რატომ ოჯახი?

რატომ ოჯახი?

როგორც იქნა, ბრიუსელი ბოლომდე გაიხსნა და საქართველოს მთავრობას ულტიმატუმის სახით წაუყენა მოთხოვნა, რომ გააუქმოს „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობა მეტად კომფორტული გადაადგილების (ვიზა-ლიბერალიზაცია) საშუალებას დაკარგავს. ევრო-ბიუროკრატიამ, Deep State-მა თუ გლობალისტებმა (სახელი მათი ლეგიონია), საქართველო დილემის წინაშე დააყენა: ჯანსაღი ქრისტიანული ოჯახი (სხვა მოთხოვნებთან ერთად) თუ უპრობლემოდ გადაადგილება ჟოზეფ ბორელის „ედემის ბაღში“? საუბარი არა ევროკავშირის წევრობაზე, არამედ უვიზო მიმოსვლაზე.

არ მეგონა, თუ ასე დაწევდნენ თამასას. იმიტომ ხომ არა, რომ მეტის ღირსებად არ გვთვლიან ან მეტი ამბიცია ვერ დაინახეს იმ ხალხში, ვისთვისაც ოჯახის ინსტიტუტი მეორე ხარისხოვანია, ხოლო „უვიზო“ - პირველხარისხოვანი? ბოლო ოცდაათი წელია მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ევროკავშირთან და, ალბათ, ჰედონისტი ქართველების ფსიქოტიპიც კარგად შეისწავლეს. ჰედონისტი ხომ სიამოვნებაზე, კარგ ცხოვრებაზე, გემრიელზე და ფერადზე რეაგირებს. ასეთ ხალხზე თუ კეთდება გათვლა და მათ ირჩევენ დასაყრედენად, მაშინ ისტორია არ სცოდნიათ საქართველოსი და მწარედ ცდებიან. თუმცა ნამდვილად მეპარება ეჭვი, რომ არ იცოდნენ. არ შეიძლება, არ იცოდნენ ის, რომ ჰედონიზმს და განცხრომას საქართველო დღევანდელ დღემდე არ მოუყვანია. ჩვენი ტურფა და საბაღნარო ასკეტებისა და თავგანწირულთა ქვეყანაა. რას ვიზამთ, ასეთი შეხედულება ჰქონიათ ქართველებზე. ასე ვჩანვართ მათი ედემის ბაღიდან. პრინციპში, ეს არც უნდა იყოს ჩვენთვის გასაკვირი. კოლონიალისტური წარსულის ამოშანთვა შეუძლებელია ევროპელის ფსიქოლოგიიდან. ისინი ყოველთვის ასეთი დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ და ტრადიციას დღესაც არ ღალატობენ. რამდენი რამის გახსენება შეიძლება ევროპული აროგანტობის შესახებ. მარტო რადიარდ კიპლინგის „The White Mans Burden თეთრი ადამიანის ტვირთი“- გახსენება რად ღირს.

Take up the White Man's burden—

    Send forth the best ye breed—

Go bind your sons to exile

    To serve your captives' need;

To wait in heavy harness

    On fluttered folk and wild—

Your new-caught, sullen peoples,

    Half devil and half child

ჩემი აზრით, ევროპის კონტინენტის გარეთ მყოფი ხალხების მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილაისევ ნახევრად ეშმაკებად და ნახევრად ბავშვებად მიგვიჩნევენ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ რა ვქნათ, ასეთია რეალობა. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი კითხვა ის არის, ჩვენ თვითონ ხომ არ ვაძლევთ მათ საფუძველს, რომ სწორედ ასე აღგვიქვან? თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ გულში უნდა ჩაიხედოს და გვერდიდან შეხედოს საკუთარ თავს. ფაქტი ერთია ხშირად სხვის ბაღში ვეძებთპანტას“, მაშინ როცა ხელთ გვაქვს თურაშაული. ამას, პირველ რიგში, საკუთარ თავზე ვამბობ.

მკითხველი, ალბათ, მაპატიებს ასეთ ემოციურ შესავალს. მოდით, წერილის სათაურში დასმულ შეკითხვას მივუბრუნდეთ და პასუხი თავად ევროპული სოციალური მეცნიერების ერთ-ერთი ვარსკვლავის, ემანუელ ტოდის მეშვეობით ვცადოთ. ორიოდე სიტყვით უნდა აღვნიშნო, რომ ტოდი ის მეცნიერი იყო, რომელმაც ჯერ კიდევ 1976 წელს, წიგნში The Final Fall: An Essay on the Decomposition of the Soviet Sphere, საბჭოთა კავშირის დანგრევა იწინასწარმეტყველა. 2002 წელს კი გამოაქვეყნა After the Empire: The Breakdown of the American Order… ამაზე სხვა დროს. მოკლედ, სოციალური მეცნიერების სფეროში (ანტროპოლოგია, დემოგრაფია) ტოდი მძიმეწონოსანია.

რას გვთავაზობს იგი 1985 წელს გამოცემულ გახმაურებულ ნაშრომში The Explanation of Ideology: Family Structures and Social Systems?

ტოდი გვამცნობს:

The family is a crucible of ideology. Each family structure tends to produce a coherent vision of man, society, and the world.

— „ოჯახი იდეოლოგიის ყალიბია. თითოეული ოჯახური სტრუქტურა ქმნის ადამიანის, საზოგადოების და სამყაროს შესახებ მყარ ხედვას.

იგი ასევე წერს:

"The ideological system in any given society is nothing more than the intellectual expression of its family structure. Each family type corresponds to a specific ideological form."

— „ნებისმიერ საზოგადოებაში იდეოლოგიური სისტემა სხვა არაფერია, თუ არა მისი ოჯახური სტრუქტურის ინტელექტუალური გამოხატულება. ოჯახის თითოეული ტიპი შეესაბამება კონკრეტულ იდეოლოგიურ ფორმას.“

ეს ნიშნავს, რომ ტოდის აზრით, ყველა იდეოლოგიას, რომელსაც ვიცნობთ (საკუთარ თავზეც გვაქვს გამოცდილი), ფესვი ოჯახის ინსტიტუტში აქვს გადგმული. სწორედ ოჯახია ის საწყისი, საიდანაც აღმოცენდება იდეოლოგიური მსოფლაღქმა. ტოდი ოჯახის რამდენიმე ტიპს გამოყოფს და მათ შესაბამის იდეოლოგიურ ფორმებს გვთავაზობს.

ოჯახური სტრუქტურები და მათთან შესაბამისი იდეოლოგიებიემანუელ ტოდის მიხედვით

ოჯახის ტიპი

ძირითადი მახასიათებლები

შესაბამისი იდეოლოგია

ქვეყნების მაგალითები

ეგზოგამიური კომუნისტური ოჯახი

რამდენიმე თაობა ცხოვრობს ერთად, ვაჟებს რჩებათ მემკვიდრეობა თანაბრად, ქორწინება ოჯახის გარეთ. კოლექტივიზმი.

კომუნიზმი (საბჭოთა, მაოისტური)

რუსეთი, ჩინეთი, ვიეტნამი

აბსოლუტურად ბირთვული ოჯახი

ინდივიდუალიზმი, შვილები სრულწლოვანებისას ტოვებენ ოჯახს, არ არის მემკვიდრეობის შერჩევითი გადანაწილების პრინციპი.

ლიბერალიზმი, ლიბერალური დემოკრატია, კაპიტალიზმი

ინგლისი, აშშ, ავსტრალია

ეგალიტარულ-ბირთვული ოჯახი

ბირთვული ოჯახი, შვილებს შორის სრული თანასწორობა, თანაბარი მემკვიდრეობა.

რევოლუციური უნივერსალიზმი, რესპუბლიკანიზმი, სოციალიზმი

საფრანგეთი, ბელგია

ავტორიტარული  ოჯახი

ერთ შვილს გადაეცემა ყველაფერი, მკაცრი იერარქია, მორჩილება უფროსების მიმართ.

ნაციონალიზმი, ფაშიზმი, ავტორიტარიზმი

გერმანია, იაპონია, ავსტრია

ენდოგამიური კომუნისტური ოჯახი

ქორწინება ოჯახის შიგნით (ბიძაშვილებს შორის), კლანური ლოიალობა, ტრადიციული სტრუქტურა.

პატრიარქატი, რელიგიური ფუნდამენტალიზმი, ისლამური კონსერვატიზმი

ირანი, პაკისტანი, საუდის არაბეთი

 

როდესაც ტოდი ასეთ სქემას გვთავაზობს, იგი დაწვრილებით განმარტავს ოჯახის ანთროპოლოგიურ ფენომენს.

ანთროპოლოგიური სტრუქტურა, იდეოლოგიური სისტემისგან განსხვავებით, თვითგანგრძობადია. ოჯახი, თავისი არსით, ამრავლებს როგორც ადამიანებს, ისე ღირებულებებს. არაცნობიერად, მაგრამ გარდაუვლად, თითოეული თაობა იწოვს მშობლებისგან გადმოცემულ ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს ელემენტარულ ადამიანურ ურთიერთობებს: მშობლებსა და შვილებს შორის, და-ძმებსა და ცოლ-ქმარს შორის. რეპროდუქციული მექანიზმის ძალა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მას არ სჭირდება გააზრება ან განსაკუთრებული ძალისხმევა. ის ავტომატურად მოქმედებს და აქვს საკუთარი შინაგანი ლოგიკა“.

ტოდი აქვე ადარებს იდეოლოგიის რთულ სისტემას და მის დანერგვის გზებს:

იმისათვის, რომ იდეოლოგია თაობიდან თაობაზე გადავიდეს, ის უნდა იყოს განსახიერებული მაღალორგანიზებული ინტელექტუალური სწავლების რთულ პროცესში, რომელიც პრაქტიკაში სკოლებში ხორციელდება“.

შესაბამისად, ნებისმიერი იდეოლოგია სახელმწიფოს მხრიდან საჭიროებს ინსტიტუციონალურ დანერგვასა და გამყარებას. სკოლიდან დაწყებული ინდოქტრინაცია აყალიბებს მყარ პიროვნებას, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ სიმართლესა და ქმედებაში. ასეთი ადამიანისათვის ადვილია ისეთი პოზიციის დაკავება ან მოქმედება, რომელიც ხელმძღვანელობის მიერაა ნაკარნახევი, წახალისებული და მოწონებული. მაგალითად, ბოისკაუტი, პიონერი, ჰიტლერიუგენდი, ხუნვეიბინი და სხვ. ერთგულ ახალგაზრდებად ითვლებოდნენსაერთო საქმისადმიდა იდეოლოგიური ხაზიდან არგადახვევის შემთხვევაში, ფაქტობრივად გარანტირებული ჰქონდათ კარიერული აღმასვლა.

დროთა განმავლობაში, იდეოლოგიის მიერ ნაკარნახევი პოლიტიკური პოზიცია, სოციალური ნორმები და ქცევის წესები ადამიანისთვისბუნებრივადიქცევა. მაგრამ იმისათვის, რომ იდეოლოგიის დოგმები საზოგადოებრივი ზნე-ჩვეულებების სახით დამკვიდრდეს, საჭიროა ხანგრძლივი და მკაცრი სახელმწიფო კონტროლი. სწორედ იმას, რაც სისტემის მიერ ადრეული ასაკიდანვე ყალიბდება ადამიანში, ფრანგი ფილოსოფოსი და სოციოლოგი პიერ ბურდიეჰაბიტუსსუწოდებს:

„Habitus is a system of lasting, transposable dispositions which integrates past experiences and functions at every moment as a matrix of perceptions, appreciations, and actions.

(„ჰაბიტუსი არის მდგრადი, ტრანსპოზირებადი მდგომარეობის სისტემა, რომელიც აერთიანებს წარსულ გამოცდილებას და ფუნქციონირებს ყოველ მომენტში აღქმის, შეფასებისა და ქმედების მატრიცად.“ — The Logic of Practice)

ბურდიეს აზრით, ჰაბიტუსი ძირითადად ყალიბდება ოჯახში, აღზრდის, განათლებისა და სოციალიზაციის პროცესში. ის მოიცავს არა მხოლოდ ქცევით ნიმუშებს, არამედ სამყაროს აღქმის ღრმა სქემებსაცმათ შორის გენდერულ როლებს, მორალურ ნორმებსა და სოციალურ მოლოდინებს.

