ზურაბიშვილი დასავლეთს „ოცნებისთვის“ სანქციებს ეაჯება

ზურაბიშვილი დასავლეთს „ოცნებისთვის“ სანქციებს ეაჯება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დასავლეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს ქართული ოცნების წინააღმდეგ მორიგი სანქციების დაწესებისკენ. მისი შეფასებით, ინდივიდუალური ქვეყნების სანქციები ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ შემოიღო, ვინაიდან ევროკავშირს, როგორც ასეთი, კონსენსუსის არარსებობის გამო არ შეუძლია კოლექტიურ სანქციებზე შეთანხმება. თუმცა, სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში სანქციები მუშაობს. ამასთან, უნდა აღინიშნოს ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადება, რომელიც ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ გააკეთა.

უწყების ცნობით, „ქართული ოცნებისმიერ ნიკა გვარამიას დაპატიმრება მოითხოვს ევროკავშირის 27 წევრის ძლიერ პასუხს ახლავე და ივნისის საგარეო საქმეთა საბჭოზე ევროკავშირი-საქართველოს ინტერაქციის სამომავლო ჩარჩოზე სერიოზულ განხილვას. ამის ფონზე, საქართველოში გაძლიერდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ დასავლეთის შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა, უვიზო რეჟიმის შეჩერება იყოს. მეტიც, არ გამორიცხავენ არალეგალი ქართველების დეპორტაციას დასავლური ქვეყნებიდან.

ინდივიდუალური ქვეყნების სანქციები ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ შემოიღო, ვინაიდან ევროკავშირს, როგორც ასეთი, კონსენსუსის არარსებობის გამო არ შეუძლია კოლექტიურ სანქციებზე შეთანხმება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში სანქციები მუშაობს. საქართველო ირანი არ არის, საქართველო რუსეთი არ არის, საქართველო ჩინეთი არ არის, ასე რომ, გარე კონტაქტები სჭირდება. ბიზნესმენებს, თუნდაც მმართველ პარტიასთან იყვნენ დაკავშირებული, მაინც სჭირდებათ გარე კონტაქტები. ასე რომ, ეს მტკივნეულია, მტკივნეულია მათთვის და მმართველ პარტიასა და მის პირველ წრეში დაძაბულობას, სისუსტეს ქმნის და ეს სანქციების მიზანია - არა რადიკალურად შეცვალოს პოლიტიკა, არამედ ეცადოს ბზარები გააჩინოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ დღეს კონკრეტული, ევროპული ქვეყნების მიზანია საქართველოში გადატრიალების მოწყობა და ქართული ოცნების ხელისუფლების შეცვლა.

საბედნიეროდ, დასავლეთში არიან ძალები, რომლებიც მათ ამით საშუალებას არ მისცემენ - სხვა შემთხვევაში, ისე არიან მოწადინებულნი, საქართველოს აღგავ მიწისაგან პირისა. დასავლეთში პირდაპირ განაცხადეს, რომ მათ არ აწყობთ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება, რადგან ამის შემდეგ შესაძლოა, დიდი საფრთხე შეექმნას მათ უსაფრთხოებას. ისინი წავლენ იმაზე, რომ საქართველო ჩაბმული იყოს ამ ომში და ამისთვის ყველანაირ ძალას იყენებენ. ცდილობენ საქართველოში შეამზადონ ნიადაგი, არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი გადატრიალებისთვის, თუმცა, ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხი და ხელისუფლება ამას არ დაუშვებს.

არჩევნებამდე არაფერი მოხდება, მაგრამ არჩევნების შემდეგ, დაიწყებენ მანიპულაციას, თუ თქვენ ოპოზიციას ხმას არ მისცემთ, ვიზალიბერალიზაციას შევაჩერებთო. პოლონეთის დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან მოველი იმასაც, რომ მოახდინონ ქართველების პოლონეთიდან დეპორტაცია - ააგორებენ დიდ პიარს, ვიღაცებს დაიჭერენ და .. და ამის ნიადაგზე შექმნიან ხმაურს, რაც ემსახურება საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებისთვის ნიადაგის კიდევ ერთხელ შემზადებას, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ელოდება, რომ ერთგვარი რეპრესიები საქართველოში გაგრძელდება და კონკრეტულ პირებს საპატიმროში უკრავენ თავს. მისი თქმით, ერთ დღეს შესაძლოა, ყველა დასავლური სახელმწიფო შეთანხმდეს ერთ კონკრეტულ საკითხზე და საქართველოს წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებსაც შეუერთდნენ.

მოლოდინი მაქვს, რომ საკმაოდ მკაცრი სანქციები იქნება, მაგრამ მაქვს ასევე მოლოდინი, რომ დაპატიმრებები და რეპრესიები არ დასრულდება და უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს. ოცნებამ აირჩია ეს პოლიტიკა, რასაც ჰქვია დასავლეთიდან დისტანცირება, შესაბამისად, მათთვის წითელ ხაზს არ წარმოადგენს ის თუ რა განცხადებებს აკეთებენ დასავლეთში. ველოდები, რომ დაძაბულობა მეტად მოიმატებს, სადამდე მივა, ეს სხვა თემაა და ამას ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს.

შემოდგომაზე უნდა ველოდოთ კვანძის გახსნას, თუმცა, სანქციები გაგრძელდება და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ტუსკის განცხადებას მოჰყვეს გამოხმაურება ევროპის ლიდერების მხრიდან და საუბარი დაიწყოს უკვე ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე. ასეთი ხალხმრავალი პროტესტი, რაც გუშინ რუსთაველზე ვიხილეთ, დიდი ხანია არ ყოფილა. ის რომ დღეს ქვეყნები მზად არ არიან, ხვალ შესაძლოა არა მხოლოდ იმაზე იყოს საუბარი, რომ ვიზალიბერალიზაცია შეაჩერონ, შეიძლება არალეგალების საქმე იყოს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში - თუ ქართული ოცნება ამ პოლიტიკას გააგრძელებს, დასავლეთიც საპასუხო ზომებს მიიღებს და ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდება, რომ უმრავლესობა, ყველა შეურთება ამ სანქციებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ - ეს პროცესი არ შეჩერდება, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.