ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის მიმართვის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იცოდეს ამერიკის ახალი პრეზიდენტის პოზიცია, რათა მიიღოს შესაბამისი დასკვნები და გადაწყვეტილებები.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ იცოდეს ამერიკის ახალი პრეზიდენტის პოზიცია დროულად, რათა მიიღოს შესაბამისი დასკვნები და გადაწყვეტილებები. რაც უფრო ხანგრძლივდება ეს ბუნდოვანება და ეს პერიოდი, მით უფრო მეტად სარგებლობენ საქართველოს არაკეთილმოსურნეები და ცდილობენ ქვეყნის დაზიანებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დროულად აეხადოს ყველაფერს ფარდა და ყველაფერი გაცხადდეს. ჩვენი უპირველესი ინტერესი რა თქმა უნდა არის ამ ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვა და იმედი გვაქვს, რომ იგივე განწყობა იქნება ამერიკის ახალი პრეზიდენტისგან“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თავის ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს.