გერმანიაში 1.1 მილიონი უკრაინელი ლტოლვილიდან, მხოლოდ მესამედია დასაქმებული. ქვეყნის ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს მათთვის შეღავათების ჩამორთმევას. ამ ეტაპზე, ეს სიახლე მხოლოდ მათ შეეხებათ, რომლებიც გერმანიაში მიმდინარე წლის 1 აპრილის შემდეგ ჩავიდნენ.
ყველა სამუშაოდ
„საბოლოოდ უნდა უზრუნველვჰყოთ, რომ ყველა, ვისაც შეუძლია მუშაობა, წავიდეს სამსახურში. მაგალითად, უკრაინელების შემთხვევაში, უნდა უზრუნველვჰყოთ, რომ მათ აღარ ჰქონდეთ ძირითადი სოციალური უმუშევრობის შემწეობა. საუკეთესო იქნებოდა, ეს არა მხოლოდ მათთვის, ვინც მომავალში მოვა, არამედ ყველასთვის“, - განაცხადა ქრისტიან-სოციალური კავშირის (CSU) ლიდერმა, მარკუს სოდერმა.
მის მიერ დაწყებულ დისკუსიას აქტიურად უჭერდნენ მხარს კოლეგები ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) წევრებში, მათ შორის, პარტიის მაღალი რანგის წარმომადგენლები: საქსონიის პრემიერ-მინისტრი, მიხაელ კრეჩმერი და ფედერალური კანცლერი, ტორსტენ ფრეი.
თავად სოდერი დარწმუნებულია, რომ „არც ერთი სხვა ქვეყანა არ სთავაზობს უკრაინელ ლტოლვილებს ისეთ პირობებს, როგორსაც გერმანია და ეს ხსნის, თუ რატომ მუშაობს ასე ცოტა უკრაინელი ადამიანი გერმანიაში“.
უკრაინელი ლტოლვილებისთვის უმუშევრობის შემწეობის სისტემის შეცვლის აუცილებლობა განიხილეს მიმდინარე წლის მაისში, CDU/CSU ბლოკსა და სოციალ-დემოკრატებს შორის კოალიციური შეთანხმების ხელმოწერის დროს.
აგვისტოს დასაწყისში, გერმანიის შრომის მინისტრმა ბარბელ ბასმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც 2025 წლის 1 აპრილის შემდეგ ჩასული ყველა პირისთვის შემცირებულ ანაზღაურებას ითვალისწინებს. მათ მხოლოდ თავშესაფრის შესახებ კანონით გათვალისწინებული შეღავათები ექნებათ, ისევე, როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნებში.
დატოვეთ შეღავათების გარეშე
ამასობაში, მმართველი პარტია მოუწოდებს, უფრო შორს წავიდნენ და ყველა ლტოლვილისთვის შეღავათები შეამცირონ, მათ შორის მათთვის, რომლებმაც თავშესაფარი ადრე მიიღეს გერმანიაში.
CDU-ს მხარი დაუჭირეს გერმანიის მთავარი ოპოზიციური ძალის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანათავმჯდომარეებმა. ალის ვაიდელმა, ბარბელ ბასის ინიციატივა „იაფფასიან ხრიკად“ მიიჩნია, რომელიც არაფერს შეცვლის, ხოლო ტინო ჩრუპალამ განაცხადა, რომ უკრაინელები „არალეგალურად იღებენ სამოქალაქო შეღავათებს და სამშობლოში დაბრუნება სჭირდებათ“.
თუმცა, გერმანიის ხელისუფლება, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი ყველა ჩასულისთვის გადასახადების შემცირებას, რადგან ლტოლვილების სამართლებრივი სტატუსის რეტროაქტიულად შეცვლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის სახელმწიფოებმა უკრაინიდან ჩამოსული პირებისთვის დროებითი დაცვის საგანგებო მექანიზმი აამოქმედეს. ეს მათ საშუალებას აძლევს, ლტოლვილის სტატუსი სტანდარტული თავშესაფრის პროცედურის გვერდის ავლით და დაჩქარებული წესით მიიღონ. მექანიზმი 2027 წლის მარტამდე გაგრძელდა.
ევროკავშირის მონაცემებით, ევროპის ქვეყნებში დროებითი დაცვა 4.25 მილიონზე მეტმა უკრაინელმა მიიღო. ამან მათ ევროკავშირში ცხოვრების, მუშაობის, განათლების, სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური უზრუნველყოფის შესაძლებლობა მისცა.
გერმანიაში ყველაზე მეტი უკრაინელი ცხოვრობს - 1.1 მილიონი ადამიანი, რომლებსაც დროებითი დაცვის სტატუსი მიენიჭათ. ქვეყნის ხელისუფლებამ მათ ბინადრობის სტატუსის მისაღებად გამარტივებული პროცედურის გამოყენებით განაცხადის შეტანის უფლება მისცა, რაც გერმანიის მოქალაქეების მსგავსად, იგივე გადახდების მიღებას გულისხმობს - 563 ევრო, 460 ევროს წინააღმდეგ, რაც ლტოლვილებს ეძლევათ.
გერმანიის ხელისუფლებამ გამოთვალა, რომ გასულ წელს, მათ უკრაინის მოქალაქეებისთვის გადახდებზე 6.3 მილიარდი ევრო დახარჯეს.
ამავდროულად, ფედერალური დასაქმების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 1.1 მილიონი უკრაინელიდან, ოფიციალურად დასაქმებულია, დაახლოებით, 272 ათასი ადამიანი, რაც ჩასული უკრაინელების საერთო რაოდენობის მესამედს შეადგენს. ეს ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ისინი გამკაცრების გზას აირჩევენ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს IMI MGIMO-ს უფროსმა მკვლევარმა, არტემ სოკოლოვმა TRT-სთან საუბარში განმარტა, რომ გერმანია, დიდი ხანია, განიხილავს უკრაინიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან ლტოლვილებისთვის გადახდების შემცირების ან სრულად შეჩერების შესაძლებლობას, რადგან ამ გზით სახელმწიფო ცდილობს ბიუჯეტის ხარჯების შემცირებას.
„ბევრი პოლიტიკოსი ასეთი ზომების წინააღმდეგია, რადგან მიაჩნიათ, რომ დაზოგილი თანხები ბიუჯეტის დეფიციტის პრობლემას ვერ გადაჭრის. უფრო მეტიც, პრობლემების გადაჭრა მოქალაქეების გარკვეული კატეგორიის ხარჯზე ძნელად თუ შეესაბამება გფრ-ს ჰუმანიტარულ პოლიტიკას“, - აღნიშნა გერმანისტმა.
ამავდროულად, პოლიტოლოგმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ევროკავშირის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში ლტოლვილთა თითქმის 100% დასაქმებულია, გერმანიისგან განსხვავებით.
„სავარაუდოა, რომ გერმანიის ხელისუფლება შეამცირებს გადახდებს, მაგრამ ამავდროულად, ისინი უზრუნველჰყოფენ, რომ ეს თანხა საკმარისი იყოს მინიმალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ეს ზომები ნაკლებად სავარაუდოა, რომ საკმარისი იყოს გერმანიაში არსებული ბიუჯეტის დეფიციტის პრობლემების გადასაჭრელად“, - დაასკვნა მან.
„შრომითი მიგრანტებისგან განსხვავებით, რომლებიც სამუშაოდ ჩამოდიან, ლტოლვილები იღებენ საცხოვრებელს და გარანტირებულ ანაზღაურებას, მათ მხარს უჭერს სახელმწიფო. გერმანელები ვერ ხვდებიან, რატომ არ მუშაობენ ეს სრულად ქმედუნარიანი ადამიანები. დიდი ალბათობით, გერმანიის ხელისუფლება ლტოლვილებისთვის შეღავათების განაწილების პრინციპების კიდევ უფრო გამკაცრების გზას დაადგება“, - დაასკვნა სპეციალისტმა.
წყარო: https://trt.global/russian/article/d048851c3ea0