იშლება თუ არა “დიდი რვიანი” და რას სთავაზობს “ფორუმი” ოპოზიციას

იშლება თუ არა “დიდი რვიანი” და რას სთავაზობს “ფორუმი” ოპოზიციას

საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებელ შეთავაზებებზე ხელისუფლების პასუხს ოპოზიცია ჯერ თებერვლის შუა რიცხვებში ელოდა, შემდეგ - პირველ მარტს. კიდევ ერთხელ “გადაგდებული რვიანი” კვლავ მოლოდინის რეჟიმშია, ამჯერად 9 მარტამდე. რას პასუხობს მისი მისამართით დაგროვილ კითხვებს, რა შეთავაზებებს უგზავნის პარტიებსა და საზოგადოებას და რატომ ელის ევოლუციურ რევოლუციას ქვეყანაში, “ვერსიის” კითხვებს “ეროვნული ფორუმის” თავმჯდომარე, კახაბერ შარტავა პასუხობს:  

 

- საეჭვოა, საარჩევნო გარემოსთან მიმართებაში ხელისუფლების პოზიცია თუნდაც 9 მარტს იყოს გამოკვეთილი. ალბათ, პროცესის გაწელვას კიდევ შეეცდებიან, მაგრამ დიდხანს გაჭიმვაც არ გამოვა. მარტის განმავლობაში გვეცოდინება, თმობს თუ არა ხელისუფლება არჩევნების გაყალბების ხერხებს და თუ არ თმობს, ე.ი. ღიად აცხადებს, რომ არასდროს დაუშვებს სამართლიან არჩევნებს საქართველოში. ამაზე კი უკვე ყველას მოუწევს რეაგირება.

 

ხელისუფლებაწაგებულშიადა ყველა ვარიანტში დათმობა მოუწევსო, ეს ორიოდე დღის წინფორუმისპოზიცია იყო. დღესრვიანია” “მოტყუებულშიდა ამომრჩეველსაც ატყუებს, რომ პასუხის ბოლო ვადა მარტია?

- მოვლენათა შემდგომი განვითარება იმაზე უნდა იყოს დამოკიდებული, ხალხი რა პასუხს გასცემს ხელისუფლებას. საზოგადოება არ აქტიურობდა და  მთავრობამ მოლაპარაკებების პროცესში ხალხის ზეწოლა ვერ იგრძნო.   

 

ყველაფერში ხალხის დადანაშაულებაფორუმისერთგვარი ჩვევაა. რაში ადანაშუალებთ საზოგადოებას, როცა იგივე ვერც თქვენ გააკეთეთ?

- ჯერჯერობით, საზოგადოების დადანაშაულება ადრეა. ამ საკითხით მისი  დაინტერესება ვერც ოპოზიციამ მოახერხა.

 

ალბათ, იმიტომაც, რომ პარტიების ნაწილმა მოლაპარაკების პროცესი უკვემიცვალებულადგამოაცხადა. პირდაპირ გკითხავთ, “დიდი რვიანიიშლება

- მსგავსი საფრთხე ყოველთვის არსებობს და ამის თავიდან არიდებას შიშები და ეჭვები კი არა, მოქმედების სწორი გეგმა სჭირდება. ერთი სუბიექტი, კუკავას პარტია, პროცესს უკვე გაეთიშა. “რვიანში” დასაშლელი არც არაფერია. ჩვენ მხოლოდ ერთი კონკრეტული წინადადების ირგვლივ ვართ შეკავშირებულნი.

 

რას იზამსრვიანი”, თუ პასუხს ვერც 9 და ვერც 29 მარტს მიიღებს

- “რვიანის” სახელით ჯერ ვერ ვილაპარაკებ. პირადად ჩემთვის, ეს იმის აღიარებას ნიშნავს, რომ ხელისუფლება სამართლიან არჩევნებზე არ მოდის. ამიტომ მიმაჩნია შემდეგი: დიდი ხანია, ჩვენთან პოლიტიკური კრიზისი მწვავდება, რაც ყველა სხვა სფეროში კრიზისის სათავეა. ჩნდება კითხვა, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას ამ კრიზისის დაძლევაზე? ალბათ,ამის მოსურნე ოპოზიცია და საზოგადოება. ხალხს თვითორგანიზების პროცესის დაწყებას,  ოპოზიციას კი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ჯგუფის შექმნას შევთავაზებდი. ამ ჯგუფმა მოვლენათა განვითარებაზე ის პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რომელსაც ხელისუფლება გაურბის.

