნეს კოალიციები ცალკეული პარტიების სახელწოდებით. წარმოდგენილი 4 ოპოზიციური პარტიიდან მხოლოდ ერთი არის ცალკეული პარტია, ხოლო დანარჩენი 3 წარმოადგენს მათ შორის არსებულ 10 პარტიას, ასევე სხვა ჯგუფებს ან პოლიტიკოსებს, რომლებიც არ არიან ფორმალური პოლიტიკური პარტიები. მოკლედ, უცხოური გავლენის მომხრე დიდმა პროტესტმაც კი არ გამოიწვია მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერების აღზევება და ოპოზიცია მეტწილად ფრამგენტირდა. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ისინი ხალხს გარდა დასავლური ფულის აღებისა და რუსეთის სიძულვილისა არაფერს სთავაზობენ. საქართველოში დასავლური ფულის დიდი ნაკადი, ალბათ, მათი ყველაზე დიდი პრობლემაა, რადგან ის მოედინება სახელმწიფო დეპარტამენტიდან, სოროსის ფონდებიდან, ევროკავშირიდან და რეალურად ნებისმიერისგან, ვინც მონაწილეობს რბილი ძალის ოპერაციებში. იმავდროულად, ქართული ოცნება, პირველ რიგში, ერთი ქართველი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის პროექტია. „ქართული ოცნების“ წარმატება შესაძლოა ავხსნათ მისი ერთიანობით, ან მაკიაველის სიტყვებით, რომ ვთქვათ: „ეს ყოველთვის ასე მოხდება: ერთი ადამიანი, მცირედი ძალისხმევითაც კი შეძლებს მრავალი სუსტის დამარცხებას“ [დისკურსი, III.11.]
ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ გაერთიანებულ ოპოზიციას შეეძლო შეექმნა ფუნქციური კოალიციური მთავრობა, თუნდაც ხმების 55% მიეღო. თუმცა, ისინი არჩევნებამდე ზოგიერთ ძირითად საკითხზე შეთანხმდნენ. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მოამზადა პლატფორმა უცხოური გავლენის აღსადგენად, რომელიც ცნობილია საქართველოს ქარტიის სახელით, ამის შესახებაც შეგიძლიათ აშშ-ს პროპაგანდისტული რადიო თავისუფლების ვებ-გვერდიდან შეიტყოთ. ქარტიის ყველაზე თვალსაჩინო ნაწილია „ტექნოკრატიული“ მთავრობის შექმნა, რომელსაც ზურაბიშვილი ხელმძღვანელობს. ეს მთავრობა გააუქმებს „ქართული ოცნების“ ყველა „ავტორიტარულ“ კანონს, მაგალითად კანონს უცხოური გავლენის აგენტებისა და ლგბტ პროპაგანდის შესახებ. გარდა ამისა, ტექნოკრატიული მთავრობის დაფუძნებიდან ერთი წლის შემდეგ ჩატარდებოდა ვადამდელი არჩევნები, რომლის შემდეგაც უკვე ჩამოყალიბდებოდა პოლიტიკოსებისგან შემდგარი მთავრობა. სტოკჰოლმის ინსტიტუტის აღმოსავლეთ ევროპის საქმეთა წარმომადგენელმა საქართველოს შესახებ შემდეგი, რამ დაწერა:
„დასავლეთმა მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს ზურაბიშვილის ინიციატივას, რადგან ეს არის ერთადერთი რეალური შანსი იმისა, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროპულ გზაზე და გააგრძელოს მუშაობა ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ 9 ნაბიჯზე. თუმცა, დასავლეთმა ასევე უნდა აღიაროს მისი მხარდაჭერის რისკები. ქართული ოცნების ხელისუფლება გამოიყენებს მას საქართველოს შიდა საქმეებში საგარეო, ანუ, დასავლეთის ჩარევის „დასამტკიცებლად“.
მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები შეიძლება მოწამლული იყვნენ უცხოური დაფინანსებით, იდეოლოგიით და რუსეთის მიმართ რადიკალური სიძულვილით, ძნელია მათი გზავნილის გავრცელება ფართო საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით საშინაო პოლიტიკაში ერთიანი ოპოზიციური ლიდერის არარსებობის პირობებში. ამასთანავე, არსებითად უნდა გვესმოდეს, რომ ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის ძალიან ცოტა ადამიანი თუ იქნება რუსეთთან ომის მხარდამჭერი. მათთვის პრიორიტეტი ევროკავშირის ეკონომიკურ სიკეთეებზე წვდომაა. ევროპის თავისუფალ სავაჭრო ზონაში ინტეგრაცია, ალბათ, ყველაზე მეტად აინტერესებს პროევროპელ ამომრჩეველს, რომლებიც არ არიან ინდოქტრინირებული, მაგრამ სამაგიეროდ სურთ გაზარდონ მათი ხელმისაწვდომობა ევროპულ ბაზრებზე, სამუშაო ადგილებზე, განათლებაზე და ასე შემდეგ.
მიუხედავად ამისა, ქართული ოცნების 12 წლიანი მმართველობის შემდეგაც, ამ უკანასკნელის მესიჯმა „ჩვენ თქვენ სიკვდილს არ დავუშვებთ“ გაამართლა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის სამიტზე განაცხადა.
„2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიცემული დაპირების მიუხედავად, საქართველოს და უკრაინას არ მიეცათ ნატოში გაწევრიანების უფლება და ორგანიზაციის მიღმა დაგვტოვეს. ყველა ასეთ გადაწყვეტილებას იღებს გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს გადამწყვეტი გავლენა ნატოსა და ევროკავშირზე და რომელიც მხოლოდ საქართველოსა და უკრაინას ხედავს სასარბაზნე ხორცად. მათ პირველად საქართველო რუსეთთან დაპირისპირებაში 2008 წელს შეიყვანეს, 2014 და 2022 წლებში კი უკრაინა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს. გლობალური ომის პარტიის საქართველოს მიმართ აგრესიის მთავარი მიზეზი ის არის, რომ მათ დიდი ძალისხმევის მიუხედავად ვერ გადააქციეს საქართველო მეორე ფრონტად, რასაც ძალიან მარტივად შეძლებდა აგენტების ხელისუფლებაში დაბრუნების გზით“.
ამ განცხადების ჭეშმარიტება ადვილად ამოსაცნობია, უბრალოდ უნდა ნახოთ, რას ლაპარაკობენ კოლექტიურ დასავლეთში ამ არჩევნებზე. დასავლეთის მთელი საგარეო დისკურსი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო ძალიან მეგობრული გახდა რუსეთის მიმართ და აღშფოთებული არიან იმის გამო, რომ საქართველოს ვეღარ იყენებენ რუსეთის მიმართ მტრობის გამოსახატავად. 10 წლის წინ, მაიდანის დროს, ალბათ შესაძლებელი იყო საზოგადოების მეტად დარწმუნება, რომ ყველაფერი სხვა გზით წავიდოდა, მაგრამ ისტორია იმის შესახებ, თუ რა დაემართა უკრაინას, როდესაც ისინი ამ დასავლელ ურჩხულებს ბოლომდე ენდნენ კარგად არის ცნობილი საქართველოში.
არასამთავრობო ორგანიზაციების კლასთან დაკავშირებით ივანიშვილმა შემდეგი რამ განაცხადა.
„უცხო ქვეყნის მიერ აღზრდილ ფსევდოელიტას რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი აქვს. მათ არ აქვთ სამშობლო; მათ არ უყვართ თავიანთი ქვეყანა და ხალხი, რადგან მათ ნამდვილად არ თვლიან მათიანებად. პირიქით, ასეთ ადამიანებს უხერხულობას უქმნის თავიანთი ქვეყანა და ხალხი… ასეთი ადამიანები ადვილად კონტროლირებადები არიან გარედან, რადგან მათ არანაირი პრინციპი არ გააჩნიათ. ეს არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის სახე და ეს იყო ამ ხალხის სახე, როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ“.
