შვედეთის საელჩოს განმარტებით, შვედეთის მთავრობამ სპეციალური გამოძიების თავმჯდომარე დანიშნა, რომელიც შეაფასებს, უნდა აიკრძალოს თუ არა შვედეთში ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსება. აღნიშნული პროცესი მკვეთრად განსხვავდება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან“ და იგი ეხება ყველანაირ უცხოურ დაფინანსებას, მისი მიზნობრიობის მიუხედავად. გადაწყვეტილება მიღებული იქნა ნაჩქარევად, სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე.
საელჩოს ამ განმარტებას უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არც ერთი დიპლომატის საქმე არ არის და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა, ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლის და მიერ მიერ მიღებული კანონების უსაფუძვლო კრიტიკა. მისი თქმით, ცინიზმია, როდესაც შვედეთის საელჩო ამბობს, რომ შვედური კანონი, რომელიც უნდა მიიღონ, ექსტრემიზმისა და საბოტაჟის დაფინანსების აკრძალვას ეხება.
„როდესაც შვედეთის საელჩო თავად იზიარებს ექსტრემიზმის და საბოტაჟის წახალისების მოწოდებებს, ახლა აქ აბსოლუტურად ცინიკური განცხადებების გამოქვეყნება და საუბარი იმაზე, რომ თითქოს სხვა განზრახვები აქვთ შვედეთში - არასერიოზულია. ზუსტად ეს არის, როცა საელჩო ცინიზმით არის დაკავებული - იმავე განცხადებაში თავს დაესხა საქართველოს პარლამენტსა და მის მიერ მიღებულ კანონს, რაც ასევე ვენის კონვენციის დარღვევაა.
არც ერთი დიპლომატის საქმე არ არის და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლის და მიერ მიერ მიღებული კანონების უსაფუძვლო კრიტიკა. ეს განცხადება არის ცინიზმი, როდესაც შვედეთის საელჩო ამბობს, რომ შვედური კანონი, რომელიც უნდა მიიღონ ექსტრემიზმისა და საბოტაჟის დაფინანსების აკრძალვას ეხება, მაშინ, როდესაც შვედეთის ხელისუფლების წევრი საქართველოში ახალისებდა ექსტრემიზმს და საბოტაჟს.
გვახსოვს, 11 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის წინ შვედეთის ხელისუფლების წევრი იდგა და მიმართავდა რადიკალურ ოპოზიციას და შემდეგ სატელევიზიო ჩართვაში რადიკალებს მოუწოდებდა, პარლამენტის საბოტაჟისკენ და ექსტრემიზმისკენ, რომ გამოსულიყვნენ ქუჩაში და მაიდანი გაემეორებინათ - ანუ აქ სისხლიანი პროცესები ყოფილიყო. სადმე გსმენიათ შვედეთის საელჩოს განცხადება, რომ ის არ იზიარებს, გმობს, ემიჯნება ან სხვა აზრი აქვს? რახან არ ემიჯნება და არ გმობს, ესე იგი იზიარებს“, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
„ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ უსაფრთხოებისთვის აუცილებელია გამჭვირვალობა, თურმე საქართველოში თანხები არ უნდა გაკონტროლდეს, რათა „შავ ფულებში“ აფათურონ ხელი.
„გაცვეთილი ფრაზა მერამდენედ შეიძლება წარმოთქვან, ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათო. ეს ისეა, ადამიანს რაიმეს ფაქტზე რომ წაასწრებენ და ამბობს, ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათო. ჩვენ რა გვგონია, ცივილიზებული სამყარო ხედავს, რომ პირდაპირ ჩამოდიოდნენ საგარეო უწყებების ხელმძღვანელები და საზოგადოებას ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობრივ აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მათთვის აუცილებელია გამჭვირვალობა, რათა უსაფრთხოება იყოს დაცული. თურმე საქართველოში უცხოეთიდან რომ შემოდის თანხები, არ უნდა გაკონტროლდეს, რომ შვედეთის და სხვა ქვეყნების საელჩოებმა „შავ ფულებში“ ხელი აფათურონ, რათა აქციის მონაწილეებს „მოლოტოვის კოქტეილები“ დაურიგონ? ეს ყველაფერი გაიცვითა.
სწორედ ეს აზიანებს ევროკავშირის მიმართ ნდობას და იკლებს ნდობის რეიტინგი. ასეთი ანტიქართული რეზოლუციები როცა ცხვება, ზუსტად ამის საწინააღმდეგოდ არის დაწეული სანდოობა. სამწუხაროდ, შვედეთი „დიფ სთეითის“ სცენარში მარტო არ არის, რომელიც გვეუბნება, ომი დავიწყოთ და ომის მონაწილე გავხდეთ. საბოლოო მიზანი მეორე ფრონტია. პირდაპირ ამბობენ, რომ უკრაინაში მშვიდობა მიუღებელია, რადგან შემდეგ რუსეთი ევროპისთვის მოიცლის. ამიტომ საქართველოში მეორე ფრონტი უნდათ, რათა მათთვის ვეღარ მოიცალოს. ამას პირდაპირ ამბობენ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მაშ ასე, შვედეთის მთავრობამ 2 ივნისს პრესრელიზი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე საქმიანობების უცხოური დაფინანსება უნდა აიკრძალოს, მაგრამ საქართველოში ეს კანონი არ უნდა ამოქმედდეს და პირიქით, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დააფინანსონ ქვეყანაში ექსტრემისტული ძალები.
პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძე ამბობს: „ვინც არ ცნობს კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას და ცდილობს გავიდეს კონსტიტუციური ფარგლებს გარეთ, მოახდინოს ხელისუფლების არაკონსტიტუციური ცვლა, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს აცხადებს კანონგარეშე - ექსტრემისტია, აბა, რა არის? სხვების სიცოცხლის უფლებასაც კი არ აღიარებენ ესენი. აბა, სხვა არის ტერორიზმი? უბრალოდ, ამათ არ აქვთ შეიარაღებული ბრძოლის გაბედულება. ქართველი რადიკალები არიან მორცხვი „ალ-ქაიდა“. ვერბალურად იმათზე უარესები არიან, უბრალოდ, არ აქვთ იმის გამოცდილება, რომ აფეთქებები და მკვლელობები დაიწყონ“.
პოლიტოლოგი თვლის, რომ დასავლეთის საელჩოების ქმედებების აღკვეთა შეიძლება სისხლის სამართლის კოდექსის და კანონმდებლობის გამკაცრებით. მათ შორის ის საელჩოები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას არ აღიარებენ კანონიერად, კანონიერად უნდა იქნენ გაძევებული ქვეყნიდან.
„თუ ხელისუფლება უკანონოა, მაშინ რა უნდათ აქ?! წავიდნენ, ვინმე აკავებს? რას აკეთებენ, გარდა დივერსიებისა რით დაგვამახსოვრეს თავი? მათთან ჩვენ გვაქვს უარყოფითი სავაჭრო სალდო - ხუთჯერ მეტს ყიდან, ვიდრე ჩვენგან ყიდულობენ. ერთი რაც გააკეთეს უვიზო რეჟიმი აამოქმედეს და ამაშიც უზარმზარ მოგებას ხედავენ, გაიწივეს მთელი შრომიუსნარიანი მოსახლეობა. აქ კი აფინანსებენ ათასგვარ უბედურებას - ლგბტ აქტივისტებს. შვედეთის საელჩო და სხვა საელჩოები რას მოგვიწოდებდნენ და საერთოდ რა სიგიჟეები დაგვინერგეს არ გვახსოვს? აფინანსებენ ყველაზე უფრო დიდ მარგინალებს, ადრე სახლში რომ არ უშვებდნენ ისეთი ადამიანები არიან მათი ფავორიტები. თან წაიღონ! წაიყვანონ, დაიტოვონ ბუღაძეები, გიგაურები და სამშობლოს რეციდივისტი მოღალატეები, წაიყვანონ და ჰყავდეთ. ამათ მაინც არ უყვართ საკუთარი ქვეყანა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.
ანალიტიკოს დავით ჩიხელიძის განცხადებით, შვედეთს კოლექტიური დასავლეთისგან განყენებულად ვერ ვახსენებთ, შვედეთი და მისი საელჩო საქართველოში გლობალური ძალების სათამაშოა, რომელიც უფროსების დავალების გამხმოვანებლები არიან და საკუთარი დამოუკიდებლობა არ გააჩნიათ, სწორედ ამ ჭრილში განიხილება მათი განცხადებაც.
„შალვა პაპუაშვილმა სწორად აღნიშნა, როცა განაცხადა, რომ შვედეთი საქართველოში ძალადობას ახალისებს, საკუთარ ქვეყანაში კი მას ებრძვის, აქ კარგად ჩანს შვედეთის და დასავლეთის ორმაგი სტანდარტი. ვინ შესაძლოა იყოს მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები, ეს არის რადიკალური ოპოზიცია და რადიკალური ჯგუფები, რომელიც ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას ცდილობენ, ის ადამიანები, რომლებიც ადმინისტრაციული შენობებში შეჭრას ცდილობენ, აღნიშნულ კანონდარღვევაზე კი დასავლეთიდან არა დაგმობას, არამედ შექებას იღებენ. ქართული საზოგადოება დასავლეთიდან დაფინანსებულ ჯგუფებს კარგად ამოიცნობს, რადგან მათ დესტრუქციულ ქმედებას ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ, როგორც ქვეყნის შგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ჩიხელიძე.