თანამედროვე დასავლური საზოგადოებები (მიუხედავად ეკონომიკური კეთილდღეობისა) კი განიცდიან ოჯახის ინსტიტუტის ღირებულებით და სტრუქტურულ კრიზისს. სწორედ ამ კონტექსტში ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა ამ ორ ფრანგ მოაზროვნის შეხედულებები. ისინი იყენებენ სხვადასხვა მეთოდოლოგიურ მიდგომებს იმის გასაანალიზებლად, თუ როგორ ყალიბდება ადამიანის იდენტობა და სოციალური ქცევა ოჯახის და კულტურულ-ისტორიული პირობების გავლენის ქვეშ. ტოდიც და ბურდიეც არ იკავებენ მორალისტურ პოზიციას: მათი ანალიზი ეფუძნება სტრუქტურას, გამოცდილებასა და ისტორიულ უწყვეტობას.

ჩემს მოკრძალებულ აზრს თუ დავამატებ, ადამიანის იდენტობა არ არის ცარიელი ფურცელი (tabula rasa), რომლის გადაწერა ყოველ ჯერზე შეიძლება. ის წარმოადგენს თაობების განმავლობაში ჩამოყალიბებულ რთულ სისტემას. ოჯახის, გენდერისა და სექსუალობის გადაფასების რადიკალური მცდელობები შეიცავს არა მხოლოდ კულტურული რღვევის, არამედ სოციალური დეზორიენტაციის რისკსაც, განსაკუთრებით მომავალი თაობებისთვის.

რაც შეეხება მესამე დიდ ფრანგ მოაზროვნეს, უნდა ვაღიარო, რომ მისი შეხედულებების თანხვედრა ტოდისა და ბურდიეს ხედვებთან ჩემთვის უფრო რთულად შესამჩნევია. ვგულისხმობ მიშელ ფუკოს. მიუხედავად იმისა, რომ ფუკო ღიად ჰომოსექსუალი იყო, ის უარს ამბობდა საკუთარი თავის განსაზღვრაზე კონკრეტული იდენტობის მეშვეობით. მისი ცხოვრებისეული პოზიცია და აკადემიური ნაშრომები ერთმანეთს სრულად შეესაბამებოდა: ის არ იბრძოდა გარკვეული სექსუალური იდენტობის აღიარებისთვის, არამედ პირიქითცდილობდა ფიქსირებული სექსუალობის იდეის დანგრევას.

ფუკო სიღრმისეულად იკვლევდა ჰომოსექსუალობას, როგორც სახელმწიფოს მიერ თავსმოხვეულ სუბიექტივაციის ახალ ფორმას. თავისი ნაშრომების დიდი ნაწილი მან მიუძღვნა ძალაუფლების, სექსუალობისა და სოციალური ინსტიტუტებისოჯახის, სახელმწიფოს, იურისპრუდენციისა და მედიცინის  ანალიზს. ფუკო ამტკიცებდა, რომსუბიექტიავტონომიური ერთეული კი არა, არამედ ძალაუფლების მიერ წარმოშობილი ცოდნისა და ისტორიულად არსებული რეჟიმების პროდუქტია.

The deployment of sexuality… was from the eighteenth century onward one of the great instruments of power.”
სექსუალობის გამოყენება... მეთვრამეტე საუკუნიდან მოყოლებული ძალაუფლების ერთ-ერთი უდიდესი ინსტრუმენტი იყო.
(The History of Sexuality)

სწორედ ამ პოზიციას დაეყრდნო გვიანდელი ქვიარ-თეორია, რომლის წამყვან ფიგურად ჯუდიტ ბატლერი და მისი მიმდევრები იქცნენ. მათ აიღეს ფუკოს მიერ ყოველგვარი იდენტობისგანგაშიშვლებულიადამიანი და ახალი იდენტობებითშემოსეს. მათ უარყვეს ფიქსირებული იდენტობები (ქალი/კაცი) და უპირატესობა მიანიჭეს პლურალურობასა და ფლუიდურობას.

Gender is not something you are, it is something you do – constantly, performatively.”
გენდერი არ არის ის, რაც შენ ხარეს არის ის, რასაც აკეთებ, მუდმივად, პერფორმატიულად.
(Gender Trouble)

ფუკო ეჭვქვეშ აყენებს სექსუალური და გენდერული იდენტობისბუნებრივობასდა ამტკიცებს, რომ ჰეტეროსექსუალობისა და ოჯახურ-ქორწინებითი ნორმების წარმოშობა განპირობებულია ძალაუფლების ინსტიტუტებისსახელმწიფოს, ეკლესიისა და საგანმანათლებლო სისტემისჩარევით. მისი ხედვით, სექსუალობა არაა ადამიანის არსებითი თვისება, არამედ სოციალურ-ისტორიული კონსტრუქციაა, რომელიც ინდივიდს ენის, ნორმებისა და ინსტიტუციური მექანიზმების მეშვეობით თავს ეხვევა. შედეგად, ადამიანი ნორმატიული ან არანორმატიული სექსუალობით ხელოვნურადშემოსილია“ — როგორც ძალაუფლებისა და კულტურული დისკურსის პროდუქტი. სწორედ ამის აღსანიშნავად ფუკომ სპეციალური ტერმინიბიოპოლიტიკაშემოიტანა.

