ტრამპი: ვაპირებ გადაწყვეტილების მიღებას - ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ანუ მასიური სანქციები, მასიური ტარიფები, ან არაფერს არ გავაკეთებთ და ვიტყვით, რომ ეს თქვენი ბრძოლაა

ტრამპი: ვაპირებ გადაწყვეტილების მიღებას - ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ანუ მასიური სანქციები, მასიური ტარიფები, ან არაფერს არ გავაკეთებთ და ვიტყვით, რომ ეს თქვენი ბრძოლაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ დააფიქსირა რუსეთისთვის სანქციების დაწესების მუქარა, თუ უახლოეს ორ კვირაში უკრაინაში მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით პროგრესი არ იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მე ვაპირებ გადაწყვეტილების მიღებას, თუ რა უნდა გავაკეთოთ და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ანუ მასიური სანქციები, მასიური ტარიფები, ან არაფერს არ გავაკეთებთ და ვიტყვით, რომ ეს თქვენი ბრძოლაა“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ის უკმაყოფილო იყო რუსეთის მიერ მიმდინარე კვირაში უკრაინაში მდებარე ამერიკულ ქარხანაზე განხორციელებული თავდასხმის გამო.

ეს არ მახარებს და არც არაფერი მახარებს, რაც ამ ომს უკავშირდება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში.