შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ხუცუბნის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1958 წელს დაბადებული ნოდარ ხ. იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ქობულეთის რაიონის სოფელ ჭახათში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდითა და 75 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).