რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების საკითხში „გვირაბის ბოლოს სინათლეს ხედავს“.
„მეჩვენება, რომ გვირაბის ბოლოს გარკვეული სინათლე ჩანს. ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია“, - განუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
„ჩემი აზრით, თუ საღი აზრი იქნება, შესაძლებელია შევთანხმდეთ კონფლიქტის დასრულების მისაღებ ვარიანტზე ან მისაღებ გზაზე“, - დასძინა მან.