ფრაქცია „ქართული ოცნება“, ფრაქციის წევრთა წინააღმდეგ, გარედან დაფინანსებული სიძულვილის ენის კამპანიის პასუხად, სამართლებრივ დავას იწყებს და შემდგომი რეაგირებისთვის საჩივრით შსს-ს მიმართავს, რომ მომავალში ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში დესტრუქციული, უკიდურეს შეურაცხყოფაზე დამყარებული, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ზიზღის ენის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება.
დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ, რომელმაც ბრიფინგზე გადაწყვეტილება გაახმოვა აღნიშნა, რომ სიძულვილის ენა, ორკესტრირებული შეურაცხყოფა, მიზანმიმართული კამპანია თუ პოლიტიკური ძალადობის წახალისება ვერ იქნება ქართული პოლიტიკის ნაწილი. მისი განმარტებით, საჩივარი, რომელიც შსს-ში შევა, ეხება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ იმ უბინძურეს გამონათქვამებს და შეურაცხყოფას, რომელიც მიმართულია პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ.
„სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება ყოველდღიურად თვალს ადევნებს რადიკალური ოპოზიციისა და მათ მიერ კონტროლირებადი ექსტრემისტული ჯგუფების მიერ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ კარგად ორგანიზებულ ზიზღისა და ტერორის კამპანიას. კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ორგანიზებული ტერორის უკიდურესი ფორმები უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების, უცხოელი დონორების და რიგ შემთხვევებში პირდაპირ უცხო ქვეყნის მთავრობების მიერაა წახალისებული.
მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდის მიერ, ყველა პოლიტიკურ დონეზე, არაერთი მაღალი ტრიბუნიდან არაერთხელ გაკეთდა მოწოდება შესაბამისი დონორებისა და კონკრეტული საელჩოების მიმართ, მკაცრად დაგმობილიყო ორგანიზებული ტერორის კამპანია, პასუხად ცინიზმი და ექსტრემიზმის წახალისება მივიღეთ. შედეგად, აღარ არსებობს ზღვარი სიტყვიერ კრიტიკასა და სისტემურ სიძულვილს შორის, რისი მიზანიც სახელმწიფოს სუვერენიტეტის და მისი ძირითადი ინსტიტუტების სტაბილურობის შერყევაა.
ამის პასუხად ჩვენი გუნდის პოზიცია იყო და არის პრინციპული. სიძულვილის ენა - იქნება ეს ორკესტრირებული შეურაცხყოფა, მიზანმიმართული კამპანია, თუ პოლიტიკური ძალადობის წახალისება ვერ იქნება ქართული პოლიტიკის ნაწილი. სწორედ უცხოეთიდან დაფინანსებული ექსტრემისტები არ ერიდებიან მუქარას, ბულინგს, ოჯახის წევრებისა და ახლობლების შეურაცხყოფას, რამაც, როგორც ქვეყანაში მასშტაბური და სისტემური ხასიათი მიიღო“, - აცხადებს ირაკლი კირცხალია.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის თებერვლიდან ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი, რომელიც რამოდენიმე დღის წინ გახდა სწორედ გარედან დაფინანსებული ჯგუფის სამიზნე, აცხადებს, რომ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა დაკანონებული მოცემულობა არ უნდა იყოს და ქართული ენა სრულ შესაძლებლობას იძლევა, ადამიანმა საკუთარი პროტესტი ზრდილობიანად გამოხატოს.
„სიძულვილის ენის, უარგუმენტო, ცილისწამების და პირდაპირი შეურაცხყოფის გამოყენება ხდება, რომელიც საქართველოში დაფინანსებულია უცხოეთიდან. ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს. ადამიანისთვის საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის მიყენება წესი და დაკანონებული მოცემულობა არ უნდა იყოს. შესაბამისად, აუცილებელია, ამაზე რეაგირება მოხდეს. ქართული ენა მდიდარია და სრულ შესაძლებლობას იძლევა, რომ ადამიანმა საკუთარი პროტესტი ზრდილობიანად გამოხატოს. ამიტომ კეთილი ინებონ და ის ადამიანები ზრდილობის ფარგლებში მოექცნენ, ვისაც პროტესტის გამოხატვა სურს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ასავე ახალისებს და ამავე დროს აფინანსებს ამ კამპანიას „შეაგინე ქოცს“ აცხადებს, რომ ხელისუფლებისგან ყველა რეპრესიული ზომის მიღების მოლოდინში არიან, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას.
„ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ამ ხელისუფლებისგან გასაკვირი არაფერი არ არის, მაგრამ აგრძელებენ ბრძოლას ქვეყნისა და ხალხის მომავლისთვის.
„ამ ხელისუფლებისგან ჩვენ ველოდებით ყველა რეპრესიულ ზომას, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებისგან გასაკვირი არაფერი არ არის. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის, ხალხის მომავლისთვის. ცხადია, ეს რეპრესიები ჩვენ ვერ და არ გაგვაჩერებს. ჩვენი მხრიდან მკაფიო პასუხი ის არის, რომ ვერანაირი დაშინება, რეპრესიები, ციხეში გამომწყვდევა ვერ გააჩერებს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისი ქვეყნის ხელში დასაბრუნებლად, თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ეს რეპრესიები წინააღმდეგობას მხოლოდ გააძლიერებს ქართველი ხალხის მხრიდან“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ამ შემთხვევაში უნდა ვნახოთ როგორი პრაქტიკა არის ევროკავშირში და როგორი პრაქტიკა არის აშშ-ში, სადაც იგივე სოციალურ ქსელში გამოთქმული ანტისახელისუფლები კრიტიკის გამო ხდება მოქალაქეების დაკავება. ანალიტიკოს შეფასებით, ამ მხრივ საინტერსო არის ამერიკის მაგალითი, როდესაც დააპატიმრეს ქალბატონი, რომელმაც პროკურორს შეაფურთხა.
„რამდენადაც ვიცი, ევროპაში ამის თაობაზე არის საკმაოდ მკაცრი კანონმდებლობა, როდესაც სრულიად მიზანმიმართულად შენ შეურაცხოფას აყენებ სახელმწიფო მოხელეს და თანაც მათ შორის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ეს დასჯადია. ის, რაც მოხდა მარიამ ლაშხთან დაკავშირებით, ეს ხომ იყო პირდაპირი თავდასხმა შეფუთული გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებით, იმიტომ რომ იქ ფსიქიკური ტრამვა შეიძლება მიადგეს მცირეწლოვან ბავშევს. აქ არის მნიშვნელოვანი დეტალი - ანუ სიტყვის გამოხატვის თავისუფლების დაცვა და ამავე დროს ბავშვთა უფლებების დაცვა. ხომ არ შეიძლება ერთი კანონის განხორციელება უზრუნვეყო და მეორე კანონს გვერდი აუარო.
მეორე, რასაც ჩვენ ვხედავთ, ისინი ეძახიან გამოხატვისა და სიტვის თავისუფლებას, რაც შორს არის ამ ცნებებისგან. იმიტომ, რომ აქ ხდება როგორც კანონში არის აღნიშნული ადამიანზე ადევნება და გარკვეული დისკოფორტის და ტრამვის მიყენება. შეიძლება ადამიანებს მიაყენო ისეთი ფსიქოლოგიური და სულიერი ტრამვა, რომ ამან შემდეგ მის ჯანმრთელობაზე მოახდინოს ზეგავლენა. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ გარკვეული პრევენციული ზომების მიღება ადამიანს შეუძლია სხვა გარემოში და არა მაინცდამაინც მის მიერ მიზანში ამოღებულ პიროვნებასთან ასე მივარდნით, მასთან უშუალო კონტაქტით და ადევნებით“, - აცხადებს ანალიტიკოსი.
მისივე განცხადებით, ის, რასაც ეს ჯგუფი აკეთებს, გადმოღებულია აკერმანისა და შარპის სახელმძღვანელოებიდან და ეწოდება არაძალადობრივი სამოქალაქო წინააღმდეგობა. სინამდვილაში ადამაინის ფსიქიკაზე და მის ჯანმრთელობაზე ხდება ძალადობა.
„არ არის აუცილებელი ადამიანს მაინცდამაინც ჩაარტყა თავში. შესაძლებელია ასეთი ადევნებით და შეძახილებით მიაყენო მას გარკვეული ტრავმა, რომელმაც მისი ჯანმრთელობა დააზიანოს და რომელსაც მერე შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს. სასწორის ერთ მხარეს არის ადამიანის ღირსება, ჯანმრთელობა და სულიერი სიმშვიდე, მეორე მხარეს არის ვიღაცის სურვილი, რომ გამოხატვის თავისუფლება გამოიყენოს სხვა ადამიანისთვის ტრავმის მისაღებად. საზოგადოებამ შეაფასოს რა სურს მას. ჩვენს საზოგადოებაში არის ერთი ნაწილი, რომელიც თვლის, რომ კარგია შეურაცხმყოფელი ფორმითაც გამოიყენო გამოხატვის თავისუფლება.
საზოგადოების მეორე ნაწილს ეს არ მოსწონს და ხომ არ შეიძლება კანონები მოვარგოთ აუცილებლად მაინცდამაინც უმცირესობის ინტერესებს. უნდა იყოს დაბალანსებული, გამოხატავდეს არა მხოლოდ საზოგადოების ერთი ნაწილის ინტერსს. რეკომენდაციასავით გამომდის საკანონმდებლო ორგანოსთან, მაგრამ პარლამენტარებმა ჩაიხედონ როგორ არის ეს საკითხები დარეგულირებული ევროკავშირში და ამის საფუძველზე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები. აქამდე, ყოველ შემთხვევაში, ასე აკეთებდნენ. ყავთ საკმაოდ კვალიფიციური გუნდი და შეუძლიათ მოამზადონ ანალიზი ხომ არ არღვევს ეს საკანონმდებლო ინიციატივა ევროკავშირის რაიმე ნორმას ამ სფეროში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
ეს საზოგადოების აბუჩად აგდება და კანონის დაკიდებაა!
კანონი რას იზამს, არ ვიცი, მაგრამ ...
მისი პოლიტიკური წარსულისათვის და მისი ამქვეყნად მოვლნისთვის შევეცი ამ პიტეკანტროფი თარხნიშვილის დედას და მამას! ცოლზე არაფერს ვამბობ, მას ყელამდე აქვს ნაირნაირი :))