მეგობარი აქტი შეჩერდა თუ გადაიდო? - ვინ ბლოკავს დოკუმენტს და რას აცხადებენ პოლიტიკურ პოლუსებზე

მეგობარი აქტი შეჩერდა თუ გადაიდო? - ვინ ბლოკავს დოკუმენტს და რას აცხადებენ პოლიტიკურ პოლუსებზე

მეგობარი" აქტის მიღება შეჩერდა, რომელიც საქართვლოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. ცნობილი ხდება, რომ სამმა სენატორმა ეს დოკუმენტი ე.წ. ჩუმი მოსმენის დროს დაბლოკა. ოცნება" აცხადებს, რომ დოკუმენტის მიღებამ შესაძლოა დიდი ხნით გადაიწიოს, ოპოზიციაში კი დარწმუნებულები არიან, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური შეფერხებაა და აქტს ამ წლის ბოლომდე მიიღებენ.

დედაქალაქის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული საბოლოოდ, თუმცა ეს აქტი სრულიად გაჯერებულია სიცრუით, ცილისწამებით და ტყუილით. გამოაშკარავდა, რის შედეგად მოხდა ამ ყველაფრის ჩაწერა აღნიშნულ აქტში. ჯამში 360 ათასია გადახდილი და არის კონკრეტული კონგრესმენი, პატივცემული უილსონი, რომელსაც 87 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ საქართველო გააშავოს და ცრუ და ტყუილი ინფორმაცია ჩაწეროს აღნიშნულ აქტში".

თავის მხრივ ოპოზიცია ამბობს, რომ ოცნების" სიხარული ნაადრევია, რადგან, თამარ ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, აქტი კი არ შეჩერდა, ე.წ. ჰოთლაინის პროცედურა შეჩერდა. სენატი ამტკიცებს ორგვარად: ჩვეულებრივი პროცედურა - განხილვებით და ა. შ.

ჰოთლაინ პროცედურა - როცა აქტი ჰოთლაინზე იდება და თუ არავინ გააპროტესტა, განუხილველად მიიღება".

ვინ ბლოკავს აქტს

ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ აცხადებს, რომ აქტს სამი სენატორი ადებს ვეტოს, მისი ინფორმაციით, ეს სენატორები არიან მარკვეინ მალინი, მაიკ ლი და რენდ პოლი.

მეგობარი აქტი, მნიშვნელოვანი ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც პუტინის მარიონეტების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს და მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, შეფერხებულია სამი სენატორის, მარკვეინ მალინის, მაიკ ლის, რენ პოლის მიერ. ჩემი ერთადერთი შეკითხვაა: რატომ? ეს მნიშვნელოვანი კანონპროექტი დაამტკიცა წარმომადგენელთა პალატამ და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა", - წერს რაუფოღლუ.

აქტის მიღების პერსპექტივა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე რეზონანსთან" ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენები იმის ეჭვის საფუძველს იძლევა, რომ მმართველ პარტიას ვაშინგტონთან კულუარული კომუნიკაცია აქვს.

ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებაში კულუარულ პოლიტიკას აგრძელებს. ჯერ იყო ტრამპის მილოცვა ყაველაშვილისადმი, რითაც ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარა, შემდეგ ტულსი გაბარდის რამდენიმე შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილთან, ბოლოს კი ვითომ პენსიაზე გავიდა რობინ დანიგანი და იმ დღესვე ქალბატონ ტალიაშვილს თანხმობა მიეცა, რომ აშშ-ში ელჩის ფუნქციებს შეუდგეს. ასეთი დამთხვევები შემთხვევით არ ხდება.

მით უმეტეს ეს ინფორმაცია თეთრ სახლში აკრედიტებულმა და ოცნებასთან" დაპირისპირებულმა ჟურნალისტმა რაუფოღლუმ აღიარა, რომ სამი სენატორი ბლოკავს უხმაუროდ და კულუარულად. გასათვალისწინებელია რა ხდება მმართველ რესპუბლიკელებში, სადაც ორი მიმართულებაა - ერთნი საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობების მომხრენი არიან, მეორენი კი დემოკრატების" პოლიტიკას ეთანხმებიან, რომ თითქოს ოცნებამ" დემოკრატიულ კურსს გადაუხვია, უკსვლაა და ა.შ.

