სკანდალური ინტერვიუ ქართველთან, რომელიც ოკუპანტი რუსეთის ჯარში მსახურობს!

სკანდალური ინტერვიუ ქართველთან, რომელიც ოკუპანტი რუსეთის ჯარში მსახურობს!

სამმა კირნათელმა მამაკაცმა მთელი საქართველო აალაპარაკა და, მიუხედავად იმისა, რომ სკადალური ვიდეო სოციალური ქსელიდან მალევე გაქრა, კვლავ აქტუალურია შეკითხვა: რატომ უხმობენ აჭარაში საშველადვალოდიას”? ისე, იმაზე, თუ რატომ მიდიან ქართველები უკრაინულ ომში, რატომ წირავენ თავს და რატომ ექცევიან პოლიტიკური გავლენების ქვეშ, იმდენი ვილაპარაკეთ, რომ  ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი გამოგვეპარა: დღემდე უამრავი ქართველი რუსის ჯარში ისე მსახურობს, რომ შეკითხვა - რატომ? - არავის დაუსვამს. “ბევრნი არიანგარუსებული ქართველები”, რომლებმაც კარგი ანაზღაურების სანაცვლოდ, პატრიოტიზმიც დაივიწყეს და ქვეყნის ინტერესებიც, წავიდნენ რუსეთში, დატოვეს საქართველოს მოქალაქეობა და წლებია, რუსულ ჯარში მუშაობენ, ოკუპანტების გადახდილი ფულით კი, საქართველოში ოჯახებს არჩენენ”, - განუცხადაქართულ სიტყვასერთ-ერთმა ქართველმა, რომელიც რუსულ ჯარში მსახურობს. მისივე თქმით, რუსის ჯარში ქართველები, ან საქართველოს მოქალაქეები განსაკუთრებით იმ რეგიონებიდან მიდიან, სადაც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, რუსული არმია იდგა. ამ მხრივ თვალშისაცემია აჭარა: მას შემდეგ რაც რუსებმა გონიოს სამხედრო ბაზა დატოვეს, ბევრი სამხედრო მოსამსახურე და ისინიც, ვისაც რუსის ჯარში არასოდეს უმსახურია, ოკუპანტებსგაეკიდნენ”. წყაროს თქმითვე, აჭარაში თითქმის არაა ოჯახი, რომლის ერთი წევრიც რუსეთში არ იყოს გადახვეწილი. “ნახევარი აჭარა პურს რუსული ფულით ჭამს და მოენატრებათ ვალოდია, აბა, არა?!” - ამბობსქართული სიტყვისინკოგნიტო რესპონდენტი, რომელსაცსკაიპითვესაუბრეთ და რომელმაც, იმის შიშით, რომ მისი ვინაობა არ გამჟღავნდეს, “სკაიპიგააუქმა... როგორც რესპონდენტისგან შევიტყვეთ, იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის ჯარში იმსახურო, აუცილებლად უნდა გქონდეს ამ ქვეყნის მოქალაქეობა... ინკოგნიტო თანამოსაუბრე, როგორც თვითონ ამბობს, წლების განმავლობაში, რუსეთშისაშოვარზედადიოდა, მერე კი, გონიოს სამხედრო ბაზაზე მუშაობა კონტრაქტით დაიწყო. დღეს რუსულ ჯარში, საქართველოს საზღვარზე მუშაობს და სულაც არ აინტერესებს, მის შენაერთს საქართველოში შემოსვლა მოუწევს თუU არა. ამბობს, არც ის ვიცი, ჩემი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას შევძლებ თუ არა, თუმცა ამაზე ბევრი მიფიქრიაო... მოკლედ, “გე-რე-” “მოწოდების სიმაღლეზეა” - რესპონდენტმა მხოლოდ ვინაობის დამალვა კი არა, თავისი მშობლიური სოფლის გასაიდუმლოებაც გვთხოვა. მოკლედ, “ქართული სიტყვათანამედროვე აჭარელ მამლუქს ესაუბრა.

 

- როგორ ხარ?

- ცოტა ჩემები და საქართველო მენატრება, თორემ ისე, თავს კაგად ვგრძნობ.

- დიდი ხანია, საქართველოში არ ყოფილხარ?

- ექვსი წელია.

- არ გიშვებენ?

- წელიწადში ერთხელ, ერთთვიან შვებულებას გვაძლევენ, მაგრამ რუსეთის მოქალაქე ვარ და ჩამოსვლა იმდენ პრობლემასთანაა დაკავშირებული, რომ საქართველოზე აღარც ვფიქრობ. ისე, ახლა იმდენად აღარ მიჭირს - ჩვენთან, “ჩასტში” “სკაიპი” და სხვა სოციალური ქსელები დაუშვეს და ხანდახან, როცა დრო მაქვს, ოჯახს და ახლობლებს ველაპარაკები.

- ცოლ-შვილი გყავს?

- არა, მეუღლეს გაშორებული ვარ, შვილები კი, არასოდეს მყოლია. მოხუცი მშობლები და ძმა მყავს...

- რუსის ჯარში რატომ წახვედი?