დასავლური პროდემოკრატიული ძალები წინასწარ მოემზადნენ არჩევნების შედეგების უარსაყოფად თუ კი ქართული ოცნება გაიმარჯვებდა. ანატოლ ლივენი Responsible Statecraft-ში აღნიშნავს, რომ არ იყო საჭირო წინასწარმეტყველი ყოფილიყავით, რათა საქართველოში განვითარებული სცენარი დაგენახათ. მაგრამ მიუხედავად ამისა, კარგი იქნება თუ გადავხედავთ იმას, რაც მან ივლისში დაწერა:
„ქართველთა შორის საყოველთაო აზრია, რომ თუ მთავრობა გაიმარჯვებს, პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი ოპოზიცია მაქსიმალურად შეეცდება დაამტკიცოს, რომ შედეგები გაყალბებულია და მასობრივ საპროტესტო მოძრაობას წამოიწყებენ საქართველოს მთავრობის დამხობის მიზნით”.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ქვეყნის ერთადერთ დამოუკიდებელ ინსტიტუტად აცხადებს თავს, არჩევნების გაყალბების ნარატივს ხელმძღვანელობს, თუმცა ამ პროცესში ის საკუთარ თავსაც იდიოტად წარმოაჩენს. მას არ აქვს მტკიცებულებები და არც აპირებს მათ მოძიებას , მაგრამ გულში იცის, რომ არჩევნები მართლაც მოიპარეს. ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც მას აქვს, იყო Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლი, აშშ-ში დაფუძნებული ფირმის, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე მუშაობს. Sky News-თან ინტერვიუში, რომელიც ზურაბიშვილმა რატომღაც გადაწყვიტა Twitter-ზეც გამოექვეყნა, ის შემდეგ კითხვას სვამს, როგორ არის შესაძლებელი ათასობით ადამიანმა გააპროტესტოს არჩევნების შედეგები, მაგრამ მაინც დამარცხდნენ? მე მაქვს მისთვის პასუხი: ქუჩის მომიტინგეების რაოდენობა ოპოზიციის სასარგებლოდ დათვლილი ხმების მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს.
ზურაბიშვილი ინტერვიუში ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმაც კი ვერ დაამტკიცა რუსეთის არჩევნებში ჩარევის ფაქტები და ბუნებრივია, რომ პატარა საქართველოც ვერ შეძლებს ამას. რა თქმა უნდა, შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ ვერ დაამტკიცეს რუსეთის ჩარევა, რადგან ეს მოგონილი სისულელეა, რომლის აქტუალიზაციასაც თავად დასავლეთში უწყობენ ხელს, თუ კი არ მოსწონთ არჩევნების შედეგები.
ზურაბიშვილი ხშირად იმეორებდა პრეტენზიებს ბიულეტენების ჩაყრის, ორმაგი კენჭისყრის და არჩევნების გაყალბების შესახებ, ამ ბრალდებების მასშტაბის ან დამადასტურებელი სპეციფიკის გარეშე. მან ადრე დაარწმუნა საზოგადოება, რომ საქართველოში ელექტრონული ხმის მიცემის პირველი გამოყენება უსაფრთხო იყო, ახლა კი ამბობს, რომ ის გამოყენებულ იქნა შედეგების მანიპულირებისთვის.
გახსოვდეთ, ეს არის დასავლეთის აგენტი ქალი თბილისში, ყველაფრის მიუხედავად ტრამპს 2020 წლის არჩევნების პერიოდში უამრავი მტკიცებულება ჰქონდა დარღვევებთან დაკავშირებით. ზურაბიშვილი კი უბრალოდ შეშლილია და ისეთ რამეებს, ამბობს როგორიცაა: „ჩვენ ვიყავით არა მხოლოდ მოწმეები, არამედ მსხვერპლნიც, რასაც მხოლოდ რუსული სპეცოპერაცია შეიძლება ვუწოდოთ – ეს ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ახალი ფორმაა“. იგი იმასაც კი ამტკიცებდა, რომ პირადობის მოწმობები მოქალაქეებს მოპარეს და გამოიყენეს კარუსელის თაღლითურ სქემაში: „ეს არის სიტუაცია, როდესაც ერთ ადამიანს შეუძლია ხმა მისცეს 10, 15, 17-ჯერ იგივე პირადობის მოწმობით“. იმავე ინტერვიუში მან განმარტა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სტრატეგია რუსეთის მიერ იყო შთაგონებული. ჩემი პერსონალური ფავორიტი არის ის, რომ იგი ციტირებულ იქნა უკრაინსკა პრავდაში: „მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანაში“, რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ „მე არ წავსულვარ საქართველოში ჩემი სამშობლოდან, საფრანგეთიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილობრივებმა სხვა ძალას მისცენ ხმა.“
ერთი ეგზიტპოლის გარდა, ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ზურაბიშვილს აქვს, როგორც ჩანს, არის „ქართული არჩევნების დამკვირვებლების“ განცხადება, რომ მათ გამოავლინეს „საარჩევნო გაყალბების დიდი სქემა“. საქმე ის არის, რომ საქართველოში „დემოკრატიის“ ინდუსტრიას მთლიანად აკონტროლებს შარვალ-კოსტუმების მაფია. საქართველოში არავინ იხდის ფულს დამოუკიდებელ „საარჩევნო დამკვირვებლებზე“ და უნდა ვივარაუდოთ, რომ ვინც ამ „სამსახურს“ ეწევა, მუშაობს დასავლეთის მთავრობებისთვის ან ფინანსური ინტერესებისთვის. ზურაბიშვილის მიმართ ახლა გამოძიება დაიწყო ყალბი ბრალდებების გამო, რომ თითქოს არჩევნები მოიპარეს.