 

როგორ უნდა დაკომპლექტდეს ეს ჯგუფი, ან ხალხმა რისთვის უნდა დაიწყოს თვითორგანიზება, რევოლუციისთვის?

- ჯგუფში იმ სუბიექტებს განვიხილავდი, რომლებიც თავიდანვე მხარს უჭერდნენ საარჩევნო გარემოს გამოცვლის პროცესს და ეს მხოლოდ “რვიანის” შემადგენლობა არაა. იდეა რვაპარტიულ ფორმატშიც გაჟღერებული გვაქვს, თუმცა ჯერ მსჯელობის საგანი არ ყოფილა.

 

რევოლუციისთვის მზადებას რაც შეეხება, კი ბატონო, თითქოს არსებობს საამისო განწყობა საზოგადოებაში, მაგრამ ბევრი მუშაობაა საჭირო, რათა ამან პოლიტიკური შედეგი გამოიღოს.

 

ანუ, რევოლუცია გვინდა, მაგრამ არ შეგვიძლია

- გვინდა, მაგრამ როგორც კი ეს განწყობა წინააღმდეგობას გადააწყდება, მერე სადღაც ქრება, ან შემგუებლობის რეჟიმში გადადის. ქვეყანაში რევოლუციის შესაძლებლობა არსებობს. ახლა გასარკვევია, ამის შემძლებლები და გამკეთებლებიც თუ არსებობენ. ისე, სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოში ისედაც რევოლუციას ნიშნავს.

 

ჩვენს პირობებში, უფრო - ევოლუციას.

- თუ ასეთი თვისობრივი ცვლილება მართლაც მოხდა, მერე რევოლუცია და ევოლუცია ერთმანეთისგან ძნელი გასარჩევი იქნება. ცვლილებები ნამდვილად გვინდა, შეთავაზებები გაკეთებულია. ახლა ამ პროცესებმა ან “ევოლუციურ რევოლუციამდე”, ანუ სამართლიან არჩევნებამდე უნდა მიგვიყვანოს, ან გამოააშკარაოს დამპყრობელი ხელისუფლება, რომლის მოცილებასაც სახალხო პროტესტი დასჭირდება. ვაცხადებ, რომ “ფორუმი” ამ პროტესტის პოლიტიკურ ორგანიზებაში მონაწილეობას მიიღებს. საბედნიეროდ, დღეს არ არსებობს ერთი პიროვნება, ვინც ამ პროცესებს უბელადებდა. ამიტომ საჭიროა, “კრებითი პოლიტიკური ლიდერის” ჩამოყალიბება.

 

და თუ ასეთი ჯგუფი არ შეიკრა, მაშინ ვინ აიღებს ხელში ძალაუფლებას, რომ ყველაფერი უმართავ ბუნტად არ იქცეს, ისევ ხელისუფლება?

- უმართავი ბუნტის მართვადში გადაყვანა ყოველთვის შესაძლებელია. გააჩნია, ამას ვინ მოახერხებს - გარე ძალები, ხელისუფლება, თუ ოპოზიცია. თუ ამას ოპოზიცია ვერ შეძლებს, მაშინ ხელისუფლება კვლავ შეინარჩუნებს ძალაუფლებას, შეიძლება, რაღაც მოდიფიკაციაც განიცადოს და მისგან ერთი ფსევდოოპოზიციური ფრაქცია მოგვევლინოს. ისიც შესაძლებელია, მთავრობას უმართავი ქაოსის ინსცენირება დასჭირდეს, რათა მერე თავად მართოს იგი. ამას ახალი რეპრესიები მოჰყვება, ან ისეთი არჩევნები ჩატარდება, რომელსაც ხელისუფლება კვლავ მოიგებს და იმ ლეგიტიმაციას შეიძენს, რასაც დღეს კარგავს. ოპოზიციის დიდ ნაწილში საბოლოო ბრძოლის სურვილი რომც არ არსებობდეს, ხალხი თავად შექმნის მაიძულებელ ფაქტორს, დაწყებული პროცესი გავაგრძელოთ და დავასრულოთ. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა მოვახერხოთ აუცილებელი საპროტესტო ტალღის აგორება, რომელიც რეჟიმს ადგილზე აქცევს ქმედუუნაროდ, ძალაუფლებას ჩამოართმევს და მას ხალხს გადასცემს. ასეთ ვითარებაში, ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებას  მიმართავს, არჩევნები გვჭირდება და იქნებ, ერთად ჩავატაროთო. ამ დროს აუცილებელი ხდება სახალხო ნდობის დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც არჩევნების ჩატარებას საკუთარ თავზე აიღებს.