თეთრ სახლში საქართველოს საკითხი ტოპ პრიორიტეტი არასოდეს ყოფილა, როგორც ოპოზიციურ პოლიტოკოსებს სურთ საქართველოში. ტრამპს არ სურს, რომ მისი საგარეო პოლიტიკით შიდაპარტიული დისონანსი გამოიწვიოს. არც რეპუბლიკური და არც დემოკრატიული პარტია მონოლითური ორგანიზაციები არ არიან, იქ აზრთა სხვაობაა.

ვნახეთ, რომ ალიევის განცხადება სოცქსელში ტრამპმა გააზიარა. ვაშინტონი აზერბაიჯანთან ურთიერთობაში საკმაოდ აქტიურობს, რადგან ესაა ბიზნეს-სარგებელი, რომელიც ეფუძნება სავაჭრო ურთიერთობას არა მხოლოდ აზერბაიჯანთან, არამედ სამხრეთ კავკასიაში გამავალ შუა დერეფანს. ალიევისგან ასევე მოვისმინეთ, რომ ტვირთების და ენერგორესურსების ძირითადი ნაკადი, როგორც იყო, ისევე გაგრძელდება და ზანგეზურის დერეფანი საქართველოზე გამავალი მარშრუტების ალტერნატივა ვერ იქნება. ასევე, ევროკავშირში საქართველოს უერთგულესი მოკავშირე უნგრეთია და მის პრემიერსა და ტრამპს როგორი ურთიერთობა აქვთ, ესეც ცნობილია.

ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება და თეთრი სახლის ადმინისტრაცია მიმართავენ ურთიერთობის კულუარულ არხებს. ოცნების" ხელისუფლება აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადატვირთვაზე იმედიანადაა განწყობილი. ეს იმ ვარაუდებს ამართლებს, რომ თბილისსა და ვაშინგტონს შორის რაღაც კომუნიკაცია არსებობს, ოღონდ ამ ეტაპზე ეს საჯარო არაა. ამავე დროს, დიფ სტეიტის შავბნელი ღრუბლები ვაშინტონისა და ევროკრატიის თავზე ჯერ კიდევ არის", - გვითხრა გია აბაშიძემ.

თუმცა როგორც თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია რეზონანსთან" აცხადებს, სენატორებს მიაჩნიათ, რომ სხვა საკანომდებლო აქტები უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე მეგობარი აქტი და ეს უფრო რიგითობის ამბავია, ვიდრე სხვა რამის.

აქ ლაპარაკია რამდენიმე სენატორზე, რომლებსაც უბრალოდ მიაჩნიათ, რომ სხვა დოკუმენტები და სხვა საკანონმდებლო აქტები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს და იქ რიგია. უბრალოდ ამაში არ არიან დარწმუნებული, რომ მაინცდამაინც ეს კანონია ახლა ყველაზე სასწრაფო და მალე მისაღები, თორემ რაღაც ძალიან დიდი წინააღმდეგობა არ ჩანს, უფრო რიგითობის ამბავია.

არაფერია გამორიცხული, რომ პროცესი გაიწელოს, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია პროცესი დაძრულია და ოცნება" არაფერს აკეთებს ქვეყანაში სიტუაციის შეცვლისთვის, რაც ამ კანონს გააჩერებდა, ისევე როგორც ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხს. ამაზე უფრო უნდა იყოს ხელისუფლება ფოკუსირებული, ვიდრე იმაზე, გაიწელება თუ არა",- განაცხადა კაკაჩიამ.