ზურაბიშვილი იმედოვნებდა, რომ თავისი ქარტიით საქართველოს არა-კონსტიტუციური ლიდერი იქნებოდა, თუმცა ის უბრალო სუსლელად დარჩა. როგორც ჩანს, მას აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ისტებლიშმენტიც ვერ ეხმარება, არა იმიტომ, რომ ისინი ამერიკული არჩევნებით არიან დაკავებულნი, არამედ იმიტომ, რომ დემოკრატებისთვის და ბაიდენის ადმინისტრაციისთვისაც კი არსებობს ფარისევლობის საზღვრები.
ზურაბიშვილმა მოუწოდა ხალხს საპროტესტო აქციები წამოეწყოთ, რომელთაგან ზოგიერთი მასშტაბურიც იყო, მაგრამ ისინი საკმაოდ სწრაფად დაშოშმინდნენ. ქართველებს არა მხოლოდ უნახავთ ომი მათ სიცოცხლეში, არამედ მათ თავად ნახეს 2014 და 2022 წლებში რა დაემართათ უკრაინელებს.
ეუთოს მონიტორინგის ჯგუფმა ევროკავშირიდან საქართველოში ჩატარებული არჩევნები არსებითად გააკრიტიკა. ამის შესახებ ფართოდ არის ციტირებული მედიაში, მაგრამ ეუთოს არ უთქვამს, რომ არჩევნები ბათილად უნდა გამოცხადებულიყო. ამაზე ცოტა ხნით შეჩერება ღირს, რადგან მსგავს ცნობებს შეცდომაში შეჰყავს ის ხალხი ვისაც კარგად არ ესმის სადამკვირვებლო მისიების თავისებურებები. პირველი, რაც უნდა იცოდეთ არის ის, რომ ეუთო ზუსტად იგივე ანგარიშს გამოაქვეყნებდა, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებდა და ქართული ოცნება 40%-ს მიიღებდა. საშუალო სტატისტიკური ადამიანი ფიქრობს, რომ არჩევნების მოპარვა გულისხმმობს ხალხისთვის ხმის მიცემის ჩამორთმევას ან მათზე ძალადობას. თუმცა, ისეთი ორგანიზაცია, როგორიც ეუთოა, ამაზე ბევრად მეტ სიღრმეში ჩადის.
ცხადია, რომ „ქართულ ოცნებას“ მეტი რესურსი და მათი გამოყენების უკეთესი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე 10 პატარა ოპოზიციურ პარტიას. მოხსენების დიდი უმრავლესობა განმარტავს, თუ რატომ არ იყო სამართლიანი გარემო, მაგრამ ის თავისუფალი იყო იმ გაგებით, რასაც ნორმალური ადამიანი ფიქრობს.