 

ახლა სიტუაციას უფრო რეალისტურად შევხედოთ - სანამ ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, მანამდე ხელკეტებსა და რეზინის ტყვიებს რომ მიმართოს, მერე სად მიდიხართ, სამოქალაქო ომისკენ?

- სხვადასხვა ქვეყნებში ამის მაგალითი უკვე გვაქვს, გააჩნია რისთვის იქნება მზად საზოგადოების აქტიური ნაწილი. ჯერ ხალხი თვითგამორკვეული არაა, მაგრამ ამ უახლოესი პერიოდის განმავლობაში ჩამოყალიბება მოუწევს.

 

კრება დაქართული პარტია”, ანუ სპექტრი, რომელიც რევოლუციაზე საუბრობს, არის თუ არა ჩამოყალიბებული მოქმედების მეთოდებში და მათი რევოლუციური ანონსები თუ გეუბნებათ რამეს?    

- არა.

 

არის თუ არარვიანიჩამოყალიბებული იმაზე, რომ კონკრეტული მექანიზმით ხელისუფლებას აუცილებლად ჩაატარებინებს სამართლიან არჩევნებს და თუ ამას ვერ მიაღწევთ, მინიმუმ, ერთობლივ სამოქმედო გეგმას მაინც შეიმუშავებთ?

- არა, ერთიან გეგმაზე საუბარი ნაადრევია.

 

ჰოდა, საზოგადოებას რა თვითგამორკვევასა და ჩამოყალიბებას სთხოვთ

- საზოგადოებას არაფერს ვთხოვთ. უბრალოდ, გარემოს შეცვლის პროცესი უყურადღებოდ დატოვეს. ხალხმა ან თვითონ უნდა განახორციელოს ცვლილება და ამაში ოპოზიცია ჩართოს, ან ბოლომდე შეგუების გზით წავიდეს.

 

გასაგებია. ქვეყანაში კრიზისია, ამას ყველა ვაღიარებთ, მაგრამ კრიზისიაფორუმშიც”. ყოველ შემთხვევაში, მთელი ეს პერიოდი ასე ჩანდა. თქვენ არ გაგიციათ პასუხი კითხვებზე - რატომ ტოვებს პარტიას ამდენი აქტივისტი და არის თუ არა დაპირისპირება გუბაზ სანიკიძესა და კახაბერ შარტავას შორის?

- როცა ქვეყანაში არაფერი ხდება, ბევრი, ვინც აქამდე უფუნქციო იყო,  თვითგადარჩენის საშუალებად სხვების ჩაძირვა-ლანძღვას იყენებს. ახლაც  საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისინი მიმდინარეობს. “ფორუმს” პოლიტიკური სტაბილურობა, სიმყარე, საზოგადოებისთვის გასაკეთებელი შეთავაზებები აკლდა, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი სწორდება. ჩვენგან წასვლას რაც შეეხება, ზოგი პარტიაში არასწორი წარმოდგენით მოდის, ისე შემოივლიან ხოლმე და მერე უკან მიდიან. თუმცა, ასეთების რაოდენობა იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე შემომატებულების. ჩემსა და გუბაზს შორის კი არასდროს არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. შეფასებას ყველა იმ სიბრტყეში აკეთებს, რა სიბრტყეშიც თავად იმყოფება.  

 

ახალი სტუქტურებისა და წევრების წარდგენას პარტიაში სანიკიძე არ ესწრებოდა. ამიტომაც გაღრმავდა ეს ეჭვები

- ერთი სტრუქტურის წარდგენას მთელი პოლიტსაბჭოს ბრიფინგზე დგომა არ სჭირდება.

 

პასუხი არც იმაზე გაგიციათ, იყო თუ არა თქვენი ძმისშვილი, რატი შარტავა პატარკაციშვილის შტაბში და რა პარტიათშორისი ურთიერთობა გქონდათ ბადრი პატარკაციშვილთან

- პარტიათაშორისი ურთიერთობები არც ყოფილა, ცხადია - არც ფინანსური. პრინციპში, როგორც პარტია, ისინი მაშინ ჩამოყალიბებულნიც არ იყვნენ. ჩემი ძმისშვილი კი, მართლაც გახლდათ პატარკაციშვილის პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. ჩვენ ამ დროს გაჩეჩილაძის საპრეზიდენტო კამპანიაში ვიყავით ჩართულნი და სხვა კანდიდატების შტაბებთან ურთიერთოება ვერც გვექნებოდა, ცხადია, პიროვნულის გარდა. ადგილი არც ინტერესთა კონფლიქტს ჰქონია.