- წლების განმავლობაში, რუსეთში ვცხოვრობდი, აქაურობას შევეჩვიე. მერე, რამდენიმე წელი, გონიოს შენაერთში ვიმსახურე და როცა ამათ საქართველო დატოვეს, მეც წამოვედი.

- რუსებს ქართველები რატომ გაჰყევით? - ვიცი, მანდ ბევრნი ხართ...

- აბა, რა გვექნა? სხვა გამოსავალი გვქონდა?...

- იმისთვის, რომ თავი გერჩინა, აუცილებლად რუსის ჯარში უნდა წასულიყავი? - აქ კარგი პირობებია...

- იმაზე არასდროს გიფიქრია, რომ რუსის ჯარმა საქართველოში სისხლიანი კალო მრავალჯერ მოაწყო, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა?

- კი, მიფიქრია, მაგრამ იმ ომში მე ხომ არ მიმიღია მონაწილეობა? - ჩვენ, ქართველები ბაზაზე დაგვტოვეს, როგორც ჩანს, მაინც არ გვენდობიან.

- თუ არ გენდობიან, ესე იგი, გიყენებენ! შენმა თანამებრძოლებმა ხომ მიიღეს ქართველების წინააღმდეგ ომში მონაწილეობა. მათ როგორ ხვდები, ხელს როგორ ართმევ?

- აქ ამ თემაზე არ ვსაუბრობთ... ამათ რომ ავყვე, შეიძლება, საქმე ცუდად დამთავრდეს და არ მინდა...

- რას ჰქვია, არ გინდა? რაკი რუსეთის მოქალაქე ხარ, სამშობლო აღარ გაქვს?

- მერე რა, რომ რუსეთის მოქალაქე ვარ? - მაინც ქართველი ვარ.

- ქართველი, რომელიც საკუთარი ქვეყნის ოკუპანტს ემსახურება!

- მაქედან მართლაც ასე ჩანს, არ გამტყუნებთ, ამას ჩემებიც ხშირად მეუბნებიან, მაგრამ მე ამ ოკუპანტი ქვეყნის ფულით საქართველოში ოჯახს ვარჩენ!

- რამდენს გიხდიან? დავიჯერო, იმაზე მეტს, რასაც ქართულ ჯარში გადაგიხდიდნენ? შენ ხომ პროფესიონალი სამხედრო ხარ?

- არ ვიცი, მანდ სამხედროებს ახლა რამდენს უხდიან, მაგრამ მე რომ წამოვედი, ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო.

- არც მაშინ იყო ისეთი მდგომარეობა, რომ თავი ვერ გერჩინა!

- ხო... წამოვედი და რა ვქნა, ახლა?

- რუსის ჯარში ყოფნას კიდევ რამდენ ხანს აპირებ?

- საპენსიო ასაკი ერთ წელში მექნება, მერე, დარჩენა კიდევ ერთი წელი მომიწევს და დავბრუნდები.

- პენსიაზე გასვლის მერე, კიდევ ერთი წელი დარჩენა რატომღა მოგიწევს?

- მოსკოვის გარეუბანში ოროთახიანი ბინა მომცეს, სამი წელი გაყიდვის უფლება არ მაქვს. ერთი წელი უკვე გავიდა, ორიც მალე გავა და დავბრუნდები, თან პენსიაც დამენიშნება და ვიცხოვრებ საქართველოში!

- საქართველოში კი იცხოვრებ, მაგრამ პენსიის გამო იძულებული იქნები, რუსეთის მოქალაქე იყო! რუსული სამხედრო პენსია რამდენია?

- ბიჭებს, რომლებმაც სამსახური უკვე დაამთავრეს, პენსია აქამდე 700 ლარი გამოსდიოდათ, ახლა რუბლის კურსი დაეცა და ამბობენ, ხუთას ლარამდე ძლივს გამოდისო.

- როგორც ვიცი, შენი ნაწილი ჩრდილოეთ კავკასიაშია. მოსკოვის ბინაში ვინ ცხოვრობს?

- ქართველებზე გავაქირავე და ქირას ჩემებს უგზავნიან.

- რომ გაყიდი, მაგ ბინაში რამდენს მოგცემენ?

- 100-150 ათას დოლარს, ამით ბათუმში სახლს ვიყიდი, ცოლს შევირთავ და ვიცხოვრებ...

- საცოლე გყავს?

- კი, საქართველოში... მინდოდა, აქ ჩამომეყვანა, მაგრამ მშობლებმა არ გამოუშვეს.

- რუსები უკრაინაში ხომ არ გიპირებენ წაყვანას?

- არ მგონია... საქართველოს და, საერთოდ, კავკასიას დაცვის გარეშე არავინ მიატოვებს... უკრაინაში ხალხი, როგორც ვიცი, უფრო რუსეთის სიღრმეებში დისლოცირებული სამხედრო შენაერთებიდან მიჰყავთ...

- კარგი, აჭარელო, დაგემშვიდობები. ისე, არ გეწყინოს და, სამშობლო ფულზე არ იყიდება! დანარჩენი შენ იცი!

 

P.S. როგორც იტყვიან, კომენტარი მკითხველისთვის მიგვინდვია. უბრალოდ, ჯანსუღ ჩარკვიანის თქმისა არ იყოს, “საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?!”