საზოგადოებას ახსოვს ფსევდო ემოციები რადიკალების მხრიდან - „წალეკეს საქართველო უცხოელებმა“. დაიდო „საქსტატის“ მონაცემები. აღმოჩნდა, რომ სულ არის 200 000 უცხოელი

საზოგადოებას ახსოვს ფსევდო ემოციები რადიკალების მხრიდან - „წალეკეს საქართველო უცხოელებმა“. დაიდო „საქსტატის“ მონაცემები. აღმოჩნდა, რომ სულ არის 200 000 უცხოელი

საზოგადოებას ახსოვს რამდენი ტყუილი და ფსევდო ემოციები იყო გამოხატული რადიკალების მხრიდან - წალეკეს საქართველო უცხოელებმა“. დაიდო საქსტატის“ მონაცემები და აღმოჩნდა, რომ სულ არის 200 ათასი ადამიანი, რომელიც არის უცხოელი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა, საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, პროცენტული მაჩვენებლით რომ შევადაროთ საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობას, უცხოელების წილი არის მიზერული.

ახსოვს საზოგადოებას რამდენი ტყუილი და ვითომ პროტესტი და ფსევდო ემოციები იყო გამოხატული რადიკალების და მათი მხარდაჭერების მხრიდან, საზოგადოებაში გაეღვივებინათ შუღლი, გაეღვივებინათ ნეგატიური ტენდენციები, რაც არ არის დამახასიათებელი ჩვენი ერისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის უცხოელების მიმართ, რომ წალეკეს საქართველო უცხოელებმა“, რომ შემოდინებული რუსების, თურქების, არაბების, ინდოელების და ა.შ. რიცხვი არის იმდენად მაღალი და იმდენად დიდი, რომ ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, საფრთხეს უქმნის ქართველ ხალხს და ა.შ. დაიდო საქსტატის“ მონაცემები, სადაც 3 მილიონ 900 ათასი საქართველოში მყოფი პირიდან აღმოჩნდა, რომ სულ არის 200 ათასი ადამიანი, რომელიც არის უცხოელი. პროცენტულად, რომ დაითვალოთ საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებით, რა თქმა უნდა ეს არის მიზერული ციფრი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო 1 მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) - კაცი. მათივე ცნობით, აღწერის მომენტისთვის, მოსახლეობის რიცხოვნობიდან სულ მცირე 93,4 პროცენტი (3 მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არა უმეტეს 6,6 პროცენტს - ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.