მოდით, ერთი წამით დავეთანხმოთ ფუკოს და ვთქვათ, რომ ყველაფერი, რაზეც ის ყურადღებას ამახვილებს, სიმართლეა. მაგრამ რა სურათი მივიღეთ დღეს? ფილოსოფია, რომელიც ძალაუფლების მიერ ხელოვნურად შექმნილი კონსტრუქციებისგან გათავისუფლების სურვილით დაიწყო, ნელ-ნელა თავად იქცა ნორმალიზაციის ახალ მექანიზმადმხოლოდ განსხვავებული სიმბოლოებითა და ღირებულებებით. იარლიყებისგან გათავისუფლებამ ახალი იარლიყები წარმოშვა, ახლა უკვე სავალდებულო პოლიტიკური დღის წესრიგით.

აქ საგულისხმოა ერთი მომენტი. ალბათ მკითხველს სმენია, როცა მემარცხენე ლიბერალებსნეოტროცკისტებსუწოდებენ. უცნაურად ჟღერს: სად ლევ ტროცკი (ლეიბა ბრონშტეინი) და სად ლიბერალური დასავლეთი? თავიდან მეც მიკვირდა, სანამ რუსული წარმოშობის ამერიკელი სოციოლოგის, პიტირიმ სოროკინის, ცნობილ ნაშრომს რევოლუციის სოციოლოგია- (1923) არ გავეცანი.

სოროკინი აღწერს იმდროინდელ საბჭოთა რეალობას და ერთ მეტად შემზარავ ფაქტს გვიზიარებს:

In the part of the building set apart for the incarcerated there is for men and women a common W. C. As soon as the thieves see that a woman goes to the W. C. they rush there also and violate her.”
შენობის იმ ნაწილში, რომელიც პატიმრებისთვის იყო გამოყოფილი, მამაკაცებისა და ქალებისთვის საერთო ტუალეტი არსებობდა. როგორც კი ქურდები შეამჩნევდნენ, რომ ქალი ტუალეტში შედიოდა, ისინი უმალ მიჰყვებოდნენ და მასზე ძალადობდნენ.

ნეოტროცკისტებმა დახვეწეს მათი სულიერი მამის იდეოლოგია და უფრო შორს წავიდნენ. მათ ტრანსგენდერიზმიგანავითარეს. სქესის სურვილისამებრ ცვლილება. სქესის გადაკეთება ქირურგიული ჩარევის მეშვეობით, ან ყოველგვარი ჩარევის გარეშე. უბრალოდ ,ვითგამორკვევით”. ნეოტროცკისტებმა შექმნეს ოფიციალურ დაწესებულებებში საერთო საპირფარეშოები, მათ შორის სკოლებშიც. სულ ახლახანს, ამერიკაში ერთი ასეთი ფაქტი მოხდა. მამაკაცი, რომელიც საკუთარ თავს ქალად ასაღებდა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ქალთა ციხეში მოათავსეს, სადაც მან ორი თანამესაკნე ქალი დააორსულა. NBC NEWS- სტატიის სათაური გვამცნობს ამ ფაქტის შესახებN.J. trans prisoner who impregnated 2 inmates transferred to men's facility“ ნიუ ჯერსის შტატის ტრანსგენდერი პატიმარი, რომელმაც ორი პატიმარი დააორსულა, მამაკაცების დაწესებულებაში გადაიყვანეს“. ტროცკი ნამდვილად იამაყებდა თავისი სულიერი შვილების პროგრესულობით. ჩემი აზრით, ამ ნეოტროცკისტული იდეოლოგიის კულმინაცია 2023 წლის 23 მარტს ნიუ-იორკის მანჰეტენზე შედგა, როდესაც ამ ანტიადამიანური იდეოლოგიით მოწამლულმა ადამიანებმა მსვლელობა გამართეს. იქ ნეოსოდომიტები შემდეგნაირადგალობდნენ:

"Were here, were queer, were coming for your children. We're here, we're queer, were not going shopping."
— „
ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ქვიარები ვართ, თქვენი შვილებისთვის მოვდივართ. ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ქვიარები ვართ, საყიდლებზე არ მივდივართ.