კითხვაზე, სამი სენატორი, ვინც ამის წინააღმდეგები არიან, რამდენად იცნობს საქართველოს შიდაპოლიტიკას და ზოგადად რას მოღვაწეობენ, კაკაჩიამ გვითხრა:

ორი მთგანი საერთოდ არაა (ჩახედული ჩვენს შიდა პოლიტიკაში) და ერთი ხანდახან პრორუსული პოზიციების გამჟღერებელიც არის და უფრო რადიკალური ფრთის წარმომადგენელია თვითონ რესპუბლიკურ პარტიაში. საქართველოსთან რამე ისე სპეციფიკური ბმა არა აქვთ, რომ დავუშვათ იმის გამო აკეთებდნენ ამას, თითქოს ქართული ოცნება" მოსწონთ. უბრალოდ შიდარუტინული თანმიმდევრობის ამბავია, ძალიან ბევრი საკანონმდებლო აქტი დაგროვდა და მიაჩნიათ, რომ ეს არაა ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკისთვის", - განაცხადა კაკაჩიამ რეზონანსთან".

რას აცხადებენ ოპოზიციაში

ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, რომ მეგობარი აქტი არ შეჩერებულა, უბრალოდ ჰოთლაინის პორცედურა შეჩერდა".

მეგობარი აქტი შეჩერდაო - ქოცებს უხარიათ. აქედანაც ჩანს როგორ განიცდიან საერთაშორისო იზოლაციას ეს სუნიანები. არა ქოცებო - მეგობარ აქტს სენატი აუცილებლად დაამტკიცებს, თუ იქამდე ქართველებმა თქვენი პრორუსული, პროჩინური და პროირანული რეჟიმის დემონტაჟი არ უზრუნველვყავით. აქტი კი არ შეჩერდა, ჰოთლაინის პროცედურა შეჩერდა. სენატი ამტკიცებს ორგვარად:

1. ჩვეულებრივი პროცედურა - განხილვებით და ა. შ.

2. ჰოთლაინ პროცედურა - როცა აქტი ჰოთლაინზე იდება და თუ არავინ გააპროტესტა, განუხილველად მიიღება.

ეს ოფციები იმთავიდან იდო მაგიდაზე და, სიმართლე გითხრათ, ჩვენ ჰოთლაინზე დადება არ გვხიბლავდა, გვერჩია შორი გზა მოგვევლო და შინ მშვიდობით მივსულიყავით - ვიცოდით რომ რენდ პოლი არ გამაზავდა განხილვის შესაძლებლობას და ჰოთლაინის პროცედურას გააჩერებდა. ეს აქტს არაფერს დააკლებდა, მაგრამ ვხედავთ, რომ ნიუსი შექმნა რითიც რეჟიმმა შეიძლება ხალხი დააბნიოს. მოკლედ, არ დაიბნეთ მეგობრებო - მეგობარი აქტი არ შეჩერებულა. განუხილველად მიღების პროცედურა შეჩერდა მხოლოდ და განხილვა იქნება. განიხილავენ და მიიღებენ აუცილებლად, თუ იქამდე პრორუსული, პროჩინური და პროირანული ხელისუფლების დემონტაჟი არ მოვახდინეთ აქ - ქართველებმა", - წერს ჩერგოლეიშვილი.

ლელო - ძლიერი საქართველოს" საგარეო მდივანის გრიგოლ გეგელიას თქმით, მეგობარი აქტი წელსვე იქცევა კანონპროექტად.

მეგობარი აქტი" სულ მალე, წელსვე იქცევა კანონპროექტად. ამის თქმის საფუძველს, გასულ კვირაში ვაშინგტონში გამართული ლელო - ძლიერი საქართველოს" ვიზიტებიც მაძლევს, რომლის განმავლობაშიც 20-ზე მეტი მაღალი დონის შეხვედრა გავმართეთ. უკლებლივ ყველა შეხვედრაზე მივიღეთ დადასტურება, რომ მეგობარი აქტის" აღსრულებას წინა არაფერი აღუდგება, თუმცა რასაკვირველია, ჯერ კიდევ გასაწევია დამატებითი შრომა და ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ სისტემატურად ვიღებთ და გავიღებთ", - განაცხადა გეგელიამ.