რომელი ტერორისტული ორგანიზაციები მოქმედებენ საქართველოში

რომელი ტერორისტული ორგანიზაციები მოქმედებენ საქართველოში

მუსულმანი ტერორისტები სულ უფრო და უფრო ძლიერდებიან, ცივილური მსოფლიო კი, დათმობას არ აპირებს. ამის ნათელი მაგალითიაშარლი ებდოსმხარდამჭერი აქციები საფრანგეთსა და მთელ დასავლეთში. ხალხი დაუპირისპირდა ტერორისტებს. სადამდე მივა ეს დაპირისპირება და რაში გადაიზრდება სახალხო აქციები, ეს ჯერ არავინ იცის... “ქართული სიტყვა

ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის ცენტრისხელმძღვანელ ბადრი ნაჭყებიას ესაუბრა:

 

- გავიხსენოთ ისტორია: ინდური წარმოშობის ბრიტანელმა მწერალმა, სალმან რუშდიმ, 1988 წელს, რომანი - “სატანური ლექსები” გამოაქვეყნა, რომელშიც ძალიან ცუდად წარმოაჩინა მუჰამედის ცოლები და ამით მაჰმადიანობას შეურაცხყოფა მიაყენა. ამ რომანს საოცარი წარმატება ჰქონდა არამაჰმადიანურ მკითხველებში, მუსულმანების მხრიდან კი, უზარმაზარი აღშფოთება მოჰყვა. აითოლა ჰომეინმა საჯაროდ დაწყევლა მწერალი, გამომცემლები და მათ სიკვდილის განაჩენი გამოუტანა. ხომეინმა მთელი მსოფლიოს მუსულმანებს მოუწოდა, განაჩენი სისრულეში მოეყვანათ. სალმან რუშდის გამო, ირანისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყდა. ირანის ფონდმა, სალმან რუშდის მოკვლისათვის, ჯილდოდ 2 მილიონი აშშ დოლარი დააწესა. ცოტა ხნის შემდეგ კი, ჯილდო 2,5-მილიონამდე გაიზარდა. აითოლა ჰომეინის ფონდის ხელმძღვანელმა ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ გაზეთს და აღნიშნა, აუცილებელი არაა, რუშდის მკვლელი მუსულმანი იყოს, ნებისმიერი, ვინც მას მოკლავს, ჯილდოს მიიღებსო.

აითოლა ჰომეინის განცხადება დემოკრატიულ სამყაროში, რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია და გამართლება არ აქვს. ჰოლანდიასა და დანიაში მუჰამედის კარიკატურები გააკეთეს, რასაც უზარმაზარი აგრესია მოჰყვა. არცთუ დიდი ხნის წინ, ინტერნეტით ფილმი გავრცელდა, რომელშიც მუჰამედი აბუჩად იყო აგდებული, რამაც სისხლისღვრა გამოიწვია. ახლა კი, “შარლი ებდოს” სატირულმა ჟურნალმა ალ-ბადრის კარიკატურა გამოაქვეყნა და რაც მოხდა, ვხედავთ.

- თქვენი აზრით, ჟურნალს პოპულარობა უნდოდა?

- ამ ჟურნალს პოპულარობა არ აკლია - ძალიან პოპულარული გამოცემაა. გულწრფელად შეშფოთებული ვარ და მივესალმები პრესის თავისუფლების დაცვის აქციებს, რომლებიც საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში იმართება. თავისუფალი პრესა დასავლური ღირებულების მთავარი მატარებელია, მაგრამ აქვე, ვიტყვი, რომ სატირის რელიგიის წინააღმდეგ გამოყენება სწორად არ მიმაჩნია. ეს ვიღაცისათვის შესაძლოა, თვითმიზანი იყოს.

- არ მინდა თემას გავცდე, მაგრამ არც ჩვენი საზოგადოებაა მოკრძალებული რელიგიის მიმართ. მხედველობაში მაქვს გარკვეული ადამიანების დამოკიდებულება სამღვდელოების მიმართ. ბოლო შემთხვევას - ნინია კაკაბაძის რეპლიკას გავიხსენებ: მანფეისბუქზედაწერა, პატრიარქის დაბადების დღეზე ზარებს ისე აბლაგუნებდნენ, გული შემიწუხდაო. ამის გამო ბოდიში ნინიას ძმამ მოიხადა...

- საერთოდ, რელიგია ძალიან ფაქიზი თემაა და არ შეიძლება, სიტყვის თავისუფლების მოტივით, სხვისი რელიგიური გრძნობები შელახო. ზარები რეკდნენ და ამ ზარებს ათასობით მორწმუნე გულანთებული უსმენდა. ნინია სწორად არ მოიქცა. ბოლო დროს, საქართველოში სასულიერო პირების ლანძღვა ძალიან გახშირდა, რაც ყოვლად მიუღებლად მიმაჩნია.

- თუმცა, ვფიქრობ, ზოგიერთი მღვდელი კრიტიკას იმსახურებს. სხვათა შორის, ერთ მღვდელს, ჯიპზე სამი ექვსიანი აქვს ნომრად. ეს სარკაზმია, ცინიზმი თუ რა არის?

- არ ვიცი, ასეთი ნომერი ვის აქვს, მაგრამ თუ უღირსი პიროვნებაა, აუცილებლად კონკრეტულ ფაქტზე უნდა ამხილო. ამას ჩვენი სარწმუნოებაც გვასწავლის.

- სხვათა შორის, ერთ-ერთმა, სოციალურ ქსელში დაწერა, .. “პრადვინუტიქართველები ფსიქოლოგიურ ტერორს ახორციელებენ პატრიარქზეო...

- ვიმეორებ: ნინია უტაქტოდ, ცუდად მოიქცა, მაგრამ აქ ფსიქოლოგიური ტერორი არაფერ შუაშია.

- ისე, რელიგიური ფანატიზმიც, თავისთავად, ფსიქოლოგიური ტერორია. ფუნდამენტალისტი მუსულმანები, მაგალითად, აითოლა ჰომეინი დაისლამური ხალიფატისმამამთავარი, ახლადგამომცხვარი აბუ ალ-ბადრი მორწმუნე მუსულმანებზე ფსიქოლოგიურ ტერორს არ ახორციელებენ?

- რა თქმა უნდა, რელიგიაზე დაფუძნებული ტერორიზმი უდიდესი საფრთხის შემცველია. ცხადია, ის ადამიანები, რომლებიც დღეს სასტიკად უსწორდებიან ქრისტიანებს, მხედველობაში მაქვს აბუ ალ-ბადრის ტერორისტული დაჯგუფება,... ჩვენს თვალწინ, 21-ე საუკუნეში, ტერორისტებმა ახალი სახელმწიფო შექმნეს, რომელსაც “ისლამური ხალიფატი” ჰქვია. ეს იმდენად სასტიკი და დაუნდობელი წარმონაქმნია, იმდენ საშინელებებს სჩადიან, რომ უკვე ვერავინ ბედავს დაუპირისპირდეს, რადგან უზარმაზარი რესურსი აქვთ და არაპროგნოზირებადნი არიან.

- მათი ასეთი გაძლიერება ცივილურმა მსოფლიომ რატომ დაუშვა?

- მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან, მსოფლიოში რელიგიური და ეთნოსეპარატისტული ტერორიზმის არნახული აღზევება დაიწყო, რასაც ხელს  რიგი სახელმწიფოებიც უწყობდნენ. დღესდღეობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოებს შორის ასახელებს სუდანს, კუბას, სირიას. ამ სიაში უახლოეს ხანში შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეაც მოხვდეს. ამ სიის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. ისრაელი თვლის, რომ ზემოჩამოთვლილი ქვეყნების სიაში უნდა შევიდეს საუდის არაბეთიც. რუსეთი კი, ამ ქვეყნებისადმი თავის დამოკიდებულებას საერთოდ არ აფიქსირებს.

სხვათა შორის, არცთუ დიდი ხნის წინ, ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოებს შორის ირანიც იყო, მაგრამ აბუ ალ-ბადრის აღზევებამ ირანიც ძალიან შეაშფოთა და ტერორისტებს კატეგორიულად გაემიჯნა. რამდენადაც პარადოქსული უნდა იყოს, დღეს, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ირანი და აშშ პარტნიორი ქვეყნები არიან.

- რამდენადაც ვიცი, პაკისტანი რამდენიმე ძლიერი ტერორისტული ორგანიზაციის მფარველი და დამფინანსებელია. რატომ არაა ეს ქვეყანა ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოებს შორის?

- პაკისტანის მოხსენებაც მიზანშეწონილად მიმაჩნია, რადგან პაკისტანი მხარს უჭერდა “თალიბანის” მოძრაობას, რომელიც ტერორისტ უსამა ბენ ლადენს მფარველობდა. გარდა ამისა, პაკისტანის ტერიტორიაზეა ტერორისტული ორგანიზაციების - “ჰარაქათ ულ-ანსარისა” და “მუთთაჰიდე ჯიჰადის” ბაზები. პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი, გენერალი ფარვიზ მუშარაფი ამ ორგანიზაციებს ქაშმირის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ნაწილად თვლის. არადა, უამრავი ფაქტია, როცა ეს ორგანიზაციები მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის, ქალებს და ბავშვებს უმოწყალოდ უსწორდებიან. ქაშმირელი ექსტრემისტები ხშირად მიმართავენ მძევლების აყვანის პრაქტიკას - მძევლად აჰყავთ ევროპელი ტურისტები, ალპინისტები და ძალიან ბევრი მოლაპარაკება მძევლის დაღუპვით დამთავრდა.

- რა ფორმით შეიძლება ტერორისტებსა და ტერორიზმთან ბრძოლა?

- ტერორისტების მხარდამჭერ ქვეყნებთან მიმართებაში გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ ქვეყნების სანქციები მოქმედებს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს სანქციები, უმეტესწილად, ფორმალურ ხასიათს ატარებენ. ამიტომ, ხშირად დემოკრატიული ქვეყნები იძულებულნი ხდებიან, რადიკალურ ზომებს მიმართონ: ტერორისტების მხარდამჭერ ქვეყნებში გარკვეული ტერიტორიები დაბომბონ, მძევლების გასათავისუფლებლად სპეციალური ნაწილები გადაისროლონ და სხვა, მაგრამ როგორც რეალობა ცხადყოფს, მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ერთიანი სამართლებრივი ნორმატიული აქტების უქონლობა აფერხებს ტერორიზმთან ბრძოლაში წარმატების მიღწევას.

- როცა აცხადებენ, რომ ესა თუ ის სახელმწიფო ტერორიზმს მხარს უჭერს, მხედველობაში, კონკრეტულად, რა აქვთ?

- არსებობს ტერორიზმის სახელმწიფო მხარდაჭერის რამდენიმე ფორმა, მათ შორის უპირველესი და მთავარი დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერაა. აგრეთვე: საინფორმაციო მხარდაჭერა, ტერორისტებისთვის პოლიტიკური თავშესაფარისა და სამხედრო-დივერსიული ხელობის დასაუფლებლად საწრთვნელი ბანაკების მიცემაა. ასეთ ბანაკებში მიმდინარეობს მოწაფეების ზნეობრივ-იდეოლოგიური ბაზის განმტკიცება და შემდგომ, ემისართა გაგზავნა დაძაბულობის კერებში თეორიული და პრაქტიკული ინსტრუქტაჟის ჩასატარებლად.

გარდა ამისა, ტერორიზმის მხარდაჭერად ითვლება, თუ სახელმწიფო იგნორირებას უკეთებს საერთაშორისო დოკუმენტებს, ხელს არ აწერს ანტიტერორისტულ დოკუმენტებს, არ აქვს სათანადო სამართლებრივი ნორმატიული აქტები ტერორიზმის წინააღმდეგ. ასეთი ვითარება ხელს აძლევს სხვადასხვა ჯურის ექსტრემისტებს, ამ ქვეყნებში კანონის “ვაკუუმის” პირობებში, პრობლემების გარეშე იცხოვრონ.

- ბატონო ბადრი, აღნიშნეთ, რომ რუსეთი, ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოებთან მიმართებაში, თავის დამოკიდებულებას საერთოდ არ აფიქსირებს, ასეთი ინდიფერენტულობა რითია გამოწვეული?

- რუსეთში ყოველთვის აქტუალური იყო ტერორიზმის პრობლემა. რიგი მკვლევარები თვლიან, რომ თანამედროვე ტერორიზმის ფესვები მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთის ისტორიაში უნდა ვეძებოთ. დღესდღეობით, რუსეთში, არასტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის გამო, ფართოდაა გავრცელებული ტერორიზმი. პოლიტიკოსთა და ბიზნესმენთა მკვლელობების რიცხვით, რუსეთს მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია. იქ თითქმის ლეგალურად მოქმედებს ტერორისტული ორგანიზაცია “მთიელ ხალხთა კონფედერაცია”, რომელიც რეაქციული ძალების გარკვეული მხარდაჭერით სარგებლობს. აგრეთვე, შეინიშნება მემარცხენე და რადიკალური ისლამური ტერორიზმის სერიოზული ნიშნები. გარდა ამისა, რუსეთში საკმაოდ ძლიერი რევანშისტული ძალები ასრებობენ, რომლებსაც იმპერიული წარსულის ნოსტალგია აქვთ და მათგან სერიოზული საფრთხეა მოსალოდნელი.  

- საქართველო ტერორისტებისაგან დაცულია?

- საქართველოში ტერორიზმის თემა ძალიან აქტუალური 90-იანი წლებიდანაა. ტერორიზმის განვითარებას ხელს უწყობდა როგორც შიდა, ასევე, გარეშე ფაქტორები. ჩვენს დიდ მეზობელზე, რუსეთზე უკვე მოგახსენეთ. რაც შეეხება უახლოეს მეზობლებს - სომხეთსა და აზერბაიჯანს, საქმე კარგად არც მათ აქვთ:

1999 წელს განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაიღუპნენ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის რამდენიმე წევრი. 1995 წლის გენოციდის შემდეგ, ტერორიზმს, როგორც ხელსაყრელ იარაღს, სომხური ორგანიზაციები, ტრადიციულად, თურქეთის წინააღმდეგ იყენებენ. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ამ კუთხით გამოირჩეოდა “დაშნაკ ციუტუნი”. 1975 წელს კი, ქალაქ ბეირუთში ჩამოყალიბდა ორი სომხური ტერორისტული ორგანიზაცია - ASALA და CAG. ASALA, რომლებმაც სახელი მთელ მსოფლიოში გაითქვეს.

დღეს ASALA-ს თავისი არალეგალური წარმომადგენლობა აქვს თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში. ამიერკავკასიაში, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებს ეთნიკური სომხებისგან შემდგარი ე.წ. ბაგრამინიას ბატალიონი, რომლის არსენალშიც, უმეტესწილად, ტერორისტული მეთოდებით ბრძოლა შედის.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, იქ მცხოვრებთა უმეტესობა შიიტი მუსულმანია. ქვეყნის ხელმძღვანელობამ პროდასავლური ორიენტაცია აიღო და ფუნდამენტალისტური რელიგიური პარტიები იზოლაციაში მოაქცია. ამიტომ, დღესდღეობით, აზერბაიჯანში ნაკლებად იგრძნობა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა, მაგრამ საკმაოდ რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ეთნოსეპარატისტული ტერორიზმი, რადგან გარეშე ძალები ძალიან გულმოდგინედ ცდილობენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევას.

თურქეთშიც მოქმედებს რამდენიმე ისლამური ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც ძალიან აქტიურობდა 80-იან წლებში. ამჟამად მათი აქტიურობა გარკვეულწილად შეზღუდულია, რადგან ხელისუფლებამ რადიკალური ზომები მიიღო.

ასე რომ, საქართველო გარშემორტყმულია სახელმწიფოებით, რომელთა ისტორიასა და აწმყოში ტერორიზმს საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

- თქვენი საუბრიდან ისე გამოდის, რომ ტერორისტები მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში არიან, საქართველოში კი - არა...

- როგორც ზემოთ აღვნიშნე, ტერაქტები საქართველოში აქტუალური 90-იანი წლებიდანაა, რაზეც ტერორიზმის სტატისტიკაც მეტყველებს. ბოლო 24 წლის განმავლობაში, საქართველოში 30-ზე მეტი დიდი თუ პატარა ტერაქტი განხორციელდა. ტერაქტების დიდი უმეტესობა ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამო ხდებოდა. რა თქმა უნდა, ბევრი ტერაქტი ქვეყნის გარეთ არსებული ძალებისგან იყო მართული...