ამის შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდა, გამოაშკარავდა და წერტილი დაესვა! ისინი მოდიან ჩვენი შვილების დასაღუპად, ჩვენი ოჯახების დასანგრევად, ჩვენი ტრადიციულ-რელიგიური ქვეყნების ამოსაძირკვად! ასეთია გლობალიზმი, ბოლშევიზმი, ტროცკიზმი, ფაშიზმი, ნაციზმი და .. — მათ მრავალი სახე აქვთ

რა მდგომარეობა გვაქვს დღეს, 21- საუკუნეში?
დღეს გვაქვს სურათი, სადაც ამერიკის მოსახლეობამ გაიაზრა გლობალიზმის არსი, აშშ-ის როლი ამ საკითხში და უარი უთხრა ულტრალიბერალურ იდეოლოგიას. ასეთია ამერიკელი ხალხის უმრავლესობის განწყობა, რომელსაც MAGA Movement ეწოდება. ხალხმა მეორე ვადით აირჩია დონალდ ტრამპი და ქვეყანა კონსერვატიულ რელსებს დაუბრუნდა. ამერიკელებმა მამა დამფუძნებლების ფესვებთან დაბრუნება არჩიეს და უარი თქვეს ანტიადამიანურ ტრანსჰუმანიზმისა და პოსტჰუმანიზმის იდეოლოგიაზე.

თუმცა მოხდა ისე, რომ გლობალისტები/ნეოტროცკისტები, ანუ Deep State, ბრიუსელში, ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში ჩაიბუდნენ და იქიდან უტევენ დანარჩენ ქვეყნებს. მათთვის მთავარი სამიზნე სწორედ ტრადიციული ოჯახია, რადგან ოჯახია ის უჯრედი, რაზეც, როგორც დიდმა ფრანგმა მოაზროვნეებმა დაგვიდასტურეს, ყველაფერი დანარჩენი აშენებულია. გლობალიზმი კი არის ის მოძრაობა, რომელსაც გააჩნია ყველაფრის მონგრევისა და მოშლის ნებელობა, რაც მის ამორფულ იდეოლოგიას წინ ეღობება.

მე, პირადად, ერთ მნიშვნელოვან განსხვავებას ვამჩნევ საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. შეიძლება მკითხველი არ დამეთანხმოს. ნიჰილიზმმა, რომელმაც დასავლეთის საზოგადოებრივ ქსოვილში გაიდგა ფესვები, გამოიწვია ფასეულობების რღვევა და საუკუნოვანი ტრადიციებისადმი სრული ინდიფერენტულობა, რაც ქრისტიანული ევროპის დაისის საწინდარი აღმოჩნდა (ნიცშესა და შპენგლერს ვიმოწმებ).

ათეისტური ეპოქაგამოვლილმა საქართველომ კი, სწორედ ოჯახის, ტრადიციის, მეგობრობის, ნათესაობის, მეზობლობის და სხვა ურთიერთობათა მეშვეობით შეინარჩუნა ქრისტიანული ფასეულობებიკაცთმოყვარეობა, ფიზიკური თუ სულიერი საკვების გაყოფა-განაწილება და ერთმანეთისათვის თავგანწირვაც კი! კაპიტალისტური დასავლეთისგან განსხვავებით, პოსტსოციალისტურ საქართველოში არ მომხდარა ატომიზაციაჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, გათითოკაცება.

დღეს ბრიუსელი დიდი გამოწვევის წინაშე აყენებსქართულ ოცნებას“ — საქართველოს მმართველ პარტიას. მას ულტიმატუმი წაუყენეს 31 აგვისტომდე. სასწორის ერთ პინაზე დევს ქართული ოჯახის (კანონით გამყარებული) სიმტკიცე, ხოლო მეორეზეევროპული კეთილდღეობა და კომფორტი.

