გია აბაშიძე: საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გამჭვირვალეა და არც ადგილობრივ არჩევნებზე აქვს რაიმე დასამალი - დამკვირვებლად მოწვეულია ეუთო/ოდირის მისია

გია აბაშიძე: საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გამჭვირვალეა და არც ადგილობრივ არჩევნებზე აქვს რაიმე დასამალი - დამკვირვებლად მოწვეულია ეუთო/ოდირის მისია

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია მოიწვიოს, სოციალურ ქსელში აფასებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას დასამალი არაფერი აქვს.

მისივე თქმით, უტყუარი ფაქტების წინაშე რადიკალებისა და მათი საგარეო მფარველების პროპაგანდა ე.წ. გაყალბებაზე, კვლავაც დეზინფორმაციულ, ტრაგიკომედიურ სიბრტყეში დარჩება.

“საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გამჭვირვალეა და არც ადგილობრივ არჩევნებზე აქვს რაიმე დასამალი შავბნელი სპეკულაციების ფონზე - დამკვირვებლად მოწვეულია ეუთო/ოდირის მისია. 

ჩვეულებისამებრ, საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მაღალპროფესიონალურ, დემოკრატიულ და ორგანიზებულ მიდგომას არჩევნებისადმი, საპარლამენტო იქნება, ადგილობრივი თუ შუალედური. უტყუარი ფაქტების წინაშე რადიკალებისა და მათი უსინდისო საგარეო მფარველების ბინძური პროპაგანდა ე.წ. გაყალბებასა და შედეგების ე.წ. მიტაცებაზე კვლავაც დარჩება დეზინფორმაციულ, ტრაგიკომედიურ სიბრტყეში.” - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.