“როგორ მუშაობს "დიფუზური ომის" (ქართულად - "არეულობის ომი") ეკონომიკა? პასუხი ნათელია: დაახლოებით ისე, როგორც მაგ. "მშრალი კანონის" დროს მუშაობდნენ "ბუტლეგერები" აშშ-ში.
უამრავი უტყუარი მტკიცებულება არსებობს, რომ არნახული არეულობის დროს, რაც უკრაინაში ომს და რუსეთის სანქციერებას უკავშირდება დასავლეთის მიერ, უპრეცენდენტოდ დიდი 'შავი ფული" იშოვება.
ამ მტკიცებულებათა შესახებ დროდადრო დასავლური მედიაც წერს, მაგრამ "ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის". არავის სურს, არც რუსეთში და არც მის თანამედროვე "ბუტლეგერ" პარტნიორებში იოლ ფულზე უარის თქმა.
მორიგ მტკიცებულებათა მაგალითად ამჯერად ბრიტანული გამოცემა "New Statesman" აქვეყნებს "ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA)" მიერ ბრიტანული კომპანიების მიერ სანქციების მიუხედავად რუსული ნავთობითა და გაზით ვაჭრობის შესწავლის შედეგებს (სტატიის ლინკი პირველ კომენტარშია). ამ კვლევითი ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალებით ირკვევა: ბრიტანული გადამზიდავი და დამზღვევი კომპანიების მიერ რუსული ენერგორესურსებით ვაჭრობამ არნახულ მასშტაბს მიაღწია და სანქციების დაწესებიდან დღემდე 200 მლრდ(!) ფუნტს გადააჭარბა. სანქციების გვერდის ასავლელად სხვადასხვა "ჩრდილოვანი" სქემები გამოიყენება. უწინარეს ყოვლისა, შუამავალი, სატრანზიტო მესამე ქვეყნები: რუსული ნავთობი და თხევადი გაზი ჯერ მიემართება მაგ. თურქეთსა და ინდოეთში, გადამუშავდება და რაც მთავარია, იცვლის ოფიციალური წარმოშობის ადგილს, "პრავდება" და ფორმდება როგორც არარუსული და შემდეგ, სწორედ ბრიტანული კომპანიების დაზღვევითა და ბრიტანული ტანკერებით შედის ევროპის ბაზარზე. აღმოჩნდა, რომ ევროპაში ამ გზით შეტანილი თხევადი გაზის ტანკერების ორი მესამედი სწორედ ბრიტანული გემთმზღვეველების მიერ არის დაზღვეული. მთელს ამ პროცესში ჩართულია უამრავი ნახევრად ლეგალური ანდა სულაც არალეგალური ბიზნეს-სუბიექტი, იქმნება და კონსოლიდირდება ნამდვილი "ნიუ-ბუტლეგერული" მაფია, რომელიც გაცილებით უფრო სარფიანი, ვიდრე ეს ალკოჰოლით არალეგალური ვაჭრობაა, ბიზნესით ზე მოგებებზე მუშაობს.
ბუნებრივია, "შავი ფულის" წყარო მაშინვე გადაიკეტება, როგორც კი რუსეთისათვის დაწესებული სანქციები გაუქმდება. ეს ზუსტად ანალოგიურია იმისა, რომ "მშრალი კანონის" გაუქმებამ ბოლო მოუღო ალკოჰოლით არალეგალურ ვაჭრობას.
სწორედ ზემოგებაზე ორინეტირებული, უაღრესად სარფიანი არალეგალური ვაჭრობა, ამჯერად რუსული ენერგორესურსებით დღეს წარმოადგენს დიფუზური ომის რაც შეიძლება გახანგრძლივების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს.
ცხადია, ფული, რაც ამ დანაშაულებრივი ბიზნესით იშოვება, რუსეთ-უკრაინის ომში დაღვრილი სისხლის პირდაპირპროპორციულია. რაც მეტია სისხლი - იმდენჯერ მეტია ფული. აი, სულ ესაა დიფუზური ომის ეკონომიკის მარტივი არითმეტიკა”.