შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1994 წელს დაბადებული გიორგი ხ, 1995 წელს დაბადებული ბესიკ ფ. და 1991 წელს დაბადებული მიხეილ ვ. მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მათივე ყოფილ თანამშრომლებს 1975 წელს დაბადებულ ალექსანდრე ა-ს და 1980 წელს დაბადებულ დენის ა-ს მათივე საკუთარ ბინაში ბლაგვი საგნით სხეულის დაზიანებები მიაყენეს და გაგუდეს.
შემდეგ გაიტაცეს ,,ჯეო ლიფტის", სადაც ალექსანდრე ა. მუშაობდა, ოფისის გასაღებები. ბრალდებულებმა მკვლელობის შემდეგ აღნიშნული ოფისი გაქურდეს. გაიტაცეს რკინის მონეტების სახით ფულადი თანხა 500 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ისინი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ფულადი თანხა და გასაღებები ნივმთტკიცებად ამოიღეს.დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან რამდენიმე პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით).