„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის 12 უსაქმურ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდებათ

„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის 12 უსაქმურ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდებათ

„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის 12 დეპუტატს, ვინც დეკემბრიდან შატალოზეა და პარტიულ დაფინანსებას იღებს, უფლებამოსილება შეუწყდებათ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვინაიდან გახარიას პარტიას საარჩევნო სია ჩახსნილი არ აქვს, სიაში მყოფ შემდეგ 12 პირს შანსი ექნება, ქართველ ხალხს დაანახოს, რაიმეს გაკეთებას აპირებს თუ - არა.

„გახარიას პარტიის პირველ თორმეტეულს აღარაფერი ეშველება, რადგან მათ გაცდენილი აქვთ პლენარული სხდომების ნახევარზე მეტი, თუმცა ფორმალური პროცედურა უნდა დასრულდეს, საპროცედურო კომიტეტმა დათვალოს, რამდენი სხდომა ჩატარდა, ვინ რამდენჯერ დაესწრო. რა თქმა უნდა, იმ 12 დეპუტატს, ვინც დეკემბრიდან მოყოლებული შატალოზეა და პარტიულ დაფინანსებას იღებს, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში თითი-თითზე არ დაუკარებიათ, ქართველი ხალხის კმაყოფაზე მყოფ, უსაქმურ დეპუტატებს პარლამენტში ვერ გავაჩერებთ, მათ უფლებამოსილება შეუწყდებათ.

საერთო ჯამში, ოპოზიციიდან ბევრი ნანობს, რომ მანდატის შეწყვეტაზე განცხადებები დაწერეს და 49 დეპუტატს მანდატი შევუწყვიტეთ უკანმოუსვლელად იმ მხრივ, რომ სიები ჩახსნილი აქვთ. ამას ნანობენ. ისინი ზოგიერთმა უცხოელმა და ელჩმა შეაგულიანა, მიდით, 2020 წლის სცენარი გაიმეორეთ, განცხადებები დაწერეთ და ხელისუფლება უფლებამოსილებას არ შეგიწყვეტთო. ვერც მათ გათვალეს და ვერც მათმა უცხოელმა მმართველებმა. შესაბამისად, ბევრს სანანებელი გაუხდა და ოპოზიციაში საუბრობენ, რომ ნანობენ, განცხადება რომ დაწერეს და პარლამენტში არ არიან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მაშ ასე, ქართველი ხალხის კმაყოფაზე მყოფი უსაქმური დეპუტატები პარლამენტში დარჩებიან. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც პაპუაშვილმა უკვე გაახმოვანა, „გახარია საქართველოსთვის“ წევრები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ, მათ შორის იმის შესახებ, რატომ არ ჩახსნეს სია, ან რას ნიშნავს მათი შეფასებით პოლიტიკური შატალო, როცა ერთი მხრივ ატყუებ ამომრჩეველს და ამბობ, რომ არ ცნობ „არალეგიტიმურ პარლამენტს“ და მეორე მხრივ ამ „არალეგიტიმური პარლამენტიდან“ იღებ ხელფასს. გახარიას პარტია ამ უხერხულ კითხვებს თავს არიდებს, მაგრამ მათ გაცხადებული აქვთ მონაწილეობა მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში და შესაბამისად, მოუწევთ აუხსნან ამომრჩეველს, რატომ ატყუებდნენ.

ანალიტიკოს დავით ჩიხელიძის განცხადებით, უნდა დავიწყოთ იმით, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიიღება კანონის მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ კანონის მოცემულობით არის ნაკარნახევი და არა ვინმეს პიროვნული პოზიციით. შესაბამისად, მისი თქმით, რა თქმა უნდა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა სწორი გადაწყვეტილებაა და კანონის აღსრულება უარყოფითად ვერ შეფასდება.

„რაც შეეხება გახარიას ნაბიჯს, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, გახარიას საკუთარი სია არ ჩაუხსნია, შესაბამისად, უფლებამოსილ დეპუტატებს, ადგილმონაცვლეობის პრინციპით, გახარიას პარტიის სხვა 12 დეპუტატი ჩაანაცვლებს, ისინი კვლავ მიიღებენ სახელმწიფო დაფინანსებას, იქამდე სანამ, მათი უფლებამოსილებაც არ შეწყდება.

გახარია რეალურად გათანამედროვებული შალვა ნათელაშვილია, რომელიც რამდენიმე წლის უკან პარლამენტარის ხელფასს იღებდა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებდა. გახარიამ ბოიკოტი, პარლამენტში სიარულს გამოუცხადა და არა სახელმწიფოს მხირდან მისი პარტიის დაფინანსებას, რაც მისი პროტესტის სიყალბეს და ხელოვნურობას აჩვენებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ჩიხელიძე.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, კანონი, რომლითაც პოლიტიკურ პარტიას ეძლეოდა უფლება, რომ ის ყოფილიყო ბოიკოტის რეჟიმში და არ დასწრებოდა სესიებს, ჯერ კიდევ მოქმედება წინა პარლამენტში, როდესაც შალვა ნათელაშვილის პარტია წარმომდგნელი იყო 2 თუ 3 დეპუტატით და ოფიციალურად იმყოფებოდა ბოიკოტის რეჟიმში, არ მონაწილეობდა საპარლამენტო მუშაობებში, არ ესწრებოდა სხდომებს, მაგრამ რეგულარულად იღებდა ხელფასს.

„მისი პარტიის ერთ-ერთ წევრს, რომელსაც თბილისში ბინა არ ჰქონდა, პარლამენტი ბინის ქირას უხდიდა. რამდენადაც მე ვიცი, ესეც ევროპული მოდელიდან გადმოტანილი კანონია, როდესაც პოლიტიკურ პარტიას ეძლევა იმის უფლება, რომ მან გარკვეული პერიოდამდე გამოიყენოს ბოიკოტის რეჟიმი. ანუ, როგორც ახლა ჩვენთან არის. მერე ამ კანონმა სახეცვლილება განიცადა და პოლიტიკურ პარტიას, რომელიც გავიდა პარლამენტში, მხოლოდ გარკვეული პერიოდი ჰქონოდა უფლება, რომ ყოფილიყო ბოიკოტის რეჟიმში. იმ პერიოდის ამოწურვის შემდეგ, რეგლამენტის თანახმად, მას ავტომატურად უწყდება მანდატი“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

მისი თქმით, გახარიას პარტიასაც, წესით, მაისში უნდა შეწყვეტოდა მანდატი, თუმცა უცნობია რა კომბინაციები ლაგდება. შეიძლება მოლაპარაკებებში არიან შესული ხელისუფლებასთან.

„ან შეიძლება ტექნიკური საკითხია, მაგრამ, წესით, მაისში მანდატი უნდა შეწყდომოდათ. ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში მე რამდენადაც ვიცი, გახარიას პარტია არ აპირებს პარლამენტში შესვლას და ელოდებიან, რომ „ოცნება“ შეუწყვიტავს მანდატებს, მაგრამ მანამდე ძალიან დიდი დაფინანსება მიიღეს ბიუჯეტიდან და ხელფასებს იღებდნენ როგორც პარლამენტარები და ეს ხელფასი ცოტა არ არის. ასე რომ, ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ ელოდება რაღაცას, მაგრამ, წესით, თუ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მანდატები უნდა შეუწყდეთ, არ მგონია, რომ გახარიას პარტიამ ერთ ღამეში შეცვალოს გადაწყვეტილება და თქვას, რომ შევდივართ პარლამენტშიო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

მარბიელი ასე მსჯელობას მეცოცხეობა ჰქვია, ან ქაქის ჭამა, ან ფულის გამო ყველაფრის კადრება! რატომ?
რატომ თავიდანვე არ გაყარეთ გახარიელები პარლამენტიდან? იმიტომ, რომ ისინი ხალხმა შეიყვანა იქ და არა პაპუაშვილმა, კობახიძემ ან ზარქუამ! პპპპპპპპპპპპპპპპპპპ
"ხალხის კმაყოფაზე მყოფი უსაქმური დეპუტატები..."ყეფს ქოცრუპორი :)) რავა, ზარქუა, მაჭარაშვილი და დანარჩენები ბებიამათის კმაყოფაზეა?
პარტიულ დაფინანსებას გახარიელები, ისევე, როგორც ქოცები, ხვიჩია, პ/ალიანსი იღებენ ამომრჩევლის ხმების მიხედვით და ამას პარლამენტში მისვლასტან არანაირი კავშირი არა აქვს!
პარლამენტში მოსიარულენი იღებენ ხელფასს (თითოეული თვეში 30 პენსიის ოდენობას!!!) გახარიელები ხელფასს იღებდნენ? არა! სამივლინებო, ან სხვა ფულს იღებდნენ? არა! აბა რას აყვედრით? იმ იმედით ტყუიხართ, რომ საქმეში ჩაუხედავ მკითხველს დააბნევთ? ამას უსინდისობა ჰქვია!
პარლამენტში რატომ არ შევისნენ? იმიტომ რომ მიაჩნიათ რომ არჩევნები გაუყალბეთ! ბევრად მეტი მანდატი და დაფინანსება უნდა მიეღოთ!
მათ მოითხოვეს, "გამოაქვეყნეთ არჩევნებში მისულთა სახელობითი სია გამოაქვეყნეთო!!! რატომ არ გამოაქვეყნეთ? მართალი მხარე გამოაქვეყნებდა; არ თქვათ პირადი ინფორმაციაა და არ შეიძლებაო ... ჯერ ფაქტი მიმხდარი არაა და "იმედი" "სანდო წყაროზე" დაყრდნობით აქვეყნებს ტყუილ-მართალს!!!
თვალებში ნაცარს ნუ გვაყრით ხალხს, თორემ ხალხი დაფინანსებას შეგიწყვეტთ, როგორც არასანდოს და მატყუარებს!
ალხის კმაყოფაზე მყოფი
4 საათის უკან