„კონკურსანტებს ზოგადად შეეძლოთ თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია, მაშინ როდესაც კამპანიის რიტორიკა და გამოსახულება ემსახურებოდა საზოგადოების პოლარიზაციას. მივიღეთ, მრავალი შეტყობინება, რომელთა თანახმადაც საჯარო სექტორში ზეწოლა ხდებოდა მმართვეელი პარტიისთვის სასარგებლოდ ხმის მიცემაზე“
საკითხი, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ საქართველოს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რთული და ურთიერთსაწინააღმდეგოა, ამიტომ კრიტიკაც დიდწილად უაზროა. „ზეწოლა საჯარო სექტორის მუშაკებზე“ არის ის, რასაც ყოველთვის გაიგებთ. ეს შემაშფოთებლად ჟღერს ამერიკელებისთვის, რომლებიც შეჩვეულნი არიან პროფესიულ ბიუროკრატიას და, რაც მთავარია, სასაცილოდ გულუბრყვილოები არიან იმის თაობაზე, თუ როგორ მუშაობს საკუთარი მთავრობა, მაგრამ, თუ მართალია, აქ უჩვეულო არაფერია. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ფეისბუქზე თქვენი სურათის განთავსება MAGA-ს ქუდში არის სწრაფი გზა თქვენი კარიერის დასასრულებლად ამერიკის ბევრ სამთავრობო ოფისში.
ეუთო ასევე განაწყენებული იყო, რომ საარჩევნო ცვლილებებით დასრულდა კანონი, რომელიც ქალთა თანაბარ წარმომადგენლობას უზრუნველყოფს პარტიულ სიებში.
„პოლიტიკაში ჩართული ქალები კვლავ აწყდებიან გამყარებულ სტერეოტიპებს, პოლიტიკურ პარტიებში გამოწვევებს და ძალადობის სხვადასხვა ფორმებს. პარტიულ პროგრამებს აკლდათ მესიჯები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებდნენ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე“.
თუმცა, ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი პრეტენზია მაინც ეს არის: „საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ და ODIHR-ის წინა რეკომენდაციების მიუხედავად, სასამართლოს გადაწყვეტილებით ქმედუუნაროდ გამოცხადებულ და ინსტიტუციურ ზრუნვაში მოთავსებულ მოქალაქეებს უფლება არ მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ საარჩევნო პროცესებში“. დიახ, თქვენ სწორად წაიკითხეთ, ეს არ არის ხუმრობა. ისინი განაწყენებულნი არიან, რომ საქართველო არ აძლევს უფლებას არჩევნებში ქმედუუნარო ადამიანებმა მისცენ ხმა.
მაგრამ ჩნდება კითხვა, რატომ არიან ისინი ასე განწყობილები? რაც თქვენ უნდა გესმოდეთ ამ ორგანიზაციისა და მათი წესების შესახებ არის ის, რომ მათ სურთ ქვეყნები შევიდნენ “ისტორიის დასასრულის” ევროპაში, სადაც ტექნოკრატები მართავენ ყველაფერს და დიად იდეებზე დისკურსები აღარ მიმდინარეობს. რეალურად ეს ტექნოკრატები კერძო ინტერესებს მოემსახურებიან, ხოლო საშუალო და დაბალი ფენებისთვის არაფერი შეიცვლება. ასეთია დღეს ევროკავშირის სისტემა.
ანგარიშში ასახულია რამდენიმე რეალური პრობლემაც, კენჭისყრის პროცესი უარყოფითად არის შეფასებული 1,924 ჯიხურიდან 6%-ში, რომელსაც ისინი „მნიშვნელოვნად მაღალ მაჩვენებელს“ უწოდებენ. ზოგიერთ შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ ჰყავდა ადამიანები, რომლებიც საარჩევნო უბანზე მდგომარეობას აღწერდნენ, რაც არ არის უკანონო, მაგრამ მათი თქმით, ამას დამაშინებელი ეფექტი ჰქონდა. სხვა შემთხვევებში მათ არ მოსწონდათ უბნების ორგანიზება. დაუდასტურებელი ცნობები არსებობდა ამომრჩევლის მოსყიდვის ან ხალხის მიერ უცნობი პარტიების მიერ საარჩევნო უბნების გარეთ „თვალთვალის“ შესახებ, თუმცა არცერთი ასეთი მცირე დარღვევა საბოლოო ჯამში არ შეიძლება ყოფილიყო იმ უზარმაზარი განსხვავების ამხსნელი, რომელიც არჩევნებში დაფიქსირდა.
ზოგიერთი სუბიექტი მაქსიმალურად ფრთხილობდა სიტუაცია შეეფასებინა და აღიარებდა გაყალბების შესახებ რელევანტური მტკიცებულებების ნაკლებობას.
