ალასკის სამიტი, როგორც პუტინი-ზელენსკის პირისპირ შეხვედრის წინაპირობა?!

ალასკის სამიტი, როგორც პუტინი-ზელენსკის პირისპირ შეხვედრის წინაპირობა?!

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შეხვედრას ალასკაში მართავენ. შემთხვევით არ არის ის ფაქტ, რომ ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს ანკორიჯის სამხედრო ბაზაზე შეხვდა. თეთრი სახლის წარმომადგენლების განცხადებით, ბაზა მასპინძლობისთვის საჭირო უსაფრთხოების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მანამდე, მხარეებმა კონსულტაციები გაიარეს - აშშ-უკრაინა-ევროკავშირს შორის ვირტუალური შეხვედრა 13 აგვისტოს შედგა. მოსამზადებელი გაფართოებული შეხვედრა გამართა კრემლში, პუტინმაც. ალასკის სამიტის შემდეგ, აშშ- პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ სწრაფი სამმხრივი შეხვედრა შედგება. ამ ეტაპზე, რთული სათქმელია, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმ ზელენსკის მონაწილეობით შემდგომი შეხვედრა გაიმართება თუ არა, რაც შესაძლოა, მხარეთა შორის მშვიდობის დამყარების საფუძველი გახდეს.

აქ იმისთვის არ ვარ, რომ უკრაინის მაგივრად ვაწარმოო მოლაპარაკებები, - ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას, განიხილება თუ არა ტერიტორიული გაცვლები ალასკაში, პუტინთან შეხვედრისას.

განიხილება, მაგრამ უკრაინას უნდა მივცე ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალება. მგონი, სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ აქ იმისთვის არ ვარ, რომ უკრაინის მაგივრად ვაწარმოო მოლაპარაკებები. აქ იმისთვის ვარ, რომ მაგიდასთან დავსვა“, - განაცხადა ტრამპმა.

ხოლო კითხვაზე, შეუძლია თუ არა აშშ- უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები მისცეს, ტრამპმა უპასუხა: „შეიძლება, ევროპასთან და სხვა ქვეყნებთან ერთად. ნატო- ფორმით არა, ვინაიდან არის რაღაცები, რაც არ მოხდება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ პუტინისერიოზული ეკონომიკური შედეგების წინაშედადგება, თუ მშვიდობიანი დარეგულირებისადმი არ გამოხატავს ინტერესს.

სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ტრამპის მხრიდან ალასკაზე შეხვედრის დაანონსება, თითქოს, ძალის დემონსტრირებას ჰგავს, თუმცა მეორე მხრივ, ეს ნდობის გამოხატვის შესაძლებლობა. სალუქვაძის შეფასებითვე, აშშ- პრეზიდენტის სერიოზული მიდგომა პუტინთან შეხვედრის მიმართ, აჩენს დადებით მოლოდინს, რომ რამე პოზიტიური ძვრები მოჰყვება ამ სამიტს:

ნიშანდობლივია ის, რომ შეხვედრა მიმდინარეობს ამერიკის ერთ-ერთ დიდ, სამხედრო ბაზაზე, სადაც განლაგებულია, როგორც სახმელეთო ჯარები, ისე ავიაცია და სხვა ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ - ჯამში, რამდენიმე ათასი ადამიანი ემსახურება ამ შეხევდრას. ერთი მხრივ, შესაძლოა, ეს ძალის დემონსტრირებაა, მაგრამ მეორე მხრივ, ეს იძლება ნდობის დემონსტრირებაც იყოს. ტრამპის მიდგომა ამ შეხვედრისადმი ძალიან სერიოზულია, ხოლო პუტინის განწყობაა, რომ მართალია, ომი უკრაინის ტერიტორიაზეა, მაგრამ მას საუბარი ტრამპთან სურს. მეორე საკითხია, რამდენად მოხდება პოზიციების დაახლოება. რაც შეეხება უკრაინას, აქ, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია მისი პოზიცია და ინტერესები, მეორე მხრივ - ევროპის და ევროპელი ლიდერების. მეოთხე წელია, დასავლეთის მხრიდან რესურსებს ვერ ვხედავ - თუ მეტი იარაღის მიმწოდებლები იყვნენ, მაშინ, ადრე უნდა მიეცათ. უკრაინისთვის ასე გაგრძელება დამღუპველია , რადგან ან ომი მეტი შესაძლებლობებით, ან - მშვიდობა, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

სამხედრო ექსპერტი არ ელოდება ერთგვარ, მოულოდნელ განცხადებას, თუ გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მხრიდან:

დიდი ხანია, ტრამპი აანონსებს პუტინთან შეხვედრას და ახლა, პირდაპირ ამერიკაში ჩაიყვანა და იქ ხვდება. ამასთან, ერთი კვირის განმავლობაში, ადმინისტრაცია და შესაბამისი სამინისტროები ამზადებდნენ ამ შეხვედრას. არ ველოდები, რომ ისეთი საკითხები წამოიჭრება და ისეთ პასუხებს მიიღებენ, რაც ვინმესთვის სიურპრიზი იქნება. როდესაც ორი ლიდერი ხვდება ერთმანეთს, მათ უკვე უდევთ მაგიდაზე ადმინისტრაციების მიერ შეჯერებული თემები. შეიძლება, ეს თემები იყოს მთლიანად შეჯერებული და მხარეებმა წერტილი დაუსვან ამ საკითხებს, ან შეიძლება იყოს საკითხები, რომლებიც დატოვონ პრეზიდენტების მოსალაპარაკებლად, მაგრამ სიურპრიზრები იქ არ შეიძლება, რომ არსებობდეს.

არ ველოდები, რომ გლობალურ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, მაგრამ რაღაც პროგრესი, წინსვლა უნდა იყოს, როგორც უკრაინის ომის შეჩერების საკითხში, ასევე სხვა მიმართულებით. იმდენი ურთიერთსაპირისპირო საკითხი აქვთ ამერიკას და რუსეთს, რომ ასე მარტივად მოლაპარაკება და ერთი შეხვედრით რაღაც სერიოზული გარღვევები, წარმოუდგენელია. აუცილებელია ამ შეთანხმებების ნელ-ნელა დაბრუნება, რათა მსოფლიო მოსახლეობა, 8 მილიარდი ადამიანი თავს გრძნობდნეს მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ, რომ მსოფლიო ლიდერები რაღაც თამაშის წესებზე თანხმდებიან. ამ ბირთვული მონსტრების დამეგობრებას და პარტნიორობას არ ვგულისხმობ, მაგრამ რიტორიკის შეცვლა და მუშტების ბრახუნით საუბარი ნამდვილად არ არის სახარბიელო მსოფლიო მოსახლეობისთვის - ველოდები, რომ ტონალობა შეიცვლება, - განგვიმარტა ამირან სალუქვაძემ.

 

 

მარბიელი ზელენსკი გაქონილ, მოქნეულ ნიჩაბზეა ჩაცუცქული
10 საათის უკან
კანუდოსელი ეჰ, როგორ გაიწირენ ხახოლები. ესენი კი და დასხდნენ და ჭუკჭუკებენ გაღიმებული. ნეტავ ქართველის ტვინში ჩამახედა, ვინც საქართველოს ომისკენ უბიძგებდა.
9 საათის უკან