სერგო ორჯონიკიძის სახელობის საპატიო ორდენოსნები

სერგო ორჯონიკიძის სახელობის საპატიო ორდენოსნები

მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ, ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, ასევე, ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება ისჯება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. არსებული სისხლის სამართლის კოდექსის მიუხედავად, რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს და ამის შესახებ საჯარო განცხადებებს აანონსებს.

4 ოქტომბერს იწყებს და 4-შივე ამხობს ხელისუფლებას პაატა ბურჭულაძე, რომელიც მხარდამჭერებს 16:00 საათზე ეპატიჟება გარეთ, მაგრამ კონკრეტულად სად უნდა შეიკრიბონ, ჯერ არ იცის. კონსტიტუციის ფარგლებში აანონსებს ხელისუფლების მშვიდობიან დამხობას „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, რომლის განცხადებით, მშვიდობიანი რევოლუცია საქართველოში 2003 წელს უკვე მოხდა, როდესაც შევარდნაძის რეჟიმი დაემხო.

რადიკალებთან ერთად ემზადებიან აქტივისტები. მათ გადამზადებაზე დასავლეთის კონკრეტული ძალები ზრუნავენ. ვილნიუსში, დიდი ბრიტანეთის დახმარებით, ქართველი აქტივისტების გადამზადება მიმდინარეობს. სტუდენტური პროგრამებისა და კიბერუსაფრთხოების კურსის საფარქვეშ, ლიეტუვაში, ქართველი ახალგაზრდებისთვის ტრენინგებს ბრიტანეთის მხარდაჭერით 2 არასამთავრობო ორგანიზაცია ატარებს. ერთი „ბრიტანულ-ქართული საზოგადოებაა“, რომლის პარტნიორებშიც ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია მითითებული, ხოლო მეორე - „სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტია“.

გარდა ამისა, ორგანიზაცია „ფარი“ რომელსაც ექს-პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე ხელმძღვანელობს, ოპოზიციურად განწყობილ ყოფილ სამხედროებთან ერთად, კაპროვანის სანაპირო ზოლის სიახლოვეს, აქტივისტებს ტრენინგს უტარებს თემაზე - ხელისუფლების შეცვლა. ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდები ეცნობიან სამხედრო მომზადებას, მათ შორის, ტაქტიკურ გადაადგილებას, სამხედრო დგომას, შეტევას, თავდაცვას და სამხედრო ალყებს. ორგანიზაციის, მიზანია ჩამოაყალიბოს „ათეულების ლიდერები“ საპროტესტო აქციებისთვის.

ტრენინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი დათო გუნაშვილი აცხადებს, რომ ემზადებიან აქციისთვის, მიმდინარეობს გუნდის შიდა გაძლიერებაც, რათა იცოდნენ, როგორ არის სინქრონში ერთად მოქმედება. „ქართული ოცნების“ მთელ რეჟიმს, თავიდან ბოლომდე, უნდა ეშინოდეს. ჩვენ ამ რეჟიმს გავისტუმრებთ, გაგისტუმრებთ მოუსვლელში“, - აცხადებს დავით გუნაშვილი.

საქართველოში იმყოფებოდა IRI-ს პროგრამების ხელმძღვანელი ჯონ დიპირო, რომელმაც ოპოზიციისთვის სამოქმედო გეგმა მოამზადა. პროგრამაში საუბარია, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ოპოზიციამ. ასევე, მითითებულია კონკრეტული თარიღებიც საპროტესტო აქციებისთვის. მათ შორის, პირველი აქციის ჩატარება დაგეგმილია 13 სექტემბერს. უკვე გაწერილია ოპოზიციისა და ჯონ დიპიროს შეხვედრაც, რისთვისაც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აშშ-ში, სავარაუდოდ, სექტემბრის მეორე ნახევარში გაემგზავრებიან. ეს არ იქნება პირველი შეხვედრა დიპიროს და ოპოზიციას შორის. ჯონ დიპიროსთან აუდიენცია უკვე ჰქონდა გიორგი გახარიას.

ასე ემზადებიან რადიკალები ხელისუფლების ძალადობრივი დასამხობად. მმართველი გუნდი ოპოზიციის მხარდამჭერებს ქვეყნის გარეთ, საქართველოს საქმეებში ჩარევისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს! ლევან ხაბეიშვილს დაწინაურება სურს, რისთვისაც რადიკალური მიმართულება, როგორც ნიშა, შეარჩია. მისი თქმით, ხაბეიშვილს გააჩნია პერსპექტივა იმისა, რომ მშვიდობიანად დააკავებენ და ამის პერსპექტივა ნამდვილად გააჩნია.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიმართავს საქართველოს მთავრობას, რომ იმოქმედონ კანონის შესაბამისად და ჩამოართვან მინიჭებული სამხედრო წოდება თავდგირიძეს, რომელმაც ერთ-ერთ ეთერში, პირდაპირ თუ ირიბად გამოხატა მოწოდება და სიხარული ომის გაგრძელებისა და მასში საქართველოს ჩაბმის გამო.

„ფაქტობრივად, ეს ნიშნავს საქართველოს მოსახლეობის სასიკვდილოდ გაწირვას და საქართველოს განადგურებას. თუ დადასტურდა ზემოთ აღნიშნულ თავდგირიძის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, რომელიც კრძალავს ომის პროპაგანდას. ამ ანტისახელმწიფოებრივ ელემენტს ქართულმა სახელმწიფომ აგებინოს სისხლის სამართლებრივი პასუხი. შეიქმნას პრეცედენტი, რომ ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მოღალატე-აგენტების ფეხქვეშ ქართული მიწა იწვის.

ამ ადამიანების ადგილი არის იქ, რომელსაც ჩვენი წინაპრები ოდიდთგანვე ეძახდნენ და დღესაც ეძახიან - ვირის აბანოს. როდესაც თავგირიძისთანა მშიარა კაცი გამოდის, ჯერ ამბობს, რომ ომი არ უნდა დამთავრდეს, ეს ცუდიაო, მერე როდესაც ნახა საზოგადოების რეაქცია, თქვა, რომ მშვიდობა არის ყველაფრის საფუძველიო. ასეთ ადამიანებს, როგორიც თავდგირიძეა, უნდა ჩამოართვა წოდება იმიტომ, რომ მამაძაღლები არიან. თავდგირიძესა და მისნაირებს ვინ აარევინებს ქვეყანას?! ამისთვის არსებობს შესაბამისი ორგანოები. დარწმუნებული ვარ, რომ გროვდება შესაბამისი მასალები და როდესაც შეგროვდება, დაიჭერენ. შეაგდებენ იქ, სადაც არის საჭირო. მერე დაიწყებენ ჯღავილს და ბღავილს პოლიტპატიმრები არიანო.

მივმართავ ხელისუფლებას, მე არ ვარ იურისტი, მაგრამ კონსტიტუცია წამიკითხვას, სადაც წერია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ მოწოდება ისჯება კანონით. ეს თავდგირიძე აკეთებს პირდაპირ მოწოდებას და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთი პოლკოვნიკი საქართველოს არ სჭირდება. უნდა ჩამოერთვას ეს წოდება იმიტომ, რომ ის აშკარად მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობის განადგურებისაკენ. სხვა რა არის ის, რასაც ესენი აკეთებენ და საუბრობენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, აქტივისტების მომზადება არჩევნებისთვის უნისონში მოდის რადიკალური ოპოზიციის მიერ 4 ოქტომბერს „ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობის“ დაანონსებულ გეგმასთან. ის უნისონში იქნება არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების გეგმებთანაც, რომლებიც წაგების შემდეგ აუცილებლად გამოვარდებიან ქუჩაში ყვირილით.

„გეხსომებათ, რომ ბრიტანეთს ჩაუვარდა საქართველოში, „საგრანტო პროგრამით“ შეფუთული დაფინანსება რადიკალური ჯგუფებისთვის, მედიებისთვის და ორგანიზაციებისთვის 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების ჩასაშლელად, სწორედ ჩვენი ახალი კანონის საშუალებით, გრანტების შესახებ. ამიტომაც ეტყობა პროექტი გადაიტანეს ლიეტუვაში. კითხვა ჩნდება: იმ ორ ქართულ ორგანიზაციას, რომლებმაც აქ აქტივისტები (იკითხე მოლოტოვის კოქტეილის მსროლელები) უნდა შეკრიბოს და გაამგზავროს, ვინ და რა არხებით აფინანსებს?! ამ ყველაფერს ხომ საკმაოდ სოლიდური თანხა სჭირდება“, -  აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტანელები აფინანსებენ და აორგანიზებენ ტრეინინგებს ბალტიისპირეთში, რათა რევოლუციის კადრები მოამზადონ და ისევ უბედურება დაატრიალონ ჩვენს სამშობლოში. მისივე შეფასებით, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, რადგან ამგვარმა უგუნურმა პოლიტიკამ ბრიტანეთის ძლევამოსილი იმპერია ინდოელ-პაკისტანელთა მკვიდრ კუნძულად გადააქცია, გრინვიჩის მერიდიანი კი ათასი ჯურის ბოგანოთა კოორდინატთა სათავედ.

„როდესაც მათი საკუთარი სახლი სხვებს რჩებათ, ნეტავ, აქეთ რა დარჩენიათ და საით ეპრაკუნებიან?! ხოლო ის ჩვენი „ღამურა“ უსამშობლოები, რომლებიც რევოლუციაში განსწავლულობის მიზნით ბალტიისპირეთში ეშურებიან, სერგო ორჯონიკიძის სახელობის საპატიო ორდენს იმსახურებენ მსოფლიოს სამასხარაოდ ქცეული, ერთ დროს დიდებული ბრიტანული ტახტისგან. იმათზე სხვა რა გვეთქმის? გზაც იქით ჰქონიათ, როგორც რუსულადაა: „იდიტე ვი ნა ტრი ბუკვი!“ ემანდ, ისევ რუსეთუმეობა რომ არ დამაბრალონ, ქართულად ვიტყვი: „წადით სამ ასოზე“. ეს სამი ასო ლიეტუვა-ლატვია-ესტონეთის საწყისი ასოებია, ანუ ლლე! საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ამგვარი დევიზის სახეს იღებს - „რევოლუციონერებო, ჩვენი ქვეყნისა, დაირაზმეთ ბრიტანულად და შეერთდით ინტერნაციონალურად მაგ ნაგვის ნაგავ ლლე- ზე! ვინძლო მაგრად დადექით, ეგ ლაყე ლლე არ აგიყირავდეთ და ეგ რევოლუციური სულისკვეთება უკან არ შეგესოთ“, - წერს დავით ზარდიაშვილი.

 

Gami ბანბოზმა ბურჭულაძე, 3-ში გაქცეული იქნება ბიძინაო; ერთი დღით გადაუწია?
2 საათის უკან