 

როგორც პარტიის თავმჯდომარემ, სანიკიძისა და პატარაკაციშვილის მოლაპარაკებების შესახებ თუ იცოდით?

- მათ მოლაპარაკებები არ ჰქონიათ, რადგან ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.

 

შეხვედრა რაჭაში დანიშნულიც იყო, ის, უბრალოდ, ვერ შედგა.

- რა თქმა უნდა, ინფორმაციას ვფლობდი ამ ამბების შესახებ. 

 

და რას ფიქრობდით იმაზე, რომ პატარკაციშვილთან და თარგამაძესთან ერთად პარტიის შექმნაზე იყო საუბარი?

- არა, პატივცემულო, ასეთი არაფერი განიხილებოდა. ვიცოდი, რომ გუბაზი, რა თქმა უნდა, არ აპირებდა სხვა პარტიაში წასვლას. მას მერე, რაც სანიკიძე “ფორუმის” ლიდერი გახდა, ამ თემაზე არანაირ შეხვედრა-შემოხვედრებზე საუბარი არ ყოფილა. თუმცა, მასზე რომ პოლიტიკური ნადირობა და ტაციაობა არსებობს, ფაქტია.

 

არსებობდა...

- არსებობს კიდეც, ისევე, როგორც მისი სახელის შებღალვის მცდელობა. ხშირად მე და გუბაზს პოლიტსაბჭოს სხდომაზე ამაზე გულიანად გვიცინია.   მაგრამ ვფიქრობ, ამას თანდათან ყველამ თავი დაანება, რადგან მიხვდნენ, რომ აზრი არ აქვს.

 

როცა სანიკიძემ განაცხადა, პარიზში ჩაფრენას და ოქრუაშვილთან მოლაპარაკებას არ გამოვრიცხავო, თქვენი მომხრეების ნაწილი უკმაყოფილო დარჩა. ეს პარტიის პოზიცია თუ სანიკიძის და რა ტიპის ურთიერთობებს გეგმავთქართულ პარტიასთან”, “სახალხო კრებასთან”?

- მართალი გითხრათ, არავისთან არანაირ თანამშრომლობაზე არ ვფიქრობ.  სხვადასხვა სიტუაციაში, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, შეიძლება, რაღაც ნაბიჯები გადავდგათ, მაგრამ ამ ეტაპზე რაღაც ახალ სქემებზე საუბარი ნამდვილად არაა. კრებისადმი კი კეთილგანწყობილნი ვრჩებით. ვნახოთ, რამდენად მოახერხებენ სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდირებას, რაც მათი მთავარი ამოცანა უნდა იყოს.

 

არც კრებაში დაბრუნების საკითხი განიხილება, რადგან, ჯერჯერობით, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, მარტის ბოლოს ყრილობა გვექნება და თუ იგი ჩვენს მუშაობას უარყოფითად შეაფასებს, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს.

 

პარტიისთვის გაცილებით მძიმეა, როცა იმას კი არ აკეთებს, რისი გაკეთებაც შეუძლია, არამედ იძულებულია, იმ მოთხოვნებს უპასუხოს, რის შესრულებასაც აბრალებენ და ამ დროს ამის ძალა არ შესწევს.

 

როგორ ფიქრობთ, ხალხმა ბევრჯერ დაგავალათ ის, რაც არ შეგიძლიათ?

- კი, ხდებოდა ასეთი რამ. ჩვენთვის ისეთი ვალდებულებები დაუკისრებიათ, რასაც “ფორუმი” დამოკიდებლად თავს ვერ გაართმევდა. უნდა შევძლოთ, რომ საზოგადოებას მხოლოდ ის შევთავაზოთ, რაც მართლა შეგვიძლია და არა ის, რისი მოთხონაც ხალხშია. ვაპირებთ, ნაკლები ანგარიში გავუწიოთ იმას, რის თქმას მოითხოვენ ჩვენგან და ვთქვთ ის, რაც სწორად მიგვაჩნია. დღეს კი ეს ცოტა არ არის.