მოდით, ვნახოთ, რას ეუბნება მთავრობას 81- ფსალმუნი, ასაფისი.

ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა, ხოლო შორის ღმერთნი განიკითხნეს. 2. ვიდრემდის სჯიდეთ სიცრუვესა და თუალთა აღებდეთ ცოდვილთა? 3. უსაჯეთ ობოლსა და გლახაკსა, მდაბალი და დავრდომილი განამართლეთ. 4. განარინეთ გლახაკი და დავრდომილი და ხელთაგან ცოდვილისათა იხსნენით იგი. 5. არა სცნეს, არცა გულისხმა - ჰყვეს და ბნელსა შინა ვლენან; შეიძრნედ ყოველნი საფუძველნი ქუეყანისანი. 6. მე ვსთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი. 7. ხოლო თქუენ ვითარცა კაცნი მოსწყდებით და ვითარცა ერთი მთავართაგანი დაეცემით. 8. აღსდეგ, ღმერთო, განსაჯე ქუეყანაი, რამეთუ შენ დაიმკვიდრო ყოველთა შორის წარმართთა.

ყოველმა ხელისუფალმა კარგად უნდა გაიაზროს ეს სიტყვები და ისე მიიღოს ქვეყნისა და ხალხისათვის საბედისწერო გადაწყვეტილება! მჯერა, რომ არც ერი, არც ბერი და არც ხელისუფალი არ შედრკება არჩევანის გაკეთების დროს! ჩვენ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. საუკუნეების მანძილზე გამოტარებული გენეტიკური კოდი, ცხოვრების წესი, მამული, ენა და სარწმუნოებაყველა ეს სიმდიდრე ქართულ ოჯახში ნალოლიავებია, სულნაბერია და ჩვენი წინაპრების სიცოცხლის ფასადაა შენარჩუნებული.

ჩვენი წინაპრები არ იდგნენ დილემის წინაშედაეცვათ ეს ფასეულობები თუ სტამბოლში თუ ისპაჰანში კომფორტულად ემოგზაურათ. ისინი მუდამ იდგნენ არჩევანის წინაშე: ქრისტე თუ სიკვდილი. და ყოველთვის ქრისტეს სასარგებლოდ კეთდებოდა არჩევანი, რადგან ქრისტეა თავად მარადიული სიცოცხლე! ახლაც არ დაბრკოლდება თანამედროვე ქართველი ცდუნების წინაშე და ზურგს არ აქცევს თავის მრავალსაუკუნოვან ფასეულობებს. არავის მისცემს უფლებას, რომ ოჯახის სიწმინდე შეაბღალინოს და საკუთარი მომავლის არსებობა ეჭვქვეშ დააყენოს. ეს შეუძლებელიცაა, რადგან ქართველს სხვაგვარი სიცოცხლე ვერც წარმოუდგენია. ოჯახიც მარადიული ინსტიტუტია, რადგან თავად უფალმა ისურვა ასე: კანას გალილეაში თავისი პირველი სასწაული სწორედ ქორწილში მოახდინა, როდესაც წყალი ღვინოდ აქცია და ქორწილი-მხიარულება გაგრძელდა. ეს არის სიმბოლური სახე ოჯახის მარადიულობისა, მისი ღვთივდაცულობისა და ნაყოფიერებისა.

ღმერთმა დალოცოს ტრადიციული ოჯახი, ჩვენი სამშობლო და ძლიერი ქართული სახელმწიფო!

P.S. ტყუილის იდეოლოგიამ, უცხო ხუცპამ, ოჯახსძალადობის აკვანიუწოდა. გვარწმუნებენ, თითქოს უვარგისი და დრომოჭმულია ის, რაც ჩვენთვის ძვირფასია და გვიყვარს. გვთავაზობენ, რომ მთელი ჩვენი არსით/ონტოლოგიით ჩავბარდეთ მათ. სული მივყიდოთ და ისინი გაგვათავისუფლებენ ყოველგვარი იდენტობისაგან, გაგვაძღებენ და საუცხოოდ გვასიამოვნებენ. გვპირდებიან: ქვებს პურად გიქცევთო

დიდი გამოცდა გველის. არჩევანი ფხიზლად გვაქვს გასაკეთებელი!

 

Gami მაგარი ტექსტია. სოციოლოგმა კაჭკაჭიშვილმა იცის ამდენი?
26 წუთის უკან