ენტონი ბლინკენიც კი ირიბად აღიარებდა არჩევნების ლეგიტიმურობას მისი ევროპელი კოლეგებისგან განსხვავებით, თუმცა პარალელურად მოუწოდებდა ხელისუფლებას თითოეული სარჩელის გამოეძიებინა. საპირისპიროდ, მაკკეინის ინსტიტუტმა და ომის იდეოლოგიის მქონე სოციალური ქსელის ფანატიკოსებმა ყველა მხარეს მოუწოდეს არჩევნები არ ეღიარებინათ.
ელიტური აზრის უფრო წარმომადგენლობითი სტატია Foreign Policy-ზე გამოქვეყნდა სათაურით: „აშშ-მ არ უნდა აღიაროს საქართველოს არალეგიტიმური არჩევნები“. მას წერენ იან კელი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში 2015-2018 წლებში და დევიდ ჯ. კრამერი, რომელიც „ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორია“. სტატია იწყება 2004 წლის უკრაინის „ნარინჯისფერ რევოლუციაში“ აშშ-ს როლის პირდაპირი ქებით. იგი ასევე მოითხოვს სანქციების დაწესებას საქართველოსთვის, მათ შორის პრემიერ-მინისტრისა და საარჩევნო კომიტეტის წინააღმდეგ. ავტორების თქმით, ივანიშვილმა „აბსურდული პრეტენზია გამოთქვა, რომ ოპოზიციას თითქოს მისმა დასავლელმა „მფარველებმა“ დაავალეს, რომ საქართველომა „მეორე ფრონტი“ გახსნას რუსეთის წინააღმდეგ“. კიდევ ერთხელ, ეს სრული სიმართლეა, მიუხედავად იმისა, პირდაპირ თქვეს ეს თუ არა, ქართულ ოცნებას დასავლეთი თავს ესხმის რუსეთთან დაბალანსების პოლიტიკის გამო. სტატიაში ასევ ვკითხულობთ:
„ქართველი ხალხი, რომელიც რჩება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ერთგული მხარდამჭერი, იმსახურებს ჩვენს თანადგომას – ისევე, როგორც ის ადამიანები რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისთვის მთელ მსოფლიოში. საქართველო გახდა უახლესი ბრძოლის ველი და დროა შეერთებულმა შტატებმა გამოწვევას უპასუხოს.”
მართალია, სრულიად აბსურდი იქნება თუ ვიტყვით, რომ მათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ, თუმცა მათივე თქმით საქართველო რუსეთსა და ამერიკას შორის ბრძოლის ველადაა ქცეული.
საპირისპიროდ, ერთ ევროპელ კაცს სურს აღიაროს საქართველოს არჩევნები, მაგიარის დიდ იმედს, ვიქტორ ორბანს:
წამყვანი ევროკრატების დიდი წუხილის მიუხედავად, ევროკავშირის ამჟამინდელი პრეზიდენტი საქართველოში ჩავიდა, რათა მიულოცოს ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ საქართველო შემდეგი უკრაინა არ გახდა.
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, დასავლურ ძალებს არ ძალუძთ ამ დროისთვის საქართველოში რევოლუციის მოხდენა. თუმცა, ოპოზიცია ამჟამად უარს ამბობს პარლამენტში ყოფნაზე და ამით „ქართული ოცნების“ კვორუმს უარს ეუბნება. რაც არსებითად გამოიწვევს კონსტიტუციურ კრიზისს. დიდი ალბათობით, საქართველოში საპროტესტო აქციები გაგრძელდება, რა დროსაც შესაძლოა ახალი ოპოზიციური ლიდერიც წარმოიშვას. საქართველო ჯერ-ჯერობით ახერხებს უკრაინიზაციას თავი აარიდოს, თუმცა მისი მისი მომავალი მაინც ბუნდოვანია.
ყველა ბრალდების საპირისპიროდ, „ქართული ოცნება“ არ არის „პრორუსული“ პარტია, ეს არის პროქართული პარტია, რომელიც მისი მოქალაქეების სიცოცხლეს უფრთხილდება. როგორც ჩანს, ერის გონიერმა ნაწილმა სწორი არჩევანი გააკეთა.
წყარო: https://www.thewaywardrabbler.com/p/georgians-vote-against-ukrainization