„ქრონიკის“ ექსკლუზივი - კაპროვანის სანაპიროსთან მიმდინარეობს ტრენინგი, რომლის თემა ხელისუფლების შეცვლაა, ახალგაზრდები სამხედრო მომზადების საკითხებსაც გაივლიან

„ქრონიკის“ ექსკლუზივი - კაპროვანის სანაპიროსთან მიმდინარეობს ტრენინგი, რომლის თემა ხელისუფლების შეცვლაა, ახალგაზრდები სამხედრო მომზადების საკითხებსაც გაივლიან

ქრონიკის“ ექსკლუზივი -კაპროვანის სანაპირო ზოლის სიახლოვეს მიმდინარეობს ტრენინგი, რომლის მიზნებსა და ამოცანებს არც თავად ორგანიზატორები მალავენ. ხელისუფლების შეცვლა - როგორც თავად მონაწილეები ამბობენ, ეს არის შეკრების მიზანი.

ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნობიან სამხედრო მომზადებას, მათ შორის ტაქტიკურ გადაადგილებას, სამხედრო დგომას, შეტევას, თავდაცვას და სამხედრო ალყებს. ღონისძიება მოძრაობა ერთობის“ ინიციატივით იმართება. მასში მონაწილე ინსტრუქტორები კი მოძრაობა ფარის“ წევრები არიან.

ორგანიზაციის, მიზანია ჩამოაყალიბოს ათეულების ლიდერები“ საპროტესტო აქციებისთვის. ცნობილია, რომ კაპროვანში გავლილი ტრენინგის შემდეგ, ღონისძიების მონაწილეები აქციასაც გამართავენ, რომელიც ოზურგეთში გაიმართება.

აქციისთვის ვემზადებით, გაზეთები გვაქვს ჩამოტანილი, უნდა დავარიგოთ. ჩვენი გუნდის შიდა გაძლიერებაც მიმდინარეობს - ჩვენ უნდა ვიცოდეთ სინქრონში მოქმედება როგორ არის, ერთად მოქმედება როგორ არის, ერთად ყოფნა რა არის ზოგადად. ქართული ოცნების“ მთელ რეჟიმს, თავიდან ბოლომდე, უნდა ეშინოდეს. ჩვენ ამ რეჟიმს გავისტუმრებთ, გაგისტუმრებთ მოუსვლელში“, - განუცხადა ქრონიკას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დათო გუნაშვილმა.

დოი იმედია ყველას გაშიფრავთ მაგ მოღალატეებს და მიიღებენ პასუხს.აღარც მალავენ ზრახვებს და მოინდომეს გადატრიალება!...მოღალატის იარლიყი საფლავში სულ გადატრიალებაში გამყოფებთ უჯიშოებო!
2 საათის უკან
Gami ამათი დამსმელი... სუს-ი! მოქმედების დროა!
1